არადა, სათამაშო სახეობების ფედერაციათა უმრავლესობას ბიუჯეტი გაუზარდეს
9 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტში სპორტის 2015 წლის ბიუჯეტი განიხილეს. საკომიტეტო მოსმენაში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, ფინანსთა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა, ასევე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

თავიდანვე შევნიშნოთ, რომ 2014 წელს სამინისტროს დაფინანსება 64 მილიონ ლარს შეადგენდა. ამას მისდამი დაქვემდებარებული უწყებებისა და ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსებაც დაემატა, რომლის გათვალისწინებითაც, გასულ წელს ლევან ყიფიანის უწყებამ 70 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა.

2015 წელს სამინისტროს ბიუჯეტი კიდევ გაიზარდა, რადგან მიმდინარე პროექტებთან ერთად, საქართველომ უნდა უმასპინძლოს ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს, უეფას სუპერთასის მატჩს, მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადასა და კიდევ რამდენიმე საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებას.

ცნობილი გახდა, თუ რომელი სპორტული ფედერაცია რამდენ თანხას მიიღებს. სახელმწიფომ ჭადრაკი პრიორიტეტად გამოაცხადა და მომდევნო ოთხ წელიწადში 38,5 მილიონს გამოუყოფს. მიზეზი - 2015 წელს ბათუმში ჩატარდება საჭადრაკო ოლიმპიადა და ამ ღონისძიებისთვის 180 ქვეყნის წარმომადგენელი გვესტუმრება.

სულ კი, წლეულს, სპორტის ყველა სახეობაზე 70 მილიონი ლარია გამოყოფილი, 10 სახეობა კი სახელმწიფო პროგრამაზე გადავიდა. ეს გადაწყვეტილება 30 დეკემბერს, მთავრობის სხდომაზე მიიღეს, რომელზეც მინისტრმა ყიფიანმა ჭადრაკის განვითარების პროგრამა წარადგინა. მისი თქმით, აქცენტი იმ სახეობებზე გაკეთდება, საიდანაც ქვეყნისთვის მცირე დროში მაქსიმალური ეფექტია მოსალოდნელი.

სამწუხაროდ, ისე ჩანს, რომ ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა წლეულსაც ვერ ამოქმედდება, შენარჩუნდა შარშანდელი დაფინანსებაც - სულ რაღაც 7 მილიონი ლარი. და ეს იმ დროს, როცა სათამაშო სახეობების ფედერაციათა უმრავლესობას ბიუჯეტი გაუზარდეს.

თვალსაჩინოებისთვის, რამდენიმე სახეობის ფედერაციის შარშანდელი და წლევანდელი ბიუჯეტების პარამეტრებს შემოგთავაზებთ:

სახეობა 2014 2015

ფეხბურთი 7 7

კალათბურთი 2,5 7

რაგბი 10,5 12,05

ჭიდაობა 2 2,5

ძიუდო 2 2,3

წყალბურთი 1,35 1,8

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Kaxa
რა უნდა მოუხერხდეს არველადზეს.?!ესაა კველაზე დიდი პრობლემაა დგეს.
nukri
აუტანლები ხარტ მიმიქარავს სააკაშვილი უკვე ხალხს მაგაზე ზალიან ეზიზგებიტ რეზო შენ და მტელი ფედერაცია ხალხ ცადიტ დროზე სანამ სერიოზულ შარში არგაგიკვიატ ტავი საზიზგრებო ტქვენ
kaxelo
ცადიტ რა დომენტი და რეზი იქნებ მარტლა ეშველოს პეხბურტს ტქვენ ტუ კარგი გინდატ პეხბურტისტვის უნდა ცახვიდეტ სასცრაპოდ ცადიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიტ
rato
სანამდე ვითმინოთ ეს დომენტიები?
rato
7 მილიონი რა ამბავია. რატო აძლევენ საერთოდ?
bacho
ფეხბურთთან შედარებით ყველს სახეობის .... მითუმეტეს ჭადრაკი რა სპორტული სახეობაა?
bacho
რა სამწუხაროა რომ ფეხბურთი საქართველოში არავის არ აინტერესებს,მათშორის დავით ყიპიანის შვილს ღმერთო ჩემო.სად ჭადრაკი და სად ფეხბურტთ.ხალხს ფეხბურთ გვინდა,გვენატრება ფეხბურთი,კითხეთ ერთი ხალხს რომელი სახეობა უნდა იყოს პრიორიტეტი და გაიგებთ მაგრამ არ გაინტერესებთ ხალხის აზრი და ნუ ცდილობთ რომ ფეხბურტი შეადზულოტ ხალხს!!!
buxuti gurgenidze saiqiodan
ჭადრაკში ამდენა ფულის ჩადება სად გაგონილა. აქ სულ სხვა "მახინაცისთან" უნდა გვქონდეს საქმე.
ზურა
გამიხარდა, ძლივს სწორი გადაწყვეტილება მიიღეს-გაუზარდეს დაფინანსება წარმატებულ სახეობებს.
papu
ან თუ არადა მუნიციპალიტეტები რომ კლუბებს ეხმარებიან ეგ ფული რა ციდან ცვივა?ეგეც ბიუჯეტის ფული არ არის?
papu
ან მაგდენს რაში აძლევენ,რაგბიში ჩადონ მეტი ფული ის ჯობია
gaga
ყიფიანი ვინ *** რო მინისტრია მამის სახელით მანიპურირებს, არც განათლება აქვს არც კაცობა სადა ფეხბურთისთვის დახმარება როდესაც ოპოზიციაში იყო. ან ივანიშვილის ამდენი ტრაბახი სადა რო აღასრულოს? ტუპოლიტიკაზეა აგებული მაშინ ეგენი ყადბები არიან და ჩვენ ხალხს არ გვაინტერესებს.
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
თამაზ თევზაძე: ამის ავტორი ფეხბურთის ფედერაციაა?
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
კურიოზი სფფ-ის ყრილობაზე: "ჯამარამ" ხომ საკმარისი ხმები მიიღო?..
ლუკა გადრანი "ალავესშია" და ფიფასგან თამაშის ნებართვას ელის
ყრილობა ფეხბურთში - სფფ-ის ახალ აღმასკომში 11 წევრი აირჩიეს
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
ქუთაისის "ტორპედო" წყალტუბოში "სამგურალთან" დამარცხდა [VIDEO]
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
მასობრივი ფეხბურთი: რეალურია თითო გუნდი და სტადიონი ყველა სოფელში?
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება