დე ლაურენტისი: როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს?
სერია A-ს მე-18 ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი "სტადიო სან პაოლოზე" გაიმართა, სადაც "ნაპოლიმ" "იუვენტუსს" უმასპინძლა და დამარცხდა - 1:3.

საგულისხმოა, რომ ტურინელებს ნეაპოლში ბოლოს 2000 წელს ჰქონდათ მოგებული. მატჩის შემდეგ არაერთი საინტერესო კომენტარი გაკეთდა, ყველაზე მეტს კი მარტინ კასერესის გოლზე საუბრობენ, რომელიც დარტყმის მომენტში თამაშგარეს ზღვარზე იყო და ლაინსმენს შეეძლო, რომ გოლი გაეუქმებინა...

რაფაელ ბენიტესი ("ნაპოლის" მწვრთნელი): "კარგად ვიცი, რომ "იუვენტუსი" ძლიერი გუნდია და მისი დამარცხება ურთულესი საქმეა, მაგრამ მეორე მხრივ, მსაჯები მართლაც ხშირად ცდებიან ტურინელთა სასარგებლოდ. თუ დავაკვირდებით, "იუვენტუსთან" მატჩების შემდეგ ხშირად ვამბობ, რომ ყველაფერი ხდება და მსაჯებიც ცდებიან. სიმართლე გითხრათ, აღარ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ ისევ იმავეს ვამბობ. მინდა შეგირდებს მადლობა გადავუხადო თავგანწირული თამაშისთვის, მათ თავი არ დაუზოგავთ".

მასიმილიანო ალეგრი ("იუვენტუსის" მწვრთნელი): "დავიღალე იმაზე ლაპარაკით, რომ "იუვენტუსი" თამაშებს არ ყიდულობს. როდესაც არბიტრები ჩვენ საწინააღმდეგოდ ცდებიან და ასეთი ეპიზოდები თუნდაც "სამპდორიასთან" შეხვედრაში იყო, ამას ვერავინ ამჩნევს, მაგრამ საკმარისია, ჩვენ სასარგებლოდ შეცდნენ, რომ ერთი ამბავი ტყდება. თანაც, კონკრეტულად კასერესის ეპიზოდში, ურუგვაელი მცველთან ერთ ხაზზე იყო და ცალსახად იმის მტკიცება, რომ არბიტრს გოლი არ უნდა ჩაეთვალა, არ შეიძლება.

თუ მსაჯებს ყველა შეცდომაზე გამოვეკიდეთ და საქმეს ჩამოვაშორეთ, როგორც ამას ბევრი ითხოვს, ხვალ ერთი რეფერიც აღარ დარჩება. შემდეგ მე და სენიორ დე ლაურენტისს მოგვიწევს სასტვენის აღება და მატჩების განსჯა".

აურელიო დე ლაურენტისი ("ნაპოლის" პრეზიდენტი): "დავიღალე, ასე გაგრძელება არ შეიძლება. "იუვენტუსი" ძალიან ძლიერი გუნდია და როდესაც მსაჯები ეხმარებიან, დაუმარცხებელი ხდება. მატჩს 6 არბიტრი ემსახურებოდა და ვერც ერთმა დაინახა, რომ თამაშგარე იყო - ეს ან არაკომპეტენტურობაა, ან განზრახ ქმედება. ორივე ცუდია, მაგრამ მაინც, იმედს ვიტოვებ, რომ მსაჯები შეცდნენ".

ჯუზეპე მაროტა ("იუვენტუსის" სპორტული დირექტორი): "საწყენია, რომ ისეთი განათლებული და წარმოსადეგი პიროვნება, როგორიც აურელიო დე ლაურენტისია, ასეთ აბსურდულ განცხადებას აკეთებს. ბრწყინვალე საღამო იყო, საოცარი მატჩი და არ ღირს მისთვის ჩირქის მოცხობა. იტალიაში მარცხის ღირსეულად მიღებას ცოტა ახერხებს, ყოველთვის ყველაფერი მსაჯებს ბრალდებათ. როდესაც იტალიის სუპერთასი წავაგეთ, მეტოქეს მივულოცე, "იუვეს" წარმატებები კი ახალ-ახალი სკანდალების მიზეზია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

dav
ფაქტი ისაა რომ იტალიაში კონკურენციასთან ერთად დიდი ტემპერამენტია. სასუალო რომას დროს ფრეს მსაჯების დახმარებით მიაღწია რომამ. იუვე ფრეს არ ითამაშებდა სამპდორიასთან მსაჯები რომ არ მიხმარებოდნენ სამპას და ა.შ. ასე რომ სტატიის ავტორო ინტერის ბალელშიკო პროვოკაციებს შეეშვით
modi
modi da aragino exla amas
bneli
ფორცა სამპა იცი რას ვერჩით სათაურს ნაცნობი სურათი ჯუვე და მსაჯების მიკერძოება
del piero 10
იტალიაში დათვალეს ყველა ის პენალტი და მსაჯების შეცდომები ვის სასარგებლოდაც მსაჯები ცდებბიან და იუვე 8 ადგილზე გავიდა... იუვეს წინააღმდეგ რომ ხდება მსგავსი რამე რატო ჩუმდებით?! ეს გოლი არ იყო თამაშგარე!!!
მესხი
თავი დაანებეთ იუვეს! იტალიაშიც აღიარეს რომ არ იყო თამაშგარე. იმხელა გარჩევები და მიმოხილვები იყო
გულშემატკივარი
გაიგე ბატონო "ჟურნალისტო"? :))))) თამაშს რომ არ უყურებ არ უყურებ, მაგრამ ხანდახან მიმოხილვა უნდა ნახო, თორემ ასე მონაჭორზე სტატიის დაწერა შორს ვერ წაგიყვანს. გეყოლება ეხლა ბატონო "ჟურნალისტო" ვინმე რომას, ინტერის, ნაპოლის ან ვინმე მსგავსი გუნდების ფანი მეგობარი, რომელიც ამ "სიმართლეს" მოგიყვებოდა (ან შეიძლება შენ ხარ მსგავსი გუნდის ფანი) და შენც ადექი და "გააშვანშვალე" ცხელ-ცხელი სტატია. არაფერი გეშველებათ მიკერძოებულო "ჟურნალისტებო"
ფორცა სამპა
და ჟურნალისტი რა შუაშია? - ამ სტატიაში ის კომენტარებია, რომლებიც მწვრთნელებმა და პრეზიდენტებმა თქვეს. ჟურნალისტს არც ერთი თავისი მოსაზრება არ დაუფიქსირებია. სათაური კიდე ლოგიკურია - ნაცნობი თემაა იუვე და მსაჯები, რაც იმას რ ნიშნავს რომ იუვეს ეხმარებიან - უბრალოდ ეს თემა მართლა აქტუალურია და ბევრს ლკაპარაკობენ
ვაი ჟურნალისტი ლაშა
თამაშისთვის თუ არ გიყურებია მიმოხილვას მაინც უყურე, კასერესი არ ყოფილა აფსაიდში,https://www.youtube.com/watch?v=Gk8Ifn3DLPI ეს მიმოხილვა ნახე და მერე ილაპარაკე მსაჯების მიკერძოებაზე, ნახე ვინ იყო აქ მსაჯი და წელს ანალოგიურ თამაშზე ვინ იყო
გულშემატკივარი italy-ს
უბრალოდ არაკორექტულია ასეთი მიდგომა, მე ახლა ლინკს მოგცემთ ბატონო "ჟურნალისტო", რომელი საიტის ლინკია თვითონ მიხვდები, ოღონდ ლინკები არ დაბლოკოთ და მაშინ კი მიხვდებით როგორაც გაბანძდებით, ეს სტატისტიკაზე ლინკია პენალტების სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ დანიშვნაზე. http://www.sportall.ge/fexburti/uckhouri-fekhburthi/italia/70520-turinis-qiuventusiq-da-penaltebi-stereotipebi-vs-faqtebi.html?add=1 თუ ლინკს არ დადებთ მაშინ ნახეთ 2014 წლის 14 ოქტომბრის სტატიებში "ტურინის "იუვენტუსი" და პენალტები - სტერეოტიპები VS ფაქტები". ასევე ცოტას რომაზეც ვიტყვი, უნამუსო ტოტის განცხადების საპასუხოდ მინდა იუთუბის ლინკიც გაჩვენოთ, რომელშიც ეს უნამუსო ადამიანი, ანუ ტოტი პენალტს იტანს იუვეს კარში და პენალტი კი რაზეა დანიშნული თავად ნახავთ და შარშანდელი 5 ოქტომბრის შეხვედრასთან მსგავსებასაც ნახავთ, ოღონდ საპირისპირო გუნდის შესრულებით https://www.youtube.com/watch?v=3IVOhSdsENw თუ ლინკებს დაბლოკავთ ნახეთ იუთუბზე იუვე რომას 2010 წლის 14 ნოემბრის თამაშის მიმოხილვა, 1-1 დამთავრდა და რომ შეადარებთ ნახავთ, რომ ტოტიც და მისი თანაგუნდელებიც ვინც 2014 წლის 5 ოქტომბერს დანიშნულ პენალტებს საეჭვოდ მიიჩნევს რამდენად უნამუსოა. ასევე გთხოვთ მიპასუხოთ მსაჯმა 6 წუთი რატომ დაამატა?
bneli
მოდი რადგან მაგ სატატიკას დებ 10 ჯერ მეტად ცდებიანო მოდი ახლა გნვლილი მატჩები ერთად განვიხილით და ჯუვესი დავთVაოთ რამდენჯერ შეცდა მსაჯი იუვეს სასარგბლოდ და მერე დავთVალოთ რამდენჯერ გინდა რომას ან ნაპოლის გინდა?
italy
იუვეს სასარგებლოდ 10-ჯერ მეტად ცდებიან მსაჯები ვიდრე მის საწინააღმდეგოდ,ეს ხომ ფაქტია,თუნდაც რომასთან მატჩი კმარა ამის არგუმენტად.
გულშემატკივარი
მიკერძოებული ჟურნალისტი კი არა ბნელი ჟურნალისტიხარ ბატონო ლაშა. ისე ჟურნალისტს ვერ დაგარქმევდი, უბრალოდ ჭორიკანა ხარ და მეტი არაფერი. იუვეს საწინააღმდეგოდ რომ სცდებიან მსაჯები მაშინ ასეა საჭირო და სასარგებლოდ კი აღმაშფოთებელია. აბა ერთი თქვას დე ლაურენტისმა რამდენი პენალტი დაუდეს ნაპოლის სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ და რამდენი იუვეს სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ ბოლო 4-5 წლის მანძილზე? კასერესის გოლის მომენტში თვითონ კასერესი არ იყო თამაშგარეში, ამიტომ ბოდიში მაგრამ...... ასევე იუვე იგებდა 1-2-ს და ამ დროს მსაჯი ამატებს ძირითად დროს 6 წუთს, რატომ ხომ ვერ მეტყვით ბატონო "ჟურნალისტო"? იმიტომ ხომ არა, რომ ნაპოლის გათანაბრება შესძლებოდა? მაგრამ ესეც არ გამოუვიდათ, მოკლედ არ ვიცი ეს სტატია ვისი დაწერილია, მაგრამ აშკარად მოკერძოებულია, მეტი არაფერი....
bneli
და კიდე აქაც ღნიშნა ალეგრიმ სამდორიასთან რომ შეცდენ მსაჯები რატო არავინ ამოიღო ხმა რადგან ჯუვეს სასარგებლოდ "შეცდენ" ვსიო ეს არი დაღუპეს ფეხბურთი
bneli
და მიკერძოება სტატისს ავტორისგან სათაურში.. ისე ცნობისთვის კასერესი არ იყო ოფსაიდში პასი მომენტში და კიდევ ჟურნალისტი ხარ და არ შეიძლება ესე მიკორძეობით წერო
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ჯუზეპე მაროტამ დაადასტურა - ლეონარდო ბონუჩის დაბრუნება გვსურს!
"მილანი" მზადაა ლეაოს დაემშვიდობოს
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
დე ლაურენტისს ფულით ვერ მოთაფლავთ - აურელიომ პრინციპულობა კიდევ ერთხელ გამოაჩინა
ტურინის "იუვენტუსი" გაძლიერებას არ გეგმავს
დე ლაურენტისს კონტე ძალიან მოსწონს - ხელფასის გაზრდასა და ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
ალეგრი "რეალის" მწვრთნელად დანიშვნის შემთხვევაში თან ორი ფეხბურთელის გადაყვანას მოითხოვს
მესი "ინტერში" უტოპიაა - ამბობს "ნერაძურის" გენერალური დირექტორი
მოიესს კიდევ ერთი შანსი მისცეს - ბენიტესი მოლოდინის რეჟიმშია
მიმდინარე სეზონში მეორედ - ალეგრი სერია A-ს ნოემბრის თვეში საუკეთესოდ ცნეს
მასიმილიანო ალეგრი "იუვენტუსში" 2020 წლამდე დარჩა
კვარაცხელიას ბენიტესი გაწვრთნის? - იტალიური პრესა ესპანელის "ნაპოლიში" შესაძლო დაბრუნებაზე წერს
მაროტამ "იუვენტუსი" დატოვა და "ინტერში" აპირებს გადასვლას
მაროტა: დიბალას ძალით ვერ დავაკავებთ
1000 ქულიანთა კლუბში - გასპერინიზე წინ მხოლოდ ორი მწვრთნელია
რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
მოულოდნელი ვარიანტი - იტალიის ნაკრებს რაფაელ ბენიტესიც დაუკავშირეს
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
"მთხოვა, ეს მეორედ აღარ მეთქვა" - ბენიტესმა სპალეტისა და "ნაპოლიზე" ისაუბრა
დე ლაურენტისი: კონტეში ეჭვი გეპარებოდათ?
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
[VIDEO] დე ლაურენტისის ვაჟი პოლიციამ იხსნა - ლუიჯის საკუთარი კლუბის გულშემატკივრები განურისხდნენ
ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი ისტორიაში - ბენიტესმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
32 მილიონად ნაყიდს 80 მილიონად გაყიდის - დე ლაურენტისმა შეიძლება მაკტომინეის ტრანსფერით გვარიანად იხეიროს