ევროპის ერთა თასის გათამაშებას წლეულს ახალი ბინადარი ეყოლება
ევროპის ერთა თასის გათამაშებას წლეულს ახალი ბინადარი ეყოლება. შეჯიბრებაში შარშანდელი ხელმოცარულის, ბელგიის ნაკრების ნაცვლად გერმანიის ეროვნული გუნდი ითამაშებს, რომელმაც ერთხელ უკვე მიიღო მონაწილეობა ამ ტურნირში. მაშინ გერმანელებმა ყველა მატჩი წააგეს და ისევ დაბალ დივიზიონში დაქვეითდნენ.

მას მერე, რაც შვიდკაცა რაგბი ოლიმპიური თამაშების კალენდარში შეიტანეს, გერმანიამ რაგბის ამ ნაირსახეობის განვითარებას მიჰყო ხელი და საკმაოდ კარგი, ბრძოლისუნარიანი გუნდი შექმნა.

ცხადია, მათ არა აქვთ იმის ილუზია, რომ რიოში მოხვდებიან, მაგრამ ზემოთ აღნიშნულმა ფაქტმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი გერმანელთა ეროვნული ნაკრების მოღონიერებას.

"შავი არწივები" მზადებას 15 იანვრიდან დაიწყებენ. მწვრთნელებმა - კობუს პოთხითერმა და პიტერ იორდანმა ჰაიდელბერგში 32 მორაგბეს უხმეს, რომელთაგან ოთხი ლეგიონერია. ესენია: მატიას შოსერი (აბერდინი), კრის ჰოულსი (სენტ-ეტიენი), იულიუს ნოშტადტი (შამბერი) და უნბერტო პილა (სან დონა).

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთა თასის პირველ მატჩს სწორედ გერმანელებთან გამართავს სტუმრად 7 თებერვალს.

გერმანია

პასკალ ფიშერი, ბენჟამინ სიმი, ნიკო მიულერი (სამივე-ჰანოვერი), ფალკ დუვე (ბერლინი), შონ არმსტრონგი, კეჰომა ბრენერი, სამი ფიუზელი, არტურ ზეელერი, ბენიამინ დანსო, ანსგარ რუჰნაუ, რობერტ ჰეიტელი, პიერ მატურინი, რობერტ მორი, რეინორ პარკინსონი, ალექს ვიდიკერი, კლემანს ფონ გრუმბკოვი, ანჯო ბუკმანი, ჰენდრიკ ფან დერ მერვე, სტეფან ლეიბიგი (ყველა-ჰაიდელბერგი). ბენ შერერი (ჰაიდელბერგ ტვ), რაფაელ ჰაკლი (რჯ ჰაიდელბეგი), პაულ ვეისი (ნეუენჰეიმი), მარკუს ბენდერი (ჰანდშუნშეიმი), რობ მაი, ჯერემი ტეჰუია, კარლოს სოტერასი (სამივე-პროფზეჰეიმი), მარკ ცინდერა, კირან მანავატუ (ფრანკფურტი), მატიას შოსერი (აბერდინი), კრის ჰოულსი (სენტ-ეტიენი), იულიუს ნოშტადტი (შამბერი), უნბერტო პილა (სან დონა).

ერთა თასი

7 თებერვალი

გერმანია-საქართველო, ესპანეთი-რუსეთი, პორტუგალია-რუმინეთი.

14 თებერვალი

საქართველო-პორტუგალია, რუმინეთი-ესპანეთი, გერმანია-რუსეთი.

28 თებერვალი

ესპანეთი-საქართველო, რუსეთი-რუმინეთი, პორტუგალია-გერმანია.

14 მარტი

საქართველო-რუსეთი, პორტუგალია-ესპანეთი, გერმანია-რუმინეთი.

21 მარტი

რუმინეთი-საქართველო, რუსეთი-პორტუგალია, ესპანეთი-გერმანია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Tornike
ფეხბურთელების არ ვიცი და მე და ჩემი მეგობრები ერლანგენიდან, ბამბერგიდან, ფრანკფურტიდან უეჭველი დავესწრებით ამ თამაშს. 1 კვირაში ბილეთებს ვყიდულობთ :) :). აქ მაინც ვიყრით ბევრი სხვა სპორტის სახეობის ჯავრს :) :).
ერისკაცი
ამათ მაინც იმასვუქნათ, რაც მათი საფეხბურთო ნაკრები იმასგვიზამს მარტში.. ფეხბურთელები დაესწარით ამ მატჩს..
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"ბორჯღალოსნები" | მე-16 ტიტულს დესაუდან შევუტევთ
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
5 ქუთაისელი - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა გერმანიასთან მატჩისთვის ცნობილია
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
მილტონ ჰეიგი პირველი ტაიმით უკმაყოფილო დარჩა...
საქართველოს ნაკრებმა სტუმრად გერმანიას სძლია [VIDEO]
ბორჯღალოსნები | სამოასთვის შემადგენლობა შეირჩა
"ბორჯღალოსნები" | მე-7 ცენტურიონით და ხუთი დებიუტანტით გერმანიასთან
"ბორჯღალოსნებმა" გერმანია გაანადგურეს და 1 ტურით ადრე რაგბი ევროპის ჩემპიონები გახდნენ [VIDEO]
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო