უახლოეს დღეებში ილია კოკაიასა და ტარიელ თუთარაშვილის შეხვედრა იგეგმება, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს კლუბის მომავალზე
საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე გუნდებს გაჭირვებით ვერავინ გააკვირვებს, თუმცა რაც ამ ბოლო დროს "ზესტაფონში" ხდება, მაინც განსაკუთრებული შემთხვევაა.

ილია კოკაიამ, ვინც 10 წლის განმავლობაში იყო "ზესტაფონის" წარმატების გარანტი, ფეხბურთიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

ამ დროისთვის, ბევრ ქართულ გუნდს არ ულხინს, თუმცა მათ ის მაინც იციან, რომ ჩემპიონატს დაიწყებენ. "ზესტაფონში" კი ამ კუთხითაც გაურკვეველი ვითარებაა. ამ დროისთვის, გუნდიდან ყველა ფეხბურთელი თავისუფალია. რამდენიმემ უკვე იპოვა ახალი ნავსაყუდელი, ზოგის მომავალი ახლა წყდება...

ზესტაფონელ ქომაგს, ბოლო წლებში მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას რომ მიეჩვია, იმედად მხოლოდ მუნიციპალიტეტის გამგებლის, ტარიელ თუთარაშვილის დაპირება აქვს - ზესტაფონში ფეხბურთი არამც და არამც არ მოკვდებაო!..

ეს ერთია, მეორე კი ისაა, რა ამბიცია ექნება კლუბს - მხოლოდ სტატისტის როლში ყოფნა სრულიად ქართული ფეხბურთისთვის იქნება ძალიან ცუდი და მიუღებელი...

მრგვალ მაგიდასთან

ცნობილი გახდა, რომ უახლოეს დღეებში იგეგმება შეხვედრა, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს კლუბის მომავალზე. მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდებიან "ზესტაფონის" ყოფილი პრეზიდენტი ილია კოკაია და ქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი.

ამ შეხვედრისას რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი იქნება განხილული. პირველი - ესაა კლუბის საკუთრებაში მყოფი ობიექტების (სტადიონი, ბაზა) სახელმწიფოს ბალანსზე გადაცემის საკითხი.

მეორე - საუბარი იქნება თავად გუნდის მომავალზე. ქალაქის ხელმძღვანელობას სურს, პირველ ეტაპზე მაინც, კოკაია მათ გვერდით დადგეს და მონაწილეობა მიიღოს ახალი გუნდის ფორმირებაში.

ამ შემთხვევაში, ქალაქის ხელმძღვანელობას უნდა გავუგოთ, რადგან გამართული საკლუბო მენეჯმენტის გარეშე ახალ გუნდს ვერ ააწყობ. წლების განმავლობაში კოკაიას ამ კუთხით ძალიან დიდი გამოცდილება დაუგროვდა.

ჩვენი ინფორმაციით, ამ ეტაპზე კოკაიას აღარ სურს ქართულ ფეხბურთში საქმიანობა, თუმცა საკითხი, რომელსაც ზემოთ შევეხეთ, საბოლოოდ დახურული არ უნდა იყოს. კოკაიამ არაფრისგან შექმნა "ზესტაფონი" და ახლა მშვიდად ვერ უყურებს, როგორ ვერანდება გუნდის საწვრთნელი ბაზა და სტადიონი.

გულშემატკივართა სურვილი

საახალწლო დღეებში ზესტაფონის ქუჩებში თუ ჩაივლი, ყურს ხშირად მოჰკრავ საუბარს საფეხბურთო თემაზე. ასე განსაჯეთ, ქალებიც კი ამახვილებენ ყურადღებას ქალაქის უფეხბურთოდ დარჩენის საფრთხეზე.

ამ დღეებში ჩვენ შევძელით, გავსაუბრებოდით "ზესტაფონის" არაერთ გულშემატკივარს. მათ აქვთ აზრი, რომლის სააშკარაოზე გამოტანასაც ძალიან მალე აპირებენ. ალბათ, ისინი არ გვიწყენენ, თუ მოვლენებს ცოტათი დავასწრებთ.

"ზესტაფონის" ქომაგებს სურთ, კოკაიამ და ქალაქის ხელმძღვანელებმა კლუბს ერთობლივად უპატრონონ. პირობითად, ამ მოდელს "50/50" უნდა დავარქვათ. სხვათა შორის, დავინტერესდით და შევიტყვეთ, რომ ქართულ ფეხბურთში ეს მოდელი არასდროს არავის გამოუყენებია.

უახლოეს მომავალში კლუბის გულშემატკივრები ამ ინიციატივის გახმოვანებას ქალაქის ხელმძღვანელებთან და კოკაიასთანაც აპირებენ. მათ იმედი აქვთ, რომ სახელმწიფოც გადადგამს შემხვედრ ნაბიჯს. ისინი ფიქრობენ, რომ ძალიან კარგი იქნება, თუ საქართველოში ანალოგიური პრეცედენტი სხვა კლუბებშიც დაინერგება.

სხვათა შორის, ამგვარი მოდელი არაერთ ევროპულ ქვეყანაში მუშაობს და - საკმაო წარმატებითაც. ვნახოთ, რა და როგორ იქნება.

უახლოესმა რამდენიმე დღემ ბევრი რამ უნდა გაარკვიოს "ზესტაფონის" ცხოვრებაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

levs
რა უნდა იყოს იმაზე მნიშვნელოვანი, როცა ორგზის ჩემპიონი იშლება? კაკაურიძეს კიდე შეეშვი. უმაგრესი კაცია ეგ და ამას ყველა გეტყვის, თუ გაიკიტხავ/ პარასკევს იკნება სავარაუდოდ შეხვედრა და ეს მოდელი განიხილება. ლევ, ვინ ხარ, იტყვი? რასწ ერჩი ზესტაფონს? ან ხალხის აზრის დაფიქსირება როდის აქეთაა ფანობა? რა ხალხი არ ვართ ზესტაფონელები თუ რა?
lev
გასაგებია რომ კაკაურიძე ზესტაფონის ფანია, მაგრამ ეს ერთი და იგივე არაფრისმთქმელი სტატიები და საკუთარი მოსაზრებების ფრქვევა არ მოსწყინდა რედაქტორს მაინც? რამე ღირებული დაწერეთ გაინძერით
იკა
ვანის ბიუჯეტი წვდება გუნდს და 400000 აზლევს გუნდს და ზესტაფონის ბიუჯეტი 300000 და ლოგიკურია ეს? და საერთოდ არ უნდა მოხდეს ბიუჯეტის ხარჯზე დაფინანსება ან თუ მოხდება ყველას ზუსტად ერტნაირი თანხით უნდა დაფინანსდეს
Giorgi-FCB
50-50 ზე ავტორის აზრით გადაწყვეტილება ვინ უნდა მიიღოს ? :)
ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი
"ტორპედომ" შულაია დაიმატა
ოფიციალურად | ნოდარ ყალიჩავა ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი
ნურმაგომედოვმა თავისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო 6 ფეხბურთელი დაასახელა - მერამდენე ადგილზე დააყენა მან კვარაცხელია
"ამ ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარი ვარ, "ბაიერნს" მოუხდებოდა" - სანიოლმა ყოფილ გუნდს რჩევა მისცა
სრულიად შეცვლილი წესი ფეხბურთისგან - რას გეგმავს FIFA 2026 წლის მუნდიალის ფინალში
ვიეირა: ფრანგი ფეხბურთელები ყველანი გაქრნენ
[VIDEO] "იბერია 1999"-მა "ფლორას" ბარიერი გადალახა - ასეთი თამაშით "სლოვანის" ძლევა ძალიან გაუჭირდებათ
ტერი: ინგლისი არგენტინაზე უკეთესია - ბელინგემი ზიდანს მომაგონებს
17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
დაბრუნება მშობლიურ გუნდში - აზარი ლიგა 1-ში ითამაშებს
"ბარსელონამ" შესაძლოა, საშინაო მატჩები ოლიმპიურ სტადიონზე კვლავ გამართოს
"პერესს ვურჩიე, თუ ერთ ფეხბურთელზეა ფული დასახარჯი, ის შეიძინოს" - მაკელელემ ფავორიტი დაასახელა
სარეკორდო ტრანსფერი - ლუკა ვუშკოვიჩი პრემიერ ლიგაში ითამაშებს
დღეს მბაპე VS იამალი, ხვალ კეინი VS მესი - ნახევარფინალების PREVIEW
ფერანის მორიგი გაშორება - ტორესმა ქალებთან ურთიერთობა ვერაფრით დაალაგა
სასიამოვნო სიახლე: "ზესტაფონმა" ეროვნული ლიგისკენ 1 ნაბიჯი გადადგა
"ზესტაფონის" გადასარჩენად დაგეგმილი შეხვედრა თბილისში დღეს გაიმართება
ილია კოკაიასა და ზესტაფონის ადგილობრივი ხელისუფლების შეხვედრა გადაიდო
"ზესტაფონისა" და "დინამოს" ექსფეხბურთელი "პორტუში" გადადის
ლევან კობიაშვილის პასუხი ილია კოკაიას: თუ ასე ფიქრობს, მაშინ...
მსაჯის შეურაცხყოფისთვის ოქრიაშვილი გააძევეს - "სამგურალმა" "საბურთალოს" მოუგო [VIDEO]
ილია კოკაია: ტოტალიზატორის ხალხი უკვე მუქარებზეა გადასული
ილია კოკაია მწვერვალ დედაენაზე დაიღუპა
შეხვედრა შედგა, პრობლემა დარჩა - ითამაშებს "ზესტაფონი" მეორე წრეში?
ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო
დაფინანსდეს "ზესტაფონიც" ისე, როგორც "სამტრედია" - გამოსავალი ნაპოვნია?!
"ზესტაფონი" დასკვნის მოლოდინში
"ზესტაფონი" საფეხბურთო აკადემიას თბილისში ხსნის
ლევან კობიაშვილი: ილია კოკაიას მოუწევს, უპირველესად, "ზესტაფონის" გულშემატკივრებს უთხრას სიმართლე
სფფ-ის აღმასკომის სხდომაზე "ზესტაფონის" საკითხზე იმსჯელეს
"ზესტაფონის" გამოხმაურება ლევან კობიაშვილის განცხადებაზე
"ზესტაფონი": რა მოხდება 10 იანვარს დანიშნულ შეხვედრაზე