"საბურთალოს" აღზრდილ 23 წლის ფეხბურთელს გოლები უკრაინის რანგით მეორე ლიგის ჩერკასკის "დნიპროში" გააქვს
უკრაინის პერშა ლიგის (რანგით მეორე) ბინადარი ჩერკასკის "დნიპრო" თურქეთში მოსამზადებელ შეკრებას ამთავრებს.

8 და 9 მარტს გუნდმა სამი ამხანაგური მატჩი გამართა - ყაზახურ "ტობოლთან" 0:2 წააგო, შემდეგი ორი კი მოიგო - ჯერ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებიდან გავარდნილ ბელორუსის ბატე-სთან (2:0), ხოლო შემდეგ - დანიის დაბალი ლიგის წარმომადგენელ "ბრაბრანდთან" - 4:2.

ცხადია, მიხვდით - ამ გუნდის თამაშებით ქართველის გამო დავინტერესდით. ორივე მოგებულ შეხვედრაში თავი ლევან კოშაძემ გამოიჩინა. "საბურთალოს" აღზრდილი 23 წლის კოშაძე გიორგი დევდარიანის დროინდელ 17-წლამდელთა ნაკრებში გარემარბი გახლდათ. 2014 წელს, უკრაინაში დაარსებულ მოყვარულთა ლიგის ქართულ-უკრაინულ გუნდში, კიევის "ლოკომოტივ-გრუზიაში" ჩვენებურმა მწვრთნელმა გიორგი აბზიანიძემ მიიწვია.

მალე კოშაძე გუნდის ლიდერი გახდა და იმდენად კარგი სეზონი ჩაატარა, 2015 წლის ზაფხულში უკრაინის პირველი ლიგის კლუბ ჩერკასკის "დნიპროში" ჩაირიცხა.

პირველი წრის შემდეგ "დნიპრო" 30 ქულით მე-3 ადგილზეა და ლიდერ კიროვოგრადის "ზირკას" მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება. ასე რომ, პრემიერლიგაში აღზევება რეალურია.

საინტერესო კია - უკრაინის ეკონომიკაში არსებული უმძიმესი პრობლემების მიუხედავად, ჩერკასკის გუნდი ფინანსურად წელგამართულია და უკრაინულ პრემიერლიგაში სათამაშო ლიცენზიაც აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გულიაშვილის სრული მატჩი და "რასინგის" თასზე გამარჯვება
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
ახლა უკვე "ივერია"... ქართული კლუბი რუსეთშიც დაფუძნდა
დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"
გაგიგიათ "ლოკომოტივ გრუზია"? უკრაინულ-ქართული გუნდი კიევში
უცნაური ამბავი: კიევის "არსენალში" ფეხბურთელად ქართველი მწვრთნელი ჩაირიცხა?!
"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
"მწვრთნელის ადგილას რომ ვიყო, ამ ორ ფეხბურთელს აუცილებლად გამოვიძახებდი" - გიორგი დევდარიანი
დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...
გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ
"ლოკომოტივ გრუზია" საქართველოში - სპორტის სამინისტროში უკრაინულ-ქართულ კლუბს უმასპინძლეს
"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა