"ვოლგას" ქართველმა ფორვარდმა რუსეთის პრემიერლიგის მომავალ სეზონსა და ომარ თეთრაძეზე ისაუბრა

ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" ქართველმა ფორვარდმა ოთარ მარცვალაძემ რუსეთის პრემიერლიგის მომავალ სეზონზე ისაუბრა.

"დღესდღეობით მხოლოდ "ვოლგასთან" ერთად პრემიერლიგაში თამაში მსურს. კარგი იქნება, თუ ამ ტურნირში ნიჟნი ნოვგოროდის გუნდთან ერთად ღირსეულად გამოვალ. შემდეგ გამოჩნდება, როგორ განვითარდება ჩემი ცხოვრება.

ყველაფერი ჩემ თამაშზე იქნება დამოკიდებული. მთავარია, რომ მაღალ დონეზე თამაში მსურს.

ვერ ვიტყოდი, რომ პრემიერლიგაში რომელიმე გუნდს ვგულშემატკივრობდი. რა თქმა უნდა, "ანჟის" ვაკვირდებოდი და ნამდვილ სიამოვნებას ვიღებდი იმ ფეხბურთისგან, რომელსაც "ზენიტი" თამაშობდა.

ვის მინდა გავუტანო პრემიერლიგაში? ყველა გრანდს. რომელიმეს ცალკე გამოყოფა არ შემიძლია. ვიტყვი მხოლოდ, რომ მახაჭყალის კლუბთან შეხვედრა ჩემთვის პრინციპული იქნება. საერთო ჯამში, ძალიან საინტერესო სეზონი იქნება როგორც გულშემატკივრებისთვის, ისე მოთამაშეებისთვის", - განუცხადა მარცვალაძემ "ვოლგას" ოფიციალურ საიტს.

რუსეთის პირველი დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირს, რომლის ანგარიშზეც 33 მატჩში 21 გატანილი გოლია, "ვოლგას" პრესცენტრიც ესაუბრა და ნიჟნი ნოვგოროდელთა თავკაცის, ომარ თეთრაძის შესახებ რამდნიმე კითხვით მიმართა. "ვოლგას" ფორვარდმა თქვა, რომ გუნდის ყოფილ მწვრთნელს ალექსანდრ პობეგალოვს დასახული მიზნის მიღწევა იმიტომ არ გამოუვიდა, რომ მისი მოთხოვნები ყველა მოთამაშეს არ ესმოდა. ამასთან, თავდამსხმელმა აღნიშნა, რომ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ომარ თეთრაძის მოსვლის შემდეგ ყველა ფეხბურთელი ერთ მთლიან კოლექტივად გადაიქცა.

- რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ შუა სეზონში "ვოლგაში" თეთრაძე მოვიდა?

- ის, რომ გუნდში ომარ თეთრაძე მოვიდა, ყველას ძალიან წაგვადგა. მაშინ 13-ე ადგილზე ვიყავით, მისი მუშაობის შედეგად კი პრემიერლიგაში გადავედით. თავად შეგეძლოთ გენახათ, რომ მან შეკრული გუნდი ჩამოაყალიბა.

- შეგიძლიათ თქვათ, რომ თეთრაძის, როგორც მწვრთნელის, კარგად გესმით?

- რა თქმა უნდა. მასთან "ვოლგამდეც" ვმუშაობდი, ამიტომ შესაძლოა ჩემთვის ეს უფრო ადვილი იყო, ვიდრე ადგილობრივი ბიჭებისთვის.

- რა ისწავლეთ თეთრაძისგან მასთან მუშაობის მანძილზე?

- მისგან ბევრის სწავლა შეიძლება. პირველ რიგში, ომარი ძალიან ძლიერი ფეხბურთელი იყო, უმაღლეს დონეზე თამაშობდა.

შემიძლია იგივე ვთქვა მასზე, როგორც მწვრთნელზეც და როგორც ადამიანზე.

- პაბეგალოვს რატომ არაფერი გამოუვიდა "ვოლგაში?

- ის ძალიან კარგი მწვრთნელია, თუმცა, მის ირგვლივ ახალი გუნდი შეიქმნა და ფეხბურთელებს ბოლომდე არ ესმოდათ ერთმანეთის, ალბათ ამიტომაც ვერ აჩვენეს სასურველი შედეგი.

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა