სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა ბრიფინგი გამართა
2015 წლის 5 იანვრის მთავრობის დადგენილებით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დებულებაში ცვლილებები შევიდა.

სამინისტროს საქმიანობის გაანალიზების შემდეგ გადაწყდა, რომ უფრო ეფექტურად მუშაობისა და ახალი გამოწვევების დასაძლევად საჭირო იყო რეორგანიზაციის ჩატარება.

სამინისტროში ჩამოყალიბდა საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტი, რომლის ფუნქციებში შედის სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულება.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა ბრიფინგი გამართა, სადაც სხვა საჭირბოროტო საკითხებზეც ისაუბრა.

"ჩვენს სამინისტროში საკმაოდ მნიშვნელოვანი რეორგანიზაცია განხორციელდა და მინდა ამის შესახებ საზოგადოებას უფრო დეტალურად ვუამბო. ორწლიანი მუშაობის ანალიზის შემდეგ ვნახეთ, სად გვაქვს ხარვეზი და რისი გაკეთებაა საჭირო, რომ სამინისტროს საქმიანობა გახდეს უფრო ეფექტური. ეს ყოველივე გამოიწვია ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულებით აღებულმა ვალდებულებებმა, პოლიტიკური დოკუმენტის შექმნისა და საზოგადოებაში იმპლემენტაციის აუცილებლობამ.

შეიქმნა საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტი, რომელიც აქამდე სამმართველო იყო. ასევე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტებს დაემატა ანალიტიკური სამმართველოები. რომლებიც, ჩვენი თვალთახედვით, ამ დეპარტამენტების საქმიანობას ბევრად ეფექტურს გახდის.

ამასთან ერთად, ოთხი მოადგილის ნაცვლად, დარჩება სამი. სპორტის მიმართულებას, რომელსაც თამაზ თევზაძე ხელმძღვანელობდა, პირველი მოადგილე შეითავსებს...

უწინარესად, მინდა მადლობა გადავუხადო თამაზ თევზაძეს გაწეული სამუშაოსთვის. აზრთა სხვადასხვაობა ყველგან არსებობს. მნიშვნელოვანია, ეს პროცესი დაძაბულ ფაზაში არ გადავიდეს.

მშვიდობიანად დავშორდით და ეს ხელს შეუწყობს მას განვითარებასა და სამინისტროს ეფექტურ საქმიანობაში....

პოლემიკაში თამაზ თევზაძესთან ვერ შევალ. ვერც იმ მოსაზრებას დავეთანხმები, რომ ის იყო სამინისტროს სახე. ასეთი რამ არ არსებობს. სამინისტროს სახეა ყველა მისი თანამშრომელი და არა ერთი ვინმე პიროვნება.

კონკრეტული ადამიანების თანამდებობებზე წასვლა-მოსვლა ტრაგედია არ არის. ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ ორგანიზაციამ ეფექტურად იმუშაოს. ვაკანტურ ადგილებზე მალე კონკურსი გამოცხადდება და სამინისტროში საქმის მცოდნე და მაღალი კვალიფიკაციის ადამიანებს მივიღებთ სამსახურში...

სამინისტროს საქმიანობაზე პასუხს მინისტრი აგებს. ამიტომ გპირდებით, რომ სამინისტროს საქმიანობა მომავალში უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე აქამდე იყო...

ჭადრაკისთვის 38,5 მილიონი ოთხი წლის განმავლობაში გამოვყავით. ეს არის ძალიან კარგი პროექტი, რომლის მსგავსიც საქართველოში არ განხორციელებულა. 2018 წელს ბათუმს 180 ქვეყნის წარმომადგენელი ეწვევა. ეს ერთიორად გაზრდის ჩვენი ქვეყნის ცნობადობას. ინფრასტრუქტურული პროექტების გარდა, მარტო წლეულს ოცამდე ტურნირი უნდა ჩატარდეს. ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ჩვენი მოჭადრაკეების დონემ აიწიოს და ბათუმის საჭადრაკო ოლიმპიადაზე წარმატებით გამოვიდეთ.

დაფინანსება გაეზარდა თითქმის ყველა ფედერაციას, მათ შორის, კალათბურთის ფედერაციასაც. ეს თანხა გამოიყო კლუბების მხარდასაჭერად გარდამავალ ეტაპზე. 2016 წლიდან კი ვფიქრობთ სახელმწიფო პროგრამის ამოქმედებას, რაც კალათბურთის განვითარებას ხელს შეუწყობს.

ფეხბურთის თემა ჩემთვის უცხო არ არის. ვფიქრობ, ქართული ფეხბურთის ხელმძღვანელობაში ახალი, ჯანსაღი ძალები უნდა მოვიდნენ, რომლებიც ფეხბურთის განვითარებაზე იზრუნებენ. ამასთან ერთად, საჭიროა ფედერაციის დებულების გადახედვა და ისევე, როგორც სხვა სახეობების ფედერაციების დებულებების, თანამედროვე კანონმდებლობასთან თანხვედრაში მოყვანა.

იმედი მაქვს, რომ ფეხბურთის ფედერაციაში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება, სადაც იქნება კონცეპტუალური აზრების ჭიდილი და არა პიროვნული დაპირისპირება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
თამაზ თევზაძე: ამის ავტორი ფეხბურთის ფედერაციაა?
კურიოზი სფფ-ის ყრილობაზე: "ჯამარამ" ხომ საკმარისი ხმები მიიღო?..
ლუკა გადრანი "ალავესშია" და ფიფასგან თამაშის ნებართვას ელის
ყრილობა ფეხბურთში - სფფ-ის ახალ აღმასკომში 11 წევრი აირჩიეს
ქუთაისის "ტორპედო" წყალტუბოში "სამგურალთან" დამარცხდა [VIDEO]
მასობრივი ფეხბურთი: რეალურია თითო გუნდი და სტადიონი ყველა სოფელში?