ბუენოს აირესში სტარტი აიღო პლანეტის ყველაზე ცნობილმა რალი-რეიდმა - ლეგენდარულმა "დაკარმა".

ბუენოს აირესში სტარტი აიღო პლანეტის ყველაზე ცნობილმა რალი-რეიდმა - ლეგენდარულმა "დაკარმა". ზედიზედ მესამედ ეს რბოლა სამხრეთ ამერიკაში - არგენტინისა და ჩილეს ტერიტორიაზე ჩაივლის. 15 დღის განმავლობაში მარათონის მონაწილეებს 9500 ათასი კოლომეტრის დაფარვა მოუწევთ, რომელთაგანაც ხუთი ათასი კილომეტრი სპეცმონაკვეთებზე მოდის.

ორგანიზატორების განცხადებით, წლევანდელი მარშრუტი შარშანდელზე რთული იქნება - არგენტინის დედაქალაქიდან ქარავანი კურსს ქვეყნის ჩრდილოეთით აიღებს, შემდეგ ჩილეს უდაბნოებში გაგრძელდება, ხოლო ტრადიციული დასვენების დღის (8 იანვარი) შემდეგ, მონაწილეები უკან ბუენოს აირესისკენ გამოუშურებიან, სადაც 16 იანვარს ფინიშია დანიშნული. მთავარი სირთულეები სპორტსმენებს

ცნობილი უდაბნოს ატაკამასა და კორდილიერების გადალახვისას ელით.

მანქანების კლასში ფავორიტად "ფოლკსვაგენის" ქარხნული გუნდი მიიჩნევა, რომელმაც ბოლო ორი "დაკარი" მოიგო. "ტუარეგის" საჭეს ისევ მიუჯდებიან მოქმედი ჩემპიონი, ესპანელი კარლოს საინსი, კატარელი ნასერ ალ-ატიია, სამხრეთაფრიკელი ჟინელ დე ვილიერსი და ამერიკელი მაიკლ მილერი.

"ფოლკსვაგენის" მთავარი კონკურენტია - ავსტრიული გუნდი X-Raid, რომელიც კონცენრ BMW-ის მხარდაჭერით გამოდის. მის პილოტებს შორის არის "დაკარის" ექვსგზის ტრიუმფატორი, ფრანგი სტეფან პეტერანსელი. მის მანქანას BMW X3 CC ჰქვია, ხოლო X-Raid-ის კიდევ ერთი ეკიპაჟი ყოფილი სამთომოთხილამურის გერლენ შიშერის ხელმძღვანელობით სტარტზე სულ ახალ მოდელს - Mini All4 Racing-ს გამოიყვანს.

ასევე არ უნდა დავივიწყოთ ნასკარისა და ინდიკარის სერიების ცნობილი მრბოლელი, ამერიკელი რობი გორდონი, რომელიც ტრადიციულად ძლიერად გამოდის "ჰამერის" ავტომობილით.

მოტოკიცლისტების კლასში ძირითადი ბრძოლა KTM-ის წარმომადგენლებს შორის არის მოსალოდნელი. ესენი არიან: ფრანგი სირილ დესპრე, ესპანელი მარკ კომა (ორივე მოგებული აქვს "დაკარი") და ნორვეგიელი პოლ ანდერს ულეველსეტერი. მათ "იამაჰას" საქარხნო მოტოციკლებით კონკურენციას გაუწევენ პორტუგალიელი ელდერ როდრიგესი, ამერიკელი იოჰან სტრიტი და ესპანელი ჰორდი ვილადომსი. არ ღირს "კერძო" გუნდებში მოასპარეზე მოტომრბოლების დავიწყება. ერთ-ერთია ფრანგი დავიდ კასტო Sherco-დან.

2011 წელს "დაკარის" მონაწილეებს შორის ფორმულა 1-ის სამი ყოფილი პილოტია: არგენტინელი ნორბერტო ფონტანა, რომელიც 1997 წელს "ზაუბერის" ღირსებას იცავდა; ჩილელი ელისიო სალასარი ("სამეფო რბოლებში" 80-იანი წლების დასაწყისში გამოდიოდა) და ჰოლანდიელი იან ლემერსი, რომელიც ეტაპებში 1979-92 წლებში გამოდიოდა.

საერთო ჯამში, რიგით 33-ე "დაკარის" სტარტზე 455 მონაწილე გავიდა. მათ შორის 225 მოტომრბოლია, 157 - მსუბუქი ავტომობილის კლასის და 73 - სატვირთო ავტომობილების მძღოლი.

„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
პირველი ქართული გუნდი Nascar-ის სერიაში - დათა ქაჯაიამ დეტალებზე ისაუბრა
ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა