"ტარტუ როკმა" ამ სეზონში უკვე მეორე ტიტული მოიგო - როკერებმა ბალტიის თასის შემდეგ ესტონეთის თასი აღმართეს
ბალტიის ლიგაში საახალწლოდ შესვენება გამოცხადდა, რითაც ისარგებლეს ესტონურმა კლუბებმა და ესტონეთის თასი გაითამაშეს. ნახევარფინალში გიორგი ცინცაძის "ტარტუ როკმა" ტტუ 76:65 დაამარცხა, ხოლო "რაკვერემ" ჩემპიონ "კალევს" სძლია - 82:74.

ნახევარფინალში ცინცაძე სასტარტო იყო, 23 წუთი ითამაშა, 5 ქულა, 3 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. "როკის" ბომბარდირი ტიმო ეიჩფუსი გახდა - 17 ქულა.

თასის გათამაშების გადამწყვეტ ეტაპს რაკვერემ უმასპინძლა, ამიტომ, "კალევის" მძლეველი "რაკვერესგან" ფინალშიც დიდ წინააღმდეგობას ელოდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. "ტარტუ როკმა" მასპინძლებს "კუდით ქვა ასროლინა" - 81:51.

ამ მატჩში გიორგი ცინცაძე სათადარიგო იყო, თუმცა სათამაშო დრო საკმარისად ჰქონდა - 22 წუთი. დროის ამ მონაკვეთში მან 5-5 ქულა-პასი და 2 მოხსნა მოაგროვა. "როკის" სნაიპერი ამჯერად კალისტას ეზიუკვუ გახდა, რომელმაც 14-14 ქულა-მოხსნა გაიფორმა.

ასე და ამგვარად, "როკერებმა" ამ სეზონში უკვე მეორე ტიტული მოიგეს - ბალტიის თასის შემდეგ ესტონეთის თასი აღმართეს. ბალტიის ლიგაზე რა მოგახსენოთ, მაგრამ ესტონეთის ჩემპიონატში ცინცაძის გუნდი მთავარი ფავორიტია. ვნახოთ, "კალევს" ჩემპიონობას ჩამოართმევს თუ არა.

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა