პოლონელი პილოტის ტრაგედიის ადგილას ავარიის ნიშნები ვერ ნახეს
როგორც უკვე ვწერდით, ლეგენდარული რალი-რეიდის, "დაკარის" მესამე ეტაპი საბედისწერო აღმოჩნდა პოლონელი მოტომრბოლელისთვის, მიხალ ჰერნიკისთვის, რომელიც დისტანციის 206-ე კილომეტრზე გარდაცვლილი იპოვეს.

ჯერჯერობით უცნობია "დაკარის" დებიუტანტის დაღუპვის მიზეზი. ორგანიზატორების თქმით, ტრაგედიის ადგილას ავარიის ნიშნები არ აღმოუჩენიათ. ამიტომაც ვარაუდობენ, რომ სიკვდილის მიზეზი შეიძლებოდა მზის დარტყმა გამხდარიყო.

ამასობაში "დაკარის" მონაწილეებმა მეოთხე ეტაპზე არგენტინა დატოვეს და ჩილეს ტერიტორიაზე გადაინაცვლეს. წარმატებული დღე ჰქონდათ საერთო ჩათვლის ლიდერებს. მოტოციკლების კლასში გაიმარჯვა ესპანელმა ხოან ბარედამ, რომელმაც წუთი და 59 წამი მოუგო მეორე ადგილზე გასულ თანამემამულე მარკო კომას.

ამით ბარედომ გაიმყარა ლიდერობა საერთო ჩათვლაში - ახლა ის უახლოეს მდევარს 12 წუთსა და 49 წამს უგებს. უახლოესი მდევარი კი სწორედ კომა გახლავთ, რომელმაც მეოთხე ეტაპის შემდეგ მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა. შეგახსენებთ, რომ კომა "დაკარის" მოქმედია ჩემპიონია.

რაც შეეხება ავტომობილების კლასს, ეტაპი მოიგო "მინის" მანქანით მოასპარეზე ყატარელმა ნასერ ალ-ატიიამ. ამის შემდეგ მისმა უპირატესობამ საერთო ჩათვლაში სამხრეთაფრიკელ ჟინიელ დე ვილიერსთან რვა წუთს გადააჭარბა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
პირველი ქართული გუნდი Nascar-ის სერიაში - დათა ქაჯაიამ დეტალებზე ისაუბრა
ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე