მონაწილეები ჩილედან არგენტინაში დაბრუნდნენ
დასასრულს უახლოვდება რალი-რეიდი "დაკარი 2015". იქ გაიმართა მეათე ეტაპი, რომლის შემდეგაც მოტომრბოლელებისა და ავტომობილების კლასში გენერალური კლასიფიკაციის ლიდერებმა გაზარდეს უპირატესობა უახლოეს მდევრებთან.

მეათე ეტაპზე "დაკარის" მონაწილეები ჩილედან არგენტინაში დაბრუნდნენ. მათ 371 კილომეტრის გავლა უწევდათ. პირობები რთული იყო - წვიმდა და თან პილოტები ზღვის დონიდან 3600 მეტრზე მოძრაობდნენ.

მოტოციკლების კლასში გენერალურ კლასიფიკაციაში ლიდერობა გაიმყარა ესპანელმა მარკ კომამ. ის მეორე მივიდა ფინიშთან თანამემამულე ხუან ბარედოს შემდეგ. ამან "დაკარის" ოთხგზის ჩემპიონ კომას საშუალება მისცა, 7.35 წუთამდე გაეზარდა საერთო ჩათვლაში უპირატესობა უახლოეს მდევართან, პორტუგალიელ პაულო გონკალვეშთან. თუმცა ეს დიდი სხვაობა არ არის და პორტუგალიელი ეცდება დარჩენილ ეტაპებზე სიტუაციის გამოსწორებას.

ავტომობილების კლასში კი, პრაქტიკულად, ყველაფერი გარკვეულია. მეოთხე ეტაპი მოიგო წლევანდელ "დაკარზე" ნასერ ალ-ატიიამ - მან წუთნახევარზე მეტით გაუსწრო ორლანდო ტერანოვას და კიდევ უფრო დაშორდა გენერალურ კლასიფიკაციაში მთავარ კონკურენტებს - ჟინიელ დე ვილიერსსა და იაზიდ აო-რაჯის. რთული წარმოსადგენია, რომ ყატარელმა ალ-ატიიამ დაკარგოს "დაკარზე" კარიერაში მეორე გამარჯვება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
პირველი ქართული გუნდი Nascar-ის სერიაში - დათა ქაჯაიამ დეტალებზე ისაუბრა
ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"