ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

კოპა დელ რეი. 1/8-ფინალი. I მატჩები: "რეალის" შანსი

კოპა დელ რეი. 1/8-ფინალი. I მატჩები: "რეალის" შანსი

რომელიც დიდი არ არის
კოპა დელ რეის პირველი მერვედფინალური მატჩები წუხელ "კამპ ნოუზე" დასრულდა, მანამდე კი ყველაზე დიდი აჟიოტაჟი "ატლეტიკოს" მიერ "რეალის" დამაჯერებელმა დამარცხებამ და "ლოს კოლჩონეროსის" შემადგენლობაში ფერნანდო ტორესის დაბრუნებამ გამოიწვია.

"ატლეტიკომ" თავისი სიძლიერე კიდევ ერთხელ გამოაჩინა სტანდარტული მდგომარეობებიდან - 58-ე წუთზე სერხიო რამოსი სულელურად მოიქცა საკუთარ საჯარიმოში და პენალტით რაულ გარსიამ დააწინაურა გუნდი.

76-ე წუთზე კუთხურს ხოსე მარია ხიმენესის თავური მოჰყვა - 2:0. "ელ ნინიო" მოედანზე 59-ე წუთამდე იყო, თუმცა ბევრი ვერაფერი შეძლო. საპასუხო დერბი 15 იანვარს "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება. "რეალს" საპასუხო მატჩში მთელი ძალისხმევა დასჭირდება, რათა ტიტული უკვე მერვედფინალურ ეტაპზე არ დაკარგოს.

კარლო ანჩელოტი (რეალი): "დღეს ჩვენ ვერ შევძელით იმ თამაშის ჩვენება, რაც შეგვიძლია. მართალია, საკმარისად მწვავედ ვერ ვთამაშობდით, მაგრამ პენალტამდე მატჩის მიმდინარეობას მაინც ჩვენ ვაკონტროლებდით. ბევრ დიაგონალურ პასს ვაკეთებდით, რომლებიც თამაშის ტემპს ანელებდნენ. ჩვენი მომენტები ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ, უნდა ითქვას, რომ "ატლეტიკო" თავს კარგად იცავდა.

ორი თამაში მიჯრით წავაგეთ, მაგრამ მე არ ვილაპარაკებდი კრიზისზე. ახლა წინ "ესპანიოლთან" მატჩია და საპასუხო შეხვედრა "ატლეტიკოსთან". მეოთხედფინალში გასვლის შანსი გვრჩება, თუმცა ის დიდი არ არის".

ფერნანდო ტორესი (ატლეტიკო): "ბედნიერი ვარ, რომ მშობლიურ გუნდში დავბრუნდი. აქ ყველაფერი ბრწყინვალედაა: სიტუაცია სტადიონზე, ფანები და შედეგიც. ყოველთვის სასიამოვნოა ისეთი მეტოქის დამარცხება, როგორიც "რეალია". "სანტიაგო ბერნაბეუზე" ძალიან გაგვიჭირდება. "რეალს" ბურთი კარგად "უჭირავს" და პირველ ნომრად კარგად თამაშობს. ჩვენ, უბრალოდ, უნდა შევუშალოთ მათ ხელი, შექმნან სახიფათო მომენტები. "ატლეტიკოს" თავისი შანსი მიეცემა და ის უნდა გამოვიყენოთ".

დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "პირველ ტაიმში იყო მომენტები, როცა "რეალი" გვჯობდა. მეტოქემ აშკარად კარგად დაიწყო, თუმცა თამაშში კორექტივები შევიტანე და ამან კარგად იმუშავა, მატჩის მიმდინარეობა შეიცვალა. დავამტკიცეთ, რომ "რეალთან" კონკურენტუნარიანი გუნდი ვართ. ფერნანდო ტორესს დრო სჭირდება მისთვის ახალ გუნდში ადაპტაციისთვის. დღეს ის კარგი იყო, ენთუზიაზმით თამაშობდა და რამდენიმე ორთაბრძოლაც მოიგო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა

"ბრაზილიის ნაკრების შემდეგ მხოლოდ ამ კლუბში დავბრუნდები" - კარლო ანჩელოტი

[VIDEO] ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"

ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი

[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა

"ელ ნინიო" წავიდა - ფერნანდო ტორესმა კარიერა დაასრულა

"მოედანზე ქცევა მნიშვნელოვნად გამოასწორა" - ანჩელოტიმ ვინისიუსზე ისაუბრა

სიმეონემ იამალს მატჩის მიმდინარეობისას დასცინა

ფერნანდო ტორესი "ატლეტიკოს" დუბლებთან აღარ იმუშავებს

El Chiringuito: თუ ობლაკი წავა, "ატლეტიკო" მამარდაშვილის შეძენას შეეცდება

კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა

პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს

დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს სიმეონე "ატლეტიკოს" დატოვებს

"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

"იმ მომენტში სიმეონეს მოკვლა მინდოდა" - კოშტამ "ატლეტიკოს" დატოვების მიზეზი გაიხსენა

ფერნანდო ტორესი კარიერას განაახლებს

11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან

[VIDEO] ანჩელოტის და "რეალის" სიყვარული - კარლომ მადრიდული გრანდის ჰიმნი იმღერა

ტორესის ბოლო მატჩი - ინიესტას ბრწყინვალე პასი და 6 გოლი მეტოქისგან [VIDEO]

გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა

სიმეონეს და "ატლეტიკოს" ისტორია გრძელდება - "ჩოლო" წასვლას არ აპირებს

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

"გრიზმანი MLS-ში?" - სიმეონემ შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

ფერნანდო ტორესი "ატლეტიკო B"-ს მწვრთნელად დანიშნეს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

[VIDEO] ვინისიუსის დუბლი, ვალვერდეს გაძევება - "რეალმა" "ატლეტიკო" დაამარცხა

[VIDEO] "პერესი გაგაგდებს, ჩემი სიტყვები დაიმახსოვრე" - სიმეონესა და ვინისიუსის დაპირისპირება მატჩის დროს

მუშაობით კმაყოფილები არიან - ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ დიდი ხნით დარჩება

ფერნანდო ტორესი "ატლეტიკოში" დაბრუნდა