გუნდის მწვრთნელი გიორგი აბზიანიძე: "ასეთი პირობები საქართველოს უმაღლესი ლიგის ბევრ გუნდშიც კი სანატრელია"
ფოტოზე: "ლოკომოტივ გრუზია". ზედა რიგში მარცხნიდან პირველი გიორგი აბზიანიძე

კიევში ოლეგ მაკაროვის ტრადიციული მემორიალი ტარდება. მთავარი პრიზისთვის 23 გუნდი იბრძვის - კიევის "დინამოს" I ლიგის გუნდი, "შახტარის" ასაკობრივი გუნდი, უკრაინის თავისუფალი აგენტების ნაკრები (რომლის მიზანიც ამ ფეხბურთელებით გუნდების დაინტერესებაა) და ასე შემდეგ.

საინტერესოა, რომ B ჯგუფში თამაშობს "ლოკომოტივ გრუზია", რომელმაც უკვე სამი შეხვედრა გამართა: პირველი "ჩერნიგოვთან" 1:1 დაასრულა (გოლი კოშაძემ გაიტანა); მეორე ტურში ჩერკასკის "ლეგიასთან" 0:2 დამარცხდა, ხოლო შემდეგ კიევის საფეხბურთო სკოლას 2:0 მოუგო (გოლები: გაფრინდაშვილი, ტვილდიანი).

6-გუნდიან ჯგუფში "ლოკომოტივი-საქართველო" მე-3 ადგილზეა.

როგორც შევიტყვეთ, ამ გუნდის მწვრთნელი ახალგაზრდა ქართველი კაცი, 31 წლის გიორგი აბზიანიძეა. მას უკრაინაში დავუკავშირდით:

"საქართველოში სპორტის აკადემიაში ვსწავლობდი. მერე სწავლა გერმანიაში, ლაიპციგის უნივერსიტეტის სპორტის ფაკულტეტზე გავაგრძელე. იქიდან 2006 წელს სტაჟირებაზე უკრაინაში გამგზავნეს და ჯერ კიევის პერსონალის მართვის უნივერსიტეტის ასპირანტურა დავამთავრე, ხოლო შემდეგ - კიევის სპორტის ნაციონალური უნივერსიტეტი. ასე შემოვრჩი უკრაინას და საფეხბურთო მენეჯერობას მივყავი ხელი.

ეს სფერო მაინტერესებდა. ინტერესი იმანაც გამიღვივა, რომ უკრაინაში უამრავი ქართველი ახალგაზრდა ჩამოდიოდა, რომელთაც, ნიჭის მიუხედავად, თავის დამკვიდრება უჭირდათ. შევეცადე, მათთვის ხელი შემეწყო და გუნდებში დამესაქმებინა. საბოლოოდ, მივხვდი, რომ საუკეთესო გამოსავალი უკრაინულ-ქართული გუნდის ჩამოყალიბება იქნებოდა.

ჩემი მეგობარი კიევის "ლოკომოტივის" მწვრთნელია. გუნდი კიევის ჩემპიონატის მონაწილეა. "ლოკომოტივს" კიევის ცენტრში საკმაოდ კარგი ბაზა აქვს და შევთანხმდით, რომ გუნდს ახალგაზრდა ფეხბურთელებით დავაკომპლექტებდით, მათ შორის კი, ბევრი ქართველი იქნებოდა", - ამბობს აბზიანიძე.

მისივე თქმით, მაკაროვის მემორიალზე "ლოკომოტივ გრუზიას" სახელით სწორედ ეს გუნდი მონაწილეობს:

"ერთი წელია, რაც გუნდი უკრაინულ-ქართულია. ჩვენთან 12 ქართველი თამაშობს. ორი მათგანი 17-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელია: გიორგი ქობულაძე და თორნიკე გაფრინდაშვილი;

ჩამოვიდა პირველი ლიგის "ზოოვეტის" თავდამსხმელი გოჩა ტვილდიანი და "ლოკომოტივის" გაზრდილი გერასიმე რეზესიძე. ჩვენთანაა 1997 წელს დაბადებული ლევან მაჭარაშვილი, რომელიც 5 წელია, უკრაინაში თამაშობს".

ამ გუნდის წევრია გიორგი დევდარიანის 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების ყოფილი მარცხენაფლანგელი ლევან კოშაძეც. აბზიანიძე მის პერსპექტივაზეც გველაპარაკა:

ფოტოზე: ლევან კოშაძე და გიორგი აბზიანიძე

"მეორე ლიგაში ლეგიონერის თამაში ძნელია. ლევანი უკრაინაში ერთი წლის წინ ჩამოვიდა და კონტრაქტი პასპორტის გამო ვერ გააფორმა. მხოლოდ ამიტომ დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა და უკრაინის პასპორტი აიღო.

სხვათა შორის, ის ტურნირზე ისე მოეწონათ, უკრაინის ახალგაზრდული ნაკრები დაინტერესდა, II ლიგის ლიდერ ჩერკასკის "დნიპროში" კი უკვე მიიწვიეს.

აქ დიდი ხელფასები არაა, 1000 დოლარამდე თუ იხდიან და პრემიას დაუნიშნავენ. სამწუხარო ისაა, რომ საქართველოში ასეთი პირობები უმაღლესი ლიგის ბევრ გუნდშიც კი სანატრელია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

lali
ყოჩაღ გიო ძალიან მახარებს შენი წარმატებები შენ ხარ მართლა პატრიოტი.ქართულ საქმეს აკეთბ ისე როგორც შეგიძლია.მიბაძეთ მეგობრებო კრიტიკა(დაცინვა) ადვილია საქმის კეთებაა ძნელი.
gio-ს
შენს პატრონს არავინ ეხება და თავი შეიკავე,ან არადა დაიბლოკები საკუთარ პატრონთან ერთად...................
Giorgi
https://www.youtube.com/watch?v=ySZVb7f99rA ლევან კოშადეს გოლები
Mishiko 1983
ეს უფრო გავს აფრიკულ გუნდი ამ გუნდს 4-5 არიან ზანგები ... ვინ უყვართ ისინი უი ამის პატრინს ... ეს ხალხი აპატიურებენ გოგონებს მსოპლიოში და ასე გიყვართ რა კარგია რომ ეს ხალხი აგაპატიურეს თქვენი მეგობრები ან ახლობლები რა მერე გიგვირთ რომ შედიან საქართველოში რა ქარგია რომ საქართველო ინგრევა ბოლომდე ... მე სხვაგან დავიბადე და ვიცი ამათ პიკრი რა არის ... საქართველოს შოცდომა ეს უცხოელები რომ ბორდელები ქართულ მიწაში აქეტებენ ...
gio
VAI TQVENS PATRONS ADAMIANI KETIL SAQMES AKETEBS TQVEN KI DACINVIS METI RA SHEGIDZLIAT
g
10 კაცა გუნდიაა?
oeoe
ჩაცუცქული "შავი"ბიჭი ვინაა? საომრად წასული მამულაშვილი ხომ არაა?
mamulo
რა "გრუსია".ამოიგდეთ თავიდან ეს რუსული სახელი."ჯორჯია" ან "საქართველო".როდის მოხვალღ აზრზე?"გრუზინო"- მწვრთნელო.
კვერნაძე ნაადრევად შეცვალეს - "ფროზინონე" "კატანძაროს" ფრედ ეთამაშა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" "ჰერტასთან" დამარცხდა
[VIDEO] მატჩის გმირმა გულიაშვილმა "რასინგის" ქომაგებს ესპანურად მიმართა
კვერნაძე ნაადრევად შეცვალეს - "ფროზინონე" "კატანძაროს" ფრედ ეთამაშა
[VIDEOS] ბობონოვი ვაზარით კიმი კი იპონით დაამარცხა - ბექაური ტაშკენტის გრანდ სლემის ფინალში იჭიდავებს!
გამოტოვებს თუ არა მბაპე "სიტისთან" მატჩს? - Cadena Ser-ი ინფორმაციას ავრცელებს
ჯესი ლინგარდი კარიერას ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძელებს
"მადლობელი ვარ სამწვრთნელო შტაბის, რომ ასეთ მატჩში თამაშის შანსი მომცა" - ალექსანდრე მერკვილაძე
"მინდა ფეხბურთელებმა თავდაჯერება დაიბრუნონ" - ლუის ენრიკე "ჰავრთან" მატჩის შემდეგ
[VIDEO] მამუკელაშვილის 16 წუთი - "ტორონტომ" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEO] უკვე დუბლი და საგოლე გადაცემა - გულიაშვილის ძალისხმევით "რასინგი" ლიდერების მატჩში 3:0-ს იგებს
დაიწყო - გულიაშვილმა ესპანეთში პირველი გოლი გაიტანა
[VIDEO] ჰოლანის არყოფნაში "სიტის" მხსნელად სემენიო მოევლინა - "ქალაქელებმა" "ლიდსი" დაამარცხეს
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
ლუის ენრიკემ "ჰავრთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
WU17 | ჩრდ. მაკედონია 1:0 საქართველო
ზივზივაძე კვლავ არ იყო განაცხადში - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერთან" დამარცხდა
[VIDEO] იამალის ჰეთ-თრიკი - "ბარსელონამ" მიქაუტაძის "ვილიარეალს" დიდი ანგარიშით მოუგო
[VIDEO] გოლების წვიმა "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ვესტ ჰემი" დაამარცხა
ეროვნული ლიგის ხუთი მატჩი უამინდობის გამო გადაიდო
პსჟ-მ ლიგა 1-ის მატჩის გადატანა მოითხოვა
"ორი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე გასახდელში პირველად შეხვდა ერთმანეთს" - რა ითქვა დანიასთან ნამატჩევს
გიორგი ცხოვრებაძემ "ბარსელონას" ხუთი გოლი გაუტანა
"ზაგლებიემ" გიორბელიძის ტრანსფერი იუწყა - შემდეგი გაფრინდაშვილი იქნება
ლევან მაჭარაშვილმა ლიეტუვის ჩემპიონატზე მესამე გოლი გაიტანა
ლევან მაჭარაშვილმა "საბურთალოსთან" კონტრაქტი გააფორმა
ახლა უკვე "ივერია"... ქართული კლუბი რუსეთშიც დაფუძნდა
"ზაგლებიემ" თორნიკე გაფრინდაშვილის ტრანსფერიც დაადასტურა
უცნაური ამბავი: კიევის "არსენალში" ფეხბურთელად ქართველი მწვრთნელი ჩაირიცხა?!
ლეგიონის უქმეები: ჯანოს დებიუტი და გოლები რუსეთში, ირანში, ალბანეთსა და ლიეტუვაში [VIDEO]
[VIDEO] აშორტიას გოლი, გაფრინდაშვილის საგოლე პასი...
"ზაგლებიემ" თორნიკე გაფრინდაშვილი გაანათხოვრა
ლეგიონი: ლევან კოშაძის გოლები და პრემიერლიგის პერსპექტივა
"შეაჩერეთ პოლონეთის უკრაინიზაცია, მათ ვოლინში ჩვენი ბავშვები დახოცეს" - "სლასკის" ფანები მატჩზე ანტიუკრაინული ბანერებით წარდგნენ
ლევან მაჭარაშვილმა სომხეთის ჩემპიონატზე პირველი მატჩი ჩაატარა
"ლეხი" სახლში აუტსაიდერთან დამარცხდა - წიტაიშვილი მაინც არ ათამაშეს
ლეგიონის უქმეები: 7 ქართული გოლი სანაკრებო პაუზის შემდეგ [VIDEO]
ქუთაისის "ტორპედომ" ოთხი ფეხბურთელის წასვლის შესახებ გვაუწყა
ლევან მაჭარაშვილმა ლიეტუვის ჩემპიონატის პირველ ტურში "შტუმბრასს" გამარჯვება მოუპოვა
უკრაინელთა ქართველი კაპიტანი: შესაძლოა, ბოლოს მაინც საქართველოსთვის ვითამაშო!
"ლოკომოტივ გრუზია" საქართველოში - სპორტის სამინისტროში უკრაინულ-ქართულ კლუბს უმასპინძლეს