იგორ კოკოშკოვი თებერვლის დასაწყისში საქართველოში იქნება და უშუალოდ სპორტის სასახლის ტრიბუნებიდან დააკვირდება ნაკრების კანდიდატებს
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი თებერვლის დასაწყისში საქართველოში იქნება და უშუალოდ სპორტის სასახლის ტრიბუნებიდან დააკვირდება ნაკრების კანდიდატებს.

მასთან ინტერვიუს შაბათის "ლელო week"-ში წაიკითხავთ, აქ კი რამდენიმე ფრაზას შემოგთავაზებთ.

"ევროპის ჩემპიონატზე მესამედ ვითამაშებთ და საკმარისი გამოცდილება დაგვიგროვდა საიმისოდ, რომ მოსამზადებელ ეტაპზე ყოველგვარი ლაფსუსი თავიდან ავიცილოთ. თუმცა მთავარი მაინც კალათბურთელთა ჯანმრთელობაა. ნაკრების წევრები ამჟამად კლუბებში თამაშობენ და მინდა თითოეულ მათგანს წარმატებული სეზონი ვუსურვო. მათთან კონტაქტი ახლაც მაქვს და თამაშებსაც თვალს ვადევნებ. იმედი მაქვს, საკლუბო სეზონის შემდეგ ყველა ჯანმრთელად იქნება."

"ევროპაში გამოსამგზავრებლად ვემზადები. სტამბოლშიც გავჩერდები, სადაც ჩემს მეგობარ ჟელიმირ ობრადოვიჩს შევხვდები. სწორედ ის წვრთნის "ფენერბაჰჩეს". ცხადია, რიკი ჰიკმანსაც დაველაპარაკები და ვიმედოვნებ, ამ ზაფხულს არ შეექმნება პრობლემები. აქვე ისიც მინდა აღვნიშნო: გასულ სეზონში მხოლოდ ქართველებით ვითამაშეთ. წარმატებითაც. ჰიკმანის არყოფნაში ძალიან კარგად გაისარჯა ახალგაზრდა დუდა სანაძე. გვყავს ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა, რომლებიც ნელ-ნელა ეწერებიან ნაკრებში. რიკი ჰიკმანის დახმარება საჭიროა, თუმცა ჩემთვის პრიორიტეტული მაინც ქართველების წინ წამოწევაა."

"ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების შედეგები არა მეტოქეებზე, არამედ ჩვენს თამაშზეა დამოკიდებული. თუ ყველაფერი ისე გამოგვივიდა, როგორც გვსურს, ყველასთან გვაქვს შანსი."

"საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელი ოპტიმალური შემადგენლობის შეკრებაზე მუშაობს. თუ ასე მოხდა, ბერძნებს საუკეთესო გუნდი ეყოლებათ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათთან მოგება არ შეიძლება ან აუტსაიდერად მიჩნეულ ჰოლანდიას იოლად ვაჯობებთ. ნიდერლანდელებმა დიდი ხნის შესვენების შემდეგ მოიპოვეს ევრობასკეტის საგზური და თავიანთი გათვლები ექნებათ. მათთან შეხვედრასაც ისევე უნდა მივუდგეთ, როგორც საბერძნეთთან დაპირისპირებას."

"ჯგუფურ ეტაპზე 6 დღეში 5 შეხვედრის ჩატარება გვიწევს. ასეთი რთული გრაფიკის პირობებში ბევრს გადაწყვეტს სწორი გათვლები, გრძელი სათადარიგოთა სკამი."

"ჩვენი ჯგუფის მატჩები ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში იმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ბალკანური ქვეყანა მასპინძელი იქნება. სლოვენიელები და მაკედონიელები დარბაზს პირამდე გაავსებენ, ხორვატებზე აღარაფერს ვამბობ. ასეთ პირობებში კი ძნელია სტუმრად თამაში."

"როგორც აქამდე, საქართველოს ნაკრებმა ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა იაროს, თამაშიდან თამაშამდე გაუმჯობესდეს. აქედან გამომდინარე, ყოველ კონკრეტულ დღეს უახლოეს მატჩზე უნდა ვიფიქროთ. ერთი ვიცი, რომ მეტად დატვირთული დღეები გველის."

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

reji
როდესაც დიდ სპორტულ ფორუმებზე ჩვენები გამოდიან იმ დღეებში საქართველოში სხვა ცხოვრებაა ხოლმე... ეს ეხებათ კალათბურთელებს, რაგბისტებს, წყალბურთელებს და ოლიმპიადებზე გამოსულებს...
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
იგორ კოკოშკოვი VS ილიას ზუროსი
კოკოშკოვს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
[VIDEO] უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა - საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო დაჯაბნა
კოკოშკოვი: საქართველო სტაბილური და თანმიმდევრული გუნდია - დამსახურებულად გაიმარჯვა
საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი "ფენერბახჩეს" ჩაიბარებს
გენერალური რეპეტიცია შედგა - საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა
სერბეთის ნაკრებმა თბილისში ივარჯიშა - კოკოშკოვი უკმაყოფილოა
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
მზადება დასრულდა – საქართველო ოფიციალურ მატჩში მონტენეგროს დაუპირისპირდება
ძველი მეგობრის წინააღმდეგ: დღეს საქართველოს ნაკრები კოკოშკოვის სერბეთს შეხვდება