ქართულ საჭიდაო ოჯახს თანდათან უბრუნდება სიმშვიდე...
ქართულ საჭიდაო ოჯახს თანდათან უბრუნდება სიმშვიდე...

მანუჩარ კვირკველიას პრეზიდენტად არჩევის შემდეგ გუნდები სავარჯიშო დარბაზს დაუბრუნდნენ და ენერგიულად შეუდგნენ მზადებას უმნიშვნელოვანესი სეზონისთვის - წლეულს ხომ ევროპის პირველი, ანუ ისტორიული თამაშები იმართება, შემოდგომაზე კი მსოფლიოს სალიცენზიო პირველობაა.

ამ მნიშვნელოვანი სეზონისთვის ორივე ნაკრებს ჯერჯერობით მწვრთნელთა ის გუნდი მოამზადებს, რომელმაც მსოფლიოს შარშანდელ პირველობაზეც უხელმძღვანელა, ანუ თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს კვლავაც რევაზ მინდორაშვილი წვრთნის, "ბერძენ-რომაელებს" - ბეგი დარჩია. მათ ისევ ადრინდელი გუნდის წევრები დაეხმარებიან, ოღონდ ამ რეალობაში შეცვლის თუ არა რამეს თვის ბოლოს გასამართავი საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომა, ჯერ ვერაფერს გეტყვით.

ფაქტია, რომ პრეზიდიუმმა ამ საკითხზე უნდა იმსჯელოს, მაგრამ თუ დაინიშნენ, მაშინ თავიდან განხილვაც რა საჭიროა? ყოველ შემთხვევაში, 21 იანვარს დარჩიამ თანაშემწეებზე საუბრისას გვითხრა, აჯობებს, ამაზე პრეზიდიუმის სხდომის შემდეგ ვილაპარაკოთო...

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 21 იანვარს პირველი შეკრება დაიწყო ბაკურიანში, რომელიც ფიზიკურ მომზადებას დაეთმობა. მინდორაშვილის განკარგულებაში 40 სპორტსმენია, მათ შორის - გუნდის ყველა ლიდერი: მსოფლიოსა და ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანი, ევროპის ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57), ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოსა და ოლიმპიადის მესამე პრიზიორი დავით მარსაგიშვილი (86), მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი, ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი დავით მოძმანაშვილი (125) და სხვები.

გუნდთანაა და ვარჯიშობს ევროპისა და მსოფლიოს მედალოსანი დავით ხუციშვილიც (74), რომელიც ხანგრძლივი ტრავმისა და რამდენიმე ოპერაციის შემდეგ ლეიბს უბრუნდება. მისთვის ეს სპორტში დაბრუნების პირველი მცდელობაა და ჯერჯერობით სრულად ვერ იტვირთება.

"ბერძენ-რომაელთა" ნაკრები პოსტარეულობის შემდგომ პირველ შეკრებაზე 27 იანვარს წავა, ოღონდ ბორჯომში და არა ბაკურიანში. ნაცნობ მისამართზე, სპორტკომპლექს "ოლიმპში" ისინი, ძირითადად, ლეიბზე ივარჯიშებენ, ფიზიკურ შეკრებას კი საქართველოს პირველობის წინ გაივლიან, რომელიც ზედ თებერვალ-მარტის გასაყარზეა დაგეგმილი.

ამ ნაკრებშიც ყველა ლიდერი ვარჯიშობს და სრულად იტვირთება. შეკრებაზე დარჩიასაც 40 ფალავანი ეყოლება. ათლეტები იქ წასვლამდე თბილისში ემზადებიან, სადაც გაძლიერებული დატვირთვით ვარჯიშობენ - კვირაში სამი დღე ორჯერადი წვრთნებია დაგეგმილი.

დარჩია ასეთი დატვირთვით ცდილობს იმ გაცდენილის ანაზღაურებას, რაც გუნდმა არეულობის პერიოდში დაკარგა. ორივე შეკრება 12-დღიანია.

გუნდების გეგმები

წლეულს ევროპის ჩემპიონატი არ ტარდება და მას ივნისში ბაქოში გასამართავი ევროპის თამაშები ჩაანაცვლებს, იმ შეჯიბრებისთვის კი გუნდები განსხვავებული გრაფიკით მოემზადებიან.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეები საქართველოს ჩემპიონატს აპრილის ბოლოს გამართავენ, ბაქოში წასვლამდე კი რამდენიმე უცხოურ ტურნირში გამოვლენ. მათგან უახლოესი "ტახტის თასი" იქნება, რომელიც 12-13 თებერვალს ირანში, ქალაქ კერმანში გაიმართება.

განზრახულია 5-7 მარტს მინსკში ალექსანდრ მედვედის სახელობის ტურნირში და მარტის ბოლოს თურქეთში, იაშარ დოგუს მემორიალზე გამოსვლა, თუმცა ამ გეგმამ, შესაძლოა, გარკვეული კორექტირება განიცადოს.

სამწუხაროდ, ჩვენი ნაკრები არ იასპარეზებს აპრილში ლოს ანჯელესში ჩასატარებელ მსოფლიოს თასზე. შესაძლოა, იმ ტურნირისთვის გამოთავისუფლებული თანხით სხვაგან იჭიდაონ.

დაგეგმილია რამდენიმე სასწავლო-საწვრთნელი შეკრებაც, მათ შორის ერთი - უცხოეთშიც. სავარაუდოდ, ის მინსკში გაიმართება, რომელსაც მედვედის ტურნირის წინ გაივლიან.

უცხოეთში ერთი შეკრების გავლას "ბერძენ-რომაელებიც" გეგმავენ, ოღონდ ჩატარების ადგილი ჯერ არაა დაზუსტებული. ადრე ესენიც მინსკში დადიოდნენ სისტემატურად, მაგრამ ახლა ატმოსფეროს შეცვლა სურთ.

დარჩიას სურს, ეს უცხოური წვრთნა ევროპის თამაშებისთვის დასკვნით მოსამზადებელ ეტაპად აქციოს. ასევე, დაგეგმილია ერთობლივი შეკრებების საქართველოში გამართვა.

გაურკვეველია მათი პირველი ტურნირის ამბავიც. ტახტის ტურნირზე გამგზავრებას ისინიც გეგმავდნენ, მაგრამ ირანელებმა ის შეჯიბრება თეირანიდან 650 კილომეტრით დაშორებულ კერმანში გადაიტანეს.

დარჩიას სწორედ ეს ფაქტორი და იმხელა გზაზე მგზავრობა აფიქრებს, თუმცა ჯერ მოვლენათა განვითარებას ელოდება - გააჩნია, როგორ პირობებს შემოგვთავაზებენ ირანელები; პარალელურად კი, ალტერნატიულ ვარიანტად ბულგარულ შეჯიბრებას - 24-26 აპრილს სოფიაში გასამართავ დან კოლოვისა და ნიკოლა პეტროვის მემორიალს განიხილავს.

ამის გარდა, აპრილში თურქეთშიც გეგმავს გამოსვლას იაშარ დიოგუს მემორიალში და მაისში - სერბეთში, ლიუბომირ გეჯას ხსოვნის ტურნირში.

დარჩიას სურს, ევროპის თამაშებამდე სამ ტურნირში გამოსცადოს შეგირდები, თუმცა, შესაძლოა, ამ გეგმამ კორექტირება განიცადოს. თუ დააკვირდით, ჩამოთვლილთაგან არც ერთი არაა "დიდი პრიზის" შეჯიბრება და არაა გამორიცხული, რომელიმე მათგანი ჩართოს სიაში.

საქმე ისაა, რომ ამ შეჯიბრებებს თვით მსოფლიოს ფედერაციამ შეუცვალა სტატუსი. არც ისაა გამორიცხული, ამ შეჯიბრებების გამო საქართველოს ჩემპიონატის ვადებიც შეიცვალოს. ამ შემთხვევაში 7-8 მარტს უნგრულ სომბათჰეიში "დიდ პრიზზე" გამოსვლას შეძლებენ, ამ სტატუსის პირველი ტურნირი კი (ასეთი სეზონში სულ ორია) იანვრის ბოლოს პარიზში ტარდება და იქ წასვლას ფიზიკურად ვერ მოასწრებენ. თან იმ დროს შეკრებაზე იქნებიან.

ჩოქბჯენი საერთოდ უქმდება?

თუმცა დარჩიას ყოყმანს სხვა, უფრო დიდი მიზეზიც აქვს - საჭიდაო სამყარო წესებში ახალი ცვლილებების მოლოდინშია და ამას ელოდება, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ.

ლაპარაკია ჩოქბჯენის საერთოდ ამოღებაზე. დარჩია ელოდება ახალი წესების გამოცხადებას, რათა მისი მიხედვით ავარჯიშოს შეგირდები. სწორედ ამიტომ სურს სამ შეჯიბრებაში გამოსვლა, რათა ფალავნებმა ადაპტაცია შეძლონ.

ჩოქბჯენი ნაწილობრივ უკვე შეიზღუდა - ის არ იქნება სავალდებულო, ანუ დასჯის მეთოდი აღარაა, შემტევი თუ აირჩევს, მხოლოდ მაშინ ჩააყენებენ, მაგრამ ახლა საერთოდ აუქმებენო.

დასასრულ, გეტყვით, რომ ჭიდაობის მსოფლიოს ფედერაციამ ერთი ცვლილება უკვე შეიტანა, ოღონდ არა წესებში, არამედ - ლეიბის ფერებში: წითელ-ყვითელი ლეიბი ლურჯ-ნარინჯისფერით შეცვალა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დათო
დარჩიასთვის რომ გეკითხა, საერთოდ არ უნდოდა მწვრთნელობა და მხოლოდ "მაღალი იდეალებისთვის" იბრძოდა. ამ სფეროს არაფერი არ ეშველებს, აგერ ივნისიც აქვეა და დაინახავთ. ვინც ადრე იყო მომჯდარი, ისევ ისინი იყოფენ ლუკმას, იმიტომაც მოასრიალეს ლუკა.
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დავით მოძმანაშვილს დოპინგის მოხმარების გამო ოლიმპიურ ვერცხლის მედალს ჩამოართმევენ
გენო პეტრიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია, კენჭაძე ვიცე-ჩემპიონი [VIDEO]
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"თავისუფალთა" ნაკრების თავკაცის პოსტზე გიორგი იანტბელიძის კანდიდატურა განიხილება
კარტოზია-ბალავაძის ტურნირი: ლეგენდა ადგილს არ იცვლის
ზურაბ იაკობიშვილი და ელიზბარ ოდიკაძე მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ
იაკობაშვილი და ოდიკაძე ნახევარფინალში გავიდნენ, ხუციშვილი და მარსაგიშვილი მედლების გარეშე დარჩნენ
დოპინგ-სკანდალი: ტაიმაზოვის ოლიმპიურ ოქროს დავით მოძმანაშვილს მისცემენ?
დოპინგი: ტაიმაზოვის დასჯამ მასთან დამარცხებული დავით მოძმანაშვილი ვერ ახეირა
დავით მარსაგიშვილი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი საკლუბო ჩემპიონატის ფინალშია
იაკობაშვილი და ოდიკაძე ნახევარფინალში დამარცხდნენ და ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ
ბერძნული როქი - რევაზ ლაშხი ბეგი დარჩიას ნაცვლად
მინსკი 2019: ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ჩეჩენ ფალავანს სძლია და ფინალში გავიდა [VIDEO]
დოპინგ-სკანდალმა საქართველოს პეკინის ოლიმპიადის ვერცხლის მედალი მოუტანა!
დოპინგ-სკანდალი - დავით მოძმანაშვილი ოლიმპიურ ჩემპიონად გამოცხადდება?
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია
დავით მარსაგიშვილის საუკეთესო მომენტები ინდოეთის პრო ლიგაში [VIDEO]
მინსკი 2019: ქართველი სპორტსმენების 27 ივნისის განრიგი
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა "ევროპის ერთა თასი" მოიგო [VIDEO]
დავით მოძმანაშვილმა უზბეკეთის სახელით აზიური თამაშები მოიგო
საპლაჟო ჭიდაობის სალიცენზიო ტურნირში საქართველოს ნაკრებმა 3 ოქროს მედალი მოიპოვა
აღორძინება რეგიონებიდან უნდა დავიწყოთ - ინტერვიუ გეგა გეგეშიძესთან
ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა მსოფლიო ჩემპიონატი მარცხით დაიწყეს
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. ნაკრები: რეინკარნირებული გუნდი
ადრე ქართველმა გაანადგურა, ახლა კი UFC-ის ტიტულზე იბრძოლებს - ვინ არის იოელ რომერო [VIDEO]
ბ/რ ჭიდაობა: ბეგი დარჩიამ რუმინეთში "ევროპის ერთა თასისთვის" შემადგენლობა დაასახელა
მინსკი 2019: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ალიევთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა [VIDEO]
დოპინგ-სიურპრიზი: გიორგი გოგშელიძე ოლიმპიადის ვერცხლს მიიღებს?
ბ/რ ჭიდაობა. რუმინეთის ტურნირის წინ: დიდი ციკლის დასაწყისი
"ყველაზე უადგილო მომენტი და ყველაფერი დასრულებულია..." - სამწუხაროდ, ოლიმპიადას მოქმედი ჩემპიონი გამოტოვებს...
მედალთცვენა - ქართველ მოჭიდავეთა ტრიუმფი საფრანგეთში! [VIDEO]