ჩვენებური საკვალიფიკაციო ეტაპიდან აიღებს სტარტს და ძირითად ბადეში მოსახვედრად სამი წრე უნდა გაიაროს
საქართველოს ჩოგბურთელ ვაჟთა ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილი ამჟამად მწვანე კონტინენტზე იმყოფება და დღეს სეზონის პირველი დიდი ტურნირის - ავსტრალიის ღია პირველობაში ჩაებმება.

ჩვენებური საკვალიფიკაციო ეტაპიდან აიღებს სტარტს და ძირითად ბადეში მოსახვედრად სამი წრე უნდა გაიაროს. პირველ წრეში 32-ე ნომრად განთესილ ხორვატ მატე დელიჩს დაუპირისპირდება.

მისი მეტოქე მსოფლიო რეიტინგით 153-ეა. 22 წლის ბასილაშვილმა ამას წინათ ყატარის დედაქალაქ დოჰაში პროფესიონალ ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე სამი ორთაბრძოლა მოიგო.

ძირითადში რუს მიხაილ იუჟნის აჯობა და სარეიტინგო მაჩვენებლებიც საგრძნობლად გაიუმჯობესა - ახლა ჩვენებური 325 ქულით 157-ე ადგილზეა. ასე რომ, ხორვატი დელიჩი ბასილაშვილს მხოლოდ ოთხი საფეხურით უსწრებს. ქართველი ჩოგბურთელი, წარმატების შემთხვევაში, მეორე წრეში იტალიელ რობერტო მარკორას (232-ე) და ამერიკელ ჩეიზ ბუჩანანის (179-ე) წყვილში გამარჯვებულთან გაარკვევს ურთიერთობას.

ATP-ის განახლებული რეიტინგით, მსოფლიოს კლასიფიკაციაში, ბასილაშვილის გარდა, ხუთი ქართველია: 542 (540). ალექსანდრე მეტრეველი (59), 866 (865). გიორგი ცივაძე (18), 1222 (1223).

გიორგი ჯავახიშვილი (6), 1418 (1421). ალექსანდრე ბაკში (3), 1725 (1726). ირაკლი მეტრეველი (1).

ქართველ ქალთაგან ეკატერინე გორგოძე და სოფიო ქვაცაბაია ანტალიის 10.000-იან საერთაშორისო ტურნირში მოსინჯავენ ძალებს. გორგოძე მე-2 ნომრადაა განთესილი და სტარტზე მასპინძელ აილა აქშუს დაუპირისპირდება. ასპარეზობის მე-4 ნომერ ქვაცაბაიას პირველ წრეში რუსი ვალენტინა კულიკოვა გაუწევს მეტოქეობას.

წყვილებში ქართველი ჩოგბურთელები ტურნირის რეიტინგფავორიტები არიან. სტარტზე მეტოქე არ ჰყავდათ, ამიტომ შეჯიბრებაში მეოთხედფინალიდან ჩაებმებიან - ქრისტინა შმედლოვა, პეტრა უბრალოვას (ორივე - სლოვაკეთი) და ნიკა კუხარჩუკი (რუსეთი), ანასტასია სმირნოვას (ბელგია) დუეტებს შორის უძლიერესს შეხვდებიან.

ქართველ მანდილოსანთა განახლებული სარეიტინგო მონაგარი ასეთია:

ერთეულები: 218 (218). სოფიო შაფათავა (228), 327 (327). ეკატერინე გორგოძე (106), 424 (426). სოფიო ქვაცაბაია (68), 530 (528). ოქსანა კლაშნიკოვა (45), 697 (699). მარიამ ბოლქვაძე (245), 879 (880). მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი (13), 1109 (1110). თამარ კუტუბიძე (5), 1202 (1204). თამარ ჭალაგანიძე (3).

წყვილები. 70 (79). კალაშნიკოვა (1125), 188 (185). შაფათავა (315), 274 (270). გორგოძე (195), 388 (386). ქვაცაბაია (112), 937 (935). ბოლქვაძე (16), 1252 (1251). ჭალაგანიძე (7).

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის