მთავარი პსჟ-ის და "სენტ ეტიენის" დაპირისპირებაა

"მწვანეები" დედაქალაქის წინააღმდეგ

დავიწყოთ იმით, რითაც ტური მთავრდება: ორი კვირის წინ "სენტ ეტიენმა" "პარი სენ-ჟერმენის" წაბორძიკებით ისარგებლა და მესამე ადგილზე აინაცვლა, ხოლო პარიზელები სამეულს მიღმა დატოვა. ამაზე შური ლორან ბლანის გუნდმა ლიგის თასზე იძია, როდესაც ზლატან იბრაჰიმოვიჩის გოლით მოუგო "მწვანეებს" "ჟოფრუა გიშარზე".

წინა ტურში გუნდებმა როლები გაცვალეს - ქულები უკვე "სენტ ეტიენმა" დაკარგა და პსჟ, რომელმაც "ევიანთან" იმარჯვა, მესამე საფეხურზე დაბრუნდა. ახლა კი ამ გუნდების მორიგი დუელი გველოდება, ისევ "ჟოფრუა გიშარზე", ისევ მწვანედ "შეღებილი" ტრიბუნების წინაშე და კვლავაც დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ ძალიან საინტერესო და დაძაბული თამაში გამოვა.

კრისტოფ გალტიეს ესმის, რომ ეს შეხვედრა არაფრით უნდა წააგოს, თორემ ჩემპიონთა ლიგის საგზურზე ოცნება კიდევ ერთხელ მიეცემა დავიწყებას. თანაც, პსჟ-სთან წარმატების მისაღწევად ეს, ალბათ, საუკეთესო პერიოდია, რადგან პარიზელები თავიანთ თავს არ ჰგვანან და ამას არც მალავენ, კონცენტრაცია გვაკლია და გამოსავალს ვეძებთო.

გამოსავალი კი თებერვლის შუამდეა საპოვნელი, სანამ ჩემპიონთა ლიგა განახლდება. "პარი სენ-ჟერმენს" ინგლისის პრემიერლიგის ლიდერთან, "ჩელსისთან" ელოდება ჭიდილი.

მალავენ და არ ადასტურებენ იმას, რომ ბლანსა და რამდენიმე ფეხბურთელს შორის კონფლიქტია, მოთამაშეთა ნაწილი წასვლაზე ფიქრობს და ხელმძღვანელობა ბლანის მოხსნის ვარიანტსაც განიხილავს. ყოველ შემთხვევაში, ამ ყველაფერზე კულუარებში საუბრობენ. ფაქტია, დედაქალაქელთა რიგებში ყველაფერი რიგზე არ არის.

"სენტ ეტიენმა" უკანასკნელად პსჟ-ს 2012 წელს მოუგო ლიგის თასზე, პენალტების სერიაში. იმავე წელს იყო სენსაციური 2:1 "პარკ დე პრენსზე"; ახლა კი ზედიზედ 3-ჯერ ისე აქვს წაგებული, რომ გოლიც კი არ გაუტანია დედაქალაქელებისთვის. ჩემპიონატში "ჟოფრუა გიშარზე" ბოლოს "მწვანეებმა" პარიზელებს 2008 წელს მოუგეს.

სათქმელია ისიც, რომ შუა კვირაში ორივე გუნდმა მოიპოვა სათასო გამარჯვება. "სენტ ეტიენმა" ქვედალიგელი "ტური" დაამარცხა, ისიც დამატებით დროში და მას მერე, რაც მეტოქეს ფეხბურთელი გაუძევეს. მაგრამ აქ საბოლოო ანგარიშია ძალიან საინტერესო - 3:5... თუნდაც 120 წუთში "მწვანეების" 5 გოლი გამოსარჩევი საქმეა.

რიკი ვან ვოლფსვინკელმა და კევინ მონე-პაკემ ორ-ორი გოლი გაიტანეს, ერთხელ კი მევლუთ ერდინჩმა იხეირა, რომელიც "პარი სენ-ჟერმენის" ყოფილი ფეხბურთელია და ექსგუნდის დამწუხრებას შეეცდება. პარიზელებმა კი "ბორდოსთან" სათასო ბატალიაში იძალეს, მათ პირველი ტაიმი ედინსონ კავანისა და ხავიერ პასტორეს გოლებით მოიგეს.

მართალია, ჟირონდელებმა მეორე ნახევრის დებიუტშივე შეამცირეს სხვაობა და ბოლოსკენ პსჟ 10 კაცით დარჩა ზუმანა კამარას გაძევების გამო, მაგრამ ბლანის ბიჭებმა ბოლომდე გაძლეს და თავის მხრივ, მუსიე ლორანმა კიდევ ერთხელ დაამარცხა თავისი ყოფილი გუნდი.

სხვა მატჩები

იცის რა უშუალო კონკურენტების დაპირისპირების შესახებ, აუცილებლად უნდა მოიგოს "მონაკომ", რომელიც გამარჯვების შემთხვევაში კიდევ უფრო მიუახლოვდება სანუკვარ ზონას. მონეგასკები შესანიშნავ ფორმაში შევიდნენ და ლეონარდო ჟარდიმის ბიჭები, ალბათ, უფრო და უფრო მოუმატებენ.

მართალია,"ლილს" საუკეთესო სეზონი ნამდვილად არ აქვს, მაგრამ რენე ჟირარის გუნდთან საგარეო მატჩი ადვილად მოსაგები ვერ იქნება. სასიხარულო ამბავი მონეგასკებისთვის ის არის, რომ რაიან მენდეში აფრიკის ერთა თასზეა, ხოლო დივოკ ორიჯის, მარვენ მარტენისა და მილან ბაშას თამაში საეჭვოა, რაც ლილელთა შანსებს მნიშვნელოვნად ამცირებს. "მონაკომ" "ლილს" სტუმრად ბოლოს 2007 წელს მოუგო. მას მერე გუნდებმა სულ, შინ და გარეთ 10 შეხვედრა ჩაატარეს და მონეგასკებმა მხოლოდ ერთხელ იმარჯვეს, 4-ჯერ დამარცხდნენ და 5-ჯერ დაუზავდნენ მეტოქეს.

ტური მშვენიერ "ალიანც რივიერაზე" იხსნება, სადაც "მარსელი" ჩადის და გამარჯვების შემთხვევაში, დროებით მაინც დაიბრუნებს პირველ ადგილს. ამისათვის მარსელო ბიელსამ კლოდ პუელს ტაქტიკური დუელი უნდა მოუგოს, თანაც ზედიზედ ორი გამარჯვების მერე ნიცელები მშვენიერ ხასიათზე არიან. კარგ ხასიათზე იქნება ანდრე-პიერ ჟინიაკიც, რომელმაც წინა ტურში, როგორც იქნა, ნავსი გატეხა და ახლა მიყოლებით შეეცდება გატანას. საინტერესოა, რომ ამ კლუბების ბოლო 4 ურთიერთშეხვედრიდან 3 "ნიცას" აქვს მოგებული.

დაბოლოს, ლიდერი "ლიონი" თავისი ადგილის დაცვასა და ცხრილის კენწეროში დარჩენას "მეცის" დამარცხებით აპირებს. სწორედ მეცელთა ყოფილი თავდამსხმელის, ვენსან ბესას ჰეთ-თრიქის გამო დამარცხდნენ ლიონელები თასზე "ნანტთან" (2:3), მაგრამ ვინ იცის, ეს უბერ ფურნიეს დიდად არც ანაღვლებდეს, რადგან იქამდე გუნდი ლიგის თასიდანაც გავარდა და ახლა სრულად ლიგა 1-ზე იქნება კონცენტრირებული.

ლიგა 1. XXII ტური

23 იანვარი

ნიცა-მარსელი 23:30

24 იანვარი

ლილი-მონაკო 20:00

ბასტია-ბორდო 23:00

ევიანი-ტულუზი 23:00

გენგამი-ლორიანი 23:00

მონპელიე-ნანტი 23:00

25 იანვარი

ლიონი-მეცი 17:00

რეიმსი-ლანსი 20:00

რენი-კაენი 20:00

სტ. ეტიენი-პსჟ 00:00

ბომბარდირები: 20 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 13 - ანდრე-პიერ ჟინიაკი (მარსელი); 8 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ), შეიკ დიაბატე (ბორდო), ედინსონ კავანი (პსჟ), დანიელ ვასი (ევიანი), ნაბილ ფეკირი (ლიონი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ქოჩორაშვილი და დავითაშვილი კლუბშიც ერთად? - რას წერს Central 90 ზურიკოს "სპორტინგში" შესაძლო ტრანსფერზე
"მარსელს" სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე, მინიმუმ სამი ფეხბურთელი დატოვებს
ბენზემა მზად იყო "ლიონში" ხელფასის გარეშე ეთამაშა - რატომ ვერ შედგა ტრანსფერი?
"ელექტრულად მოძრავი, მეტოქის კოშმარი" - უცხოური სპორტული მედია ხვიჩა კვარაცხელიაზე
რას ნიშნავს ეს? - "ვილიარეალში" უკვე მიქაუტაძის შესაძლო შემცვლელი შეარჩიეს
"ლიონიდან" კიდევ ერთი ლიდერი გაუშვეს - ფოფანა კარიერას იტალიაში გააგრძელებს
სტასენმა "სენტ ეტიენი" დატოვა და ქოჩორაშვილის თანაგუნდელი გახდა - რა ბედი ელის დავითაშვილს?
მნიშვნელოვანი გაძლიერება შეტევაში სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს - ევერტონმა ორი ფეხბურთელი დაიმატა
ფინანსური სირთულეების მიუხედავად - "ლიონმა" ცენტრალური თავდამსხმელი დაიმატა
ტრაფორდის შემცვლელი - მანჩესტერ "სიტიმ" მეკარე დაიმატა
ნახევარდაცვაში ქოჩორაშვილს შეუწყვილდება? - "სევილიამ" "მილანის" ფეხბურთელი ინათხოვრა
[VIDEO] სუპერტალანტი, რომელსაც "კვარას" ადარებდნენ და კარიერა 1 ღამეში გაინადგურა
2 დასახული მიზნიდან ვერცერთი შეასრულა - "მარსელს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
"ლიონმა" ფეხბურთელების გაშვება დაიწყო - მორეირა ბუნდესლიგაში გადავიდა
[VIDEOS] მსგავსს იშვიათად ნახავთ - გენდუზიმ "ლიონის" ფეხბურთელები და ფანები ჭკუიდან გადაიყვანა
TMW: "ატალანტა" დავითაშვილის შეძენას ამ შემთხვევაში შეეცდება
"ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა" - "მონაკოს" მწვრთნელმა ლუის ენრიკეზე ისაუბრა
ლუის ენრიკე: ბარკოლას წასვლა ყველასთვის მომგებიანია
"მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რაც შეეხება მბაპეს..." - კვარაცხელიამ "რეალთან" მატჩის წინ კომენტარი გააკეთა
"იცოდა, რომ პსჟ-ზე ჰკითხავდნენ და დაიმალა" - როტენმა მბაპე გააკრიტიკა
"მონაკოსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[PHOTO] ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ვანდამ საღამო პსჟ-ს ვარსკვლავთან გაატარა
ალაიბეგოვიჩი "იუვენტუსში" გადავიდა და დავითაშვილს "ატალანტასკენ" გზა ეხსნება
ოფიციალური შეთავაზება გაკეთებულია - ზურიკო დავითაშვილი სერია A-ში გადასვლასთან ახლოსაა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ სახლში "მონაკოსთან" მარცხი განიცადა და მხოლოდ 2 ქულის ამარაა
"წინ დიდი გამოცდა გველოდება" - ალონსო პსჟ-სთან მატჩის წინ
"არაჩვეულებრივ ფეხბურთელობასთან ერთად, ფანტასტიკური ადამიანია" - "სენტ ეტიენის" მწვრთნელმა დავითაშვილზე ისაუბრა
ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა