კახა კაჭარავას გუნდი 28 იანვრამდე თბილისში მოემზადება, შემდეგ კი შეკრებაზე თურქეთში გაემგზავრება
ფოტოზე: კახა კაჭარავამ თავისი შეგირდები ჯერ კიდევ გასული წლის 20 დეკემბერს შეკრიბა

ქართული გუნდებიდან ერთ-ერთი პირველი "სპარტაკი" იყო, მეორე წრისათვის მზადება რომ დაიწყო: კახა კაჭარავამ თავისი შეგირდები 20 დეკემბერს შეკრიბა. მერე იყო სამდღიანი საახალწლო შესვენება და 3 იანვრიდან გუნდი თბილისში აგრძელებს მომზადებას.

მზადების ეს ეტაპი 28 იანვრამდე გაგრძელდება, შემდეგ კი გუნდი თურქეთში, კერძოდ, ქალაქ სიდეში გაემგზავრება და შეკრებას იქ გაივლის.

უკვე ცნობილია "სპარტაკის" სპარინგ-პარტნიორებიც. როგორც კლუბის პრესატაშე დავით ცაბაძემ გვაცნობა, კახა კაჭარავას გუნდი 1-ელ თებერვალს პოლონეთის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდს, "შლიონსკს" (პირველი ეტაპის შემდეგ II ადგილზეა) დაუპირისპირდება, 3 თებერვალს - ასევე პოლონურ "კორონას" (XIV ადგილი პოლონურ ექსტრაკლასში), 5 თებერვალს - მაკედონიის ჩემპიონატის მეორეადგილოსან "რაბოტნიჩკის", ხოლო სამშობლოში გამომგზავრების წინ რუმინულ "ვოლუნტარის" (იქაურ პირველ ლიგაში პირველ ადგილზეა).

ახლა კი, რაც შეეხება "სპარტაკის" სატრანსფერო სიახლეებს: "ლელო" უკვე წერდა, რომ "სპარტაკი" დატოვა გუნდის ერთ-ერთმა წამყვანმა ფეხბურთელმა, 24 წლის პლეიმეიკერმა გიორგი თექთურმანიძემ (გორის "დილაში" გადავიდა); "სპარტაკთან" კონტრაქტი დაუმთავრდათ ასევე ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებს - 35 წლის ცენტრალურ მცველ რევაზ ქემოკლიძესა და 21 წლის საყრდენ ნახევარმცველ მერაბ გიგაურს.

"სპარტაკი" ასევე დატოვეს 19 წლის თამაზ მაქაცარიამ და 24 წლის გიორგი სეფიაშვილმა. ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელი ფეხბურთელის, 24 წლის უნივერსალის (ერთნაირი წარმატებით რომ შეუძლია დაცვისა და ნახევარდაცვის მარცხენა ფლანგზე თამაში) გივი იოსელიანის საკითხიც; როგორც შევიტყვეთ, არ არის გამორიცხული, რომ იოსელიანი კვლავაც უნგრეთში დაბრუნდეს.

რაც შეეხება მატებას, სელექცია ჯერ არ დასრულებულა და თურქულ შეკრებამდეც "სპარტაკში" არაერთი ახალწვეული გამოჩნდება. მანამდე კი ჯერჯერობით მხოლოდ ორი ახალი "სახეა" გუნდში: 20 წლის ნახევარმცველი ბაქარ ქარდავა პირველ ლიგაში მოასპარეზე "გაგრადან" გადმოვიდა; ასევე "გაგრაში" გამოდიოდა 21 წლის შემტევი ნახევარმცველი რატი ცაცქრიალაშვილი, რომელიც "სპარტაკში" იჯარით იქნება.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატის პირველი წრე "სპარტაკმა" მართლაც რომ წარმატებულად ჩაატარა და ზამთრის პაუზას IV ადგილზე შეხვდა. ამას გარდა, "სპარტაკი" თასზეც აგრძელებს ასპარეზობას და სეზონსაც სწორედ სათასო მეოთხედფინალური მატჩით ("ვიტ ჯორჯიასთან") განაახლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
კახა კაჭარავა "ოდიში 1919"-ის სათავეშია - ახალი ამბიციების და გამარჯვებების დრო!
კახა კაჭარავა: ყველას გვინდა, რომ შვეიცარიასა და ხორვატიას მოვუგოთ, მაგრამ...
სპარტაკი-კოლხეთი 1:2 - არასტანდარტული სიჭინავა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
რატომ გაზარდა ფეხბურთის ფედერაციამ საწევრო გადასახადი? - კლუბების პოზიცია
კახა კაჭარავამ და მისმა თანაშემწეებმა "სამტრედია" დატოვეს
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
კახა კაჭარავა: "სპარტაკში" ის მოთამაშეები შეიკრიბნენ, რომელთაც ფეხბურთი სწყურიათ!
ცხინვალის "სპარტაკიდან" წასული მერაბ გიგაური: წინადადებები არის, მაგრამ ბიუჯეტი...
"ლეო, "ბარსელონაში" დაბრუნება მინდა" - ნეიმარი - 13 ნოემბრის დაიჯესტი
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
"ცხინვალი": შეკრება სიდეში და სპარინგები ევროპულ გუნდებთან
გიორგი თექთურმანიძე: დღეს ქართულ საკლუბო ფეხბურთს ლიდერი არ ჰყავს
10-ბალიანი სისტემა - თბილისის "დინამოს" ფეხბურთელების შეფასება "გაბალასთან" მატჩში
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
დინამო(თბ)-დინამო(ბთ) 4:0 - დინამო, ძალა მოძრაობაში [VIDEO]
კახა კაჭარავა: ჩემპიონატის განახლებას ვემხრობი, რადგან ევროტურნირებს ქართული გუნდები კარგ ფორმაში უნდა შეხვდნენ
კახა კაჭარავა: არიან ადამიანები, რომლებიც ფეხბურთელში მხოლოდ ფულს ხედავენ...
ბაქარ ქარდავამ თბილისის "დინამოსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
დინამო(თბ)-დილა 5:0 - ეფექტურიც და ეფექტიანიც! [VIDEO]
"სპარტაკის" ნაცვლად "ცხინვალი" - ახალი სახელწოდება, ლოგო და ფეხბურთელები
2 ივლისს მსოფლიო ერთხელაც გაიგებს: ცხინვალი საქართველოა!
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
[წარდგენა] ბიჭები ძმობისა და მეგობრობის ქალაქიდან...
"ტორპედოს" ნიშნით... ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ლიგისა და ლიგა 2-ის სიმბოლურები შეადგინა