გერმანული ბუნდესლიგის ნახევარფინალში ორი "ქართული კლუბი" იჭიდავებს - "მაინცი" და "ნენდინგენი"
გერმანული ბუნდესლიგის ნახევარფინალში ორი "ქართული კლუბი" იჭიდავებს - "მაინცი" და "ნენდინგენი".

ბედის ირონიით, ისინიც ერთმანეთს შეხვდებიან. სამაგიეროდ, გათამაშებას გამოეთიშა ბუნდესლიგის ყველაზე "ქართული" კლუბი - "კსვ აალენ-05".

"მაინცმა" განმეორებით პაექრობაშიც დაამარცხა "აბელჰაუზენი". ამჯერად სტუმრად მოუგო - 14:10.

გამარჯვებულებში ქართველთაგან მხოლოდ ელიზბარ ოდიკაძემ იჭიდავა, იმანაც - მძიმე წონაში და დამარცხდა - ამერიკელ ტრევილ დლაგნევთან 0:7 წააგო, თუმცა ამ დროს შეხვედრის ბედი გადაწყვეტილი იყო. მაინცელთა შორის ამჯერად არ უჭიდავია მოჭიდავე-მწვრთნელ დავით ბიჩინაშვილს.

"ლუკენვალდერთან" მეორე შეხვედრაშიც იმარჯვა "ნენდინგენმა", ოღონდ ამჯერად შინ მიიღო და პირველზე უფრო გამანადგურებელი ანგარიშით - 24:1 აჯობა. მასპინძელთა შორის იჭიდავა მათი მძიმე წონის ლიდერმა გიორგი საკანდელიძემ და წარმატებითაც - გერმანელ ნიკ მატუჰინს 4:1 აჯობა. თუმცა პაექრობა გერმანელის უპირატესობით დაიწყო და მესამე წუთის დასაწყისში მატუჰინმა 1 ქულა მიითვალა.

ჩვენებურს ვითარების გამოსასწორებლად სულ რაღაც 23 წამი დასჭირდა, როცა 2-ქულიანით 2:1-ით დაწინაურდა და პირველი პერიოდი ასეც მოიგო.

"აალენმა" მეორე შეხვედრაც დათმო "კოლერბახთან", ამჯერად - სტუმრად, 12:19. აალენელთა შორის ქართველთაგან მხოლოდ ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა იასპარეზა და მოიგო.

შეგახსენებთ, რომ წინა ტურში მწვრთნელებმა ის მისთვის ფრიად უჩვეულოდ მაღლა - 66 კილოგრამში დააყენეს, ახლა კი 61-ში აჭიდავეს, სადაც ჩვენებურმა შავი დღე აყარა რუმინელ ანდრეი დუკოვს - 9:0 აჯობა.

ხინჩეგაშვილმა განსაკუთრებით ძლიერად პირველი პერიოდი ჩაატარა, რომელიც 6:0 მოიგო. წაგებულთა შორის ამჯერად არ უჭიდავიათ ლევან მეტრეველს ესპანეთიდან და ემზარ ბედინეიშვილს.

მეოთხედფინალის მეოთხე წყვილში "მომბერ-კონინგშოფენმა" შინ 7:6 კი მოუგო "გერმანია ვაინგარტენს", მაგრამ ვინაიდან პირველი 7:12 ჰქონდა წაგებული, ნახევარფინალში მაინც "გერმანია-ვაინგარტენი" გავიდა.

ნახევარფინალური ეტაპის პირველი შეხვედრები 17 იანვარს ჩატარდება, განმეორებითები კი ერთ კვირაში, 24-ში გაიმართება. მისი წყვილები ასეთია: "მაინცი"-"ნენდინგენი", "გერმანია-ვაინგარტენი" - "კოლერბახი".

კიდევ ვიმეორებთ - პროგნოზები უმადური საქმეა, მაგრამ ჩვენთვის საინტერესო წყვილთან დაკავშირებით ამას მაინც გავბედავთ, თუმცა ცოტა ძნელი საქმეა. "მაინცმა" ჩრდილოეთ ბუნდესლიგის ჯგუფური ეტაპი მეორე ადგილზე დაასრულა, "ნენდინგენმა" კი სამხრეთში გაიმარჯვა.

ამდენად, ისინი დაახლოებით თანაბარი ძალისანი არიან, მაგრამ წინასწარ ეტაპებზე "ნენდინგენი" მაინც უფრო სტაბილურად ჭიდაობდა. შემადგენლობაც ოდნავ უფრო ძლიერი ჰყავს და, ალბათ, ცოტა მეტ უპირატესობას მას მივანიჭებთ, თუმცა უშანსოდ არც "მაინცია".

დიდი შანსია, მძიმე წონის ნახევარფინალში ქართველებმა იჭიდავონ - გააჩნია, მაინცელები ოდიკაძეს სად დააყენებენ, მისთვის ჩვეულ 98-ში თუ მძიმეში; საკანდელიძე კი ისედაც ამ წონის ფალავანია.

თუმცა, როგორც უნდა დამთავრდეს ეს შეხვედრა, ვინც უნდა მოიგოს ამ პაექრობაში, ბუნდესლიგის ფინალი ქართველთა მონაწილეობის გარეშე არ ჩაივლის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] დვალიშვილი სეხუდოსთან 35 წამში დამარცხდა
[VIDEO] ნუთუ ილიასთან ბრძოლაზე ფიქრობდა? - ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა
[VIDEO] დიდებული მერაბ დვალიშვილი! - ქართველმა საოცარი ბრძოლა შემოატრიალა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] კვარაცხელიამ "ლე მანს" გაუტანა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-3 ტორპედო. ...იცის ფეხბურთის თამაში, მაგრამ არ იცის მთავარი...
"ლე მანთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"მეხსიერებას მოუხმეთ, ხვიჩა გასულ სეზონში არაჩვეულებრივი იყო" - კანავაროს აზრით, "ოქროს ბურთი" კვარაცხელიამ უნდა მოიგოს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
არსენ ვენგერი შესაძლოა, FIFA-ს პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს
"სათანადო ყურადღებას არ აქცევენ და არ ვიცი რატომ" - დავიდ სილვამ "ოქროს ბურთზე" თავისი ფავორიტი დაასახელა
თურქეთის ნაკრები შესაძლოა, არდა თურანს ჩააბარონ
[VIDEO] როდესაც პრესკონფერენციაზე ცოლი გირეკავს - ნავასის სახალისო შემთხვევა ჟურნალისტებთან შეხვედრისას
მოლდოვა 1:0 საქართველო
ქვილითაია შეცვლაზე და "ჰოლშტაინის" მარცხი "აინტრახტთან"
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმი" "კაიზერსლაუტერნს" ფრედ ეთამაშა
ხვიჩასავით ტოპ-კლუბში? - მაკტომინეი შეიძლება "ნაპოლიდან" გრანდში გადავიდეს
ლუის ენრიკე: "კვარა" ძალიან მაღალი დონისაა - ფეხბურთელები მანქანები არ არიან
[VIDEO] კარიერაში პირველად - ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია!!!
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
ოლისე "ბაიერნს" მხოლოდ ერთი გუნდის გამო დატოვებს
დარმიანი "ბოლონიას" ფეხბურთელი გახდა
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
ქართველი მოჭიდავეები გერმანიაში: ზვიად მეტრეველი ბუნდესლიგაში გამოირჩევა
გიორგი საკანდელიძემ და ელიზბარ ოდიკაძემ ინდოეთის საკლუბო ლიგა მოიგეს
ბოლო წამების სინდრომი - ოდიკაძე ბოლო წამებზე დამარცხდა [VIDEO]
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF-ში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა
ოდიკაძემ კრასნოიარსკში მედალი მოიპოვა
ქართველები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში! [VIDEO]
ხინჩეგაშვილის შემდეგ პეტრიაშვილიც - გენო ჭიდაობას უბრუნდება
ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ნამდვილი საჭიდაო შოუ ინდოეთის ლიგაში [VIDEO]
თავისუფალი ჭიდაობა: ვლადიმერ ხინჩეგაშვილის სომხური ტრიუმფი
SPORTALL - გადაცემის სტუმარია თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძე [VIDEO]
იაკობიშვილის ოქრო და ბუჯიაშვილისა და გამყრელიძის ბრინჯაო ევროპირველობაზე [VIDEO]
ქართველები ბუნდესლიგაში: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გერმანიაში იგებს
ქართველების ოდისეა ბუნდესლიგაში - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი აქაც წარმატებულია
დავით ხუციშვილის კარიერას არაფერი ემუქრება
"ევროპის ერთა თასი 2015": ქართველი მოჭიდავეების ბრინჯაო მოსკოვიდან
მოჭიდავე, რომელსაც თვალებში ცეცხლი უნთია! - მახოვი გენო პეტრიაშვილს ეძებს
ინდოეთის პროფესიულ საკლუბო ლიგაში ქართველები კვლავაც იჭიდავებენ
ქართველმა "თავისუფლებმა" კუნაევის ხსოვნის ტურნირში 2-2 ოქრო-ვერცხლი მოიპოვეს
ჭიდაობა. ბუნდესლიგა: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ბუნდესლიგის ჩემპიონი?
კიდევ ერთი მედლის შანსი - ოდიკაძე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს
[VIDEO] ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF-ში პირველი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
ისევ სპორტში - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ხალიჩას უბრუნდება
"ყველაზე უადგილო მომენტი და ყველაფერი დასრულებულია..." - სამწუხაროდ, ოლიმპიადას მოქმედი ჩემპიონი გამოტოვებს...