"სოხუმი" 12-კაციანი შემადგენლობით შეკრებისთვის უცხოეთში მიემგზავრება - ჯერ სტამბოლში ჩაფრინდება, შემდეგ კი ანთალიაში გადავა

მკითხველს გუშინ ვაუწყეთ, რომ ჩემპიონატის ლიდერი "არმია" სლოვენიაში შეკრებაზე გადავიდა. დღეს კიდევ ერთი ქართული კლუბი, "სოხუმი" გაემგზავრება უცხოეთში შეკრებისთვის: ჯერ სტამბოლში ჩაფრინდება, შემდეგ ანთალიაში გადავა.

"სოხუმი" ანთალიურ შეკრებაზე 12-კაციანი შემადგენლობით გაემგზავრება. გუნდს გასული სეზონის შემდეგ დააკლდნენ ამერიკელი მაიკ მაქქერი (ამერიკაშია) და ლიტველი პეტრას ბალოჩკა (კარიერას საფრანგეთში გააგრძელებს). სანაცვლოდ სოხუმელთა რიგები შეავსო სტუ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ანთაძემ.

გთავაზობთ სოხუმელთა თორმეტკაციან შემადგენლობას: ზვიად ანთაძე, რიჩარდ დამუსი, კარლ დამუსი, იუჯინ ჰარისი, ლაშა ფარღალავა, ირაკლი სორდია, თემურ კანკია, გიგა კვეტენაძე, ლუკა შანიძე, გელა კოპალიანი, ირაკლი ჩლაიძე, ვახტანგ კვარაცხელია.

ანთალიაში ჩასვლიდან პირველ დღეს გუნდი დაბინავებისთვის გამოიყენებს, 5 იანვრიდან კი წვრთნას შეუდგება. კლუბს თურქეთში გაჰყვა ფიზმომზადების მწვრთნელი ვოვა გოლოვინი. შესაბამისად მთავარი მწვრთნელი, ვაჟა კვარაცხელია ანთალიურ შეკრებაზე დიდ დროს დაუთმოს ფიზმომზადებას, რათა იანვრის ბოლოს დაგეგმილ ტურნირებს (ქორქია-საკანდელიძის მემორიალი და საქართველოს თასი) ოპტიმალურ კონდიციებში შეხვდეს.

როგორც "სოხუმის" პრეს-ატაშე თენგიზ პაჭკორაიმ გვითხრა, გუნდი თურქეთში სამ საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებს. 8 იანვარს "კეპერბელსფორს" დაუპირისპირდება, 10 იანავრს - "მურატფაშა ბელეოიესფორს", ხოლო 12-ში - "ბუიუკ შეჰირს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა