ვოლფსბურგის სამეთვალყურეო საბჭომ ჯეკოს ტრანსფერს მწვანე ერთი პირობით აუნთო

დეკემბრის მიწურულს გაუწყეთ, რომ „მანჩესტერ სიტი“ მზადაა, „ვოლფსბურგს“ ბოსნიელი გოლეადორის, ედინ ჯეკოს სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაუხადოს და რომ ინგლისელები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ჯეკო 5 იანვრამდე იყიდონ. სიახლე ჯერჯერობით მხოლოდ ისაა, რომ „ვოლფსბურგი“ ესპანურ შეკრებაზე (მარბელიაში) ედინის გარეშე გაფრინდა, მაგრამ მიზეზი იმისა, რის გამოც ბოსნიელი ესპანეთში ვერ გაფრინდა, არა „მანჩესტერ სიტიში“ ტრანსფერი ან ინგლისურ კლუბთან მოლაპარაკებები, არამედ ის არის, რომ დიდთოვლობის გამო მისი გაფრენა ვერ მოხერხდა და ჯეკო ბოსნიაში ჩარჩა. „ვოლფსბურგის“ ოფიციალური განცხადებით, ედინ ჯეკო სარაეოვოდან მარბელიასკენ გეზს დღეს აიღებს.

მიუხედავად ამისა, მაინც გაურკვეველია, დარჩება თუ არა ბოსნიელი „ვოლფსბურგში“.

ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, ფეხბურთელის მრჩეველი ირფან რეჯეპაგიჩი „სიტისთან“ კონტრაქტის უკანასკნელ დეტალებს ათანხმებს, გერმანული პრესა იმასაც იტყობინება, რომ „ვოლფსბურგის“ სამეთვალყურეო საბჭომ მენეჯერ დიტერ ჰიონესს ჯეკოს გაყიდვის ნება დართო, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი ბოსნიელი თავდამსხმელის ღირსეულ შემცვლელს იყიდის.

ამასობაში, გერმანულ და რუსულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ვოლფსბურგი“ მოსკოვის „დინამოს“ გერმანელი ფორვარდის, კევინ კურანის ყიდვას აპირებს, რაზეც მოსკოვური კლუბის შეფებმა კატეგორიული უარი განაცხადეს. „დინამოს“ პრეზიდენტ იური ისაიევის თქმით, კურანი არ იყიდება. ყოფილ შალკელს მოსკოველებთაბნ კონტრაქტი 2013 წლამდე აქვს გაფორმებული.

კლოზე რეალში?

ესპანური გაზეთი „ელ მუნდო დეპორტივო“ იტყობინება, რომ მადრიდის „რეალმა“ „ბაიერნისა“ და გერმანიის ნაკრების თავდამსხმელ მიროსლავ კლოზეს დაადგა თვალი.

„სამეფო გუნდის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო კლოზეს ტრავმირებული არგენტინელი გოლეადორის, გონსალო იგუაინის შემცვლელად მოიაზრებს. ხსენებული გამოცემის ცნობით, მოურინიომ „რეალის“ ხელმძღვანელებს ახალი თავდამსხმელის ყიდვა კატეგორიულად მოსთხოვა. იგუაინი ნოემბერში დაშავდა და ახლახანს გაირკვა, რომ ლაზარეთში ყოფნა კიდევ სამი თვის მანძილზე მოუწევს. „ელ მუნდო დეპორტივოს“ ინფორმაციით, კლოზესთან ერთად, „რეალში“ გადასვლის კანდიდატი ფრანკფურტის „აინტრახტის“ ბერძენი თავდამსხმელი თეოფანის გეკასიცაა.

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა