ახალი სეზონისთვის ჩვენი ქალთა ნაკრებიც ემზადება, ოღონდ ორად გაყოფილი
ახალი სეზონისთვის ჩვენი ქალთა ნაკრებიც ემზადება, ოღონდ ორად გაყოფილი - ჰოლანდიიდან გადმოსული ესტერ სტამი (70) თავის სამშობლოში ვარჯიშობს, დანარჩენები კი საქართველოში ემზადებიან.

მათ რადიკალურად განსხვავებული მიზნები აქვთ - ადგილობრივი სპორტსმენები თუ ჯერ ისევ თავის დამკვიდრებისთვის იბრძვიან და ოლიმპიურ ლიცენზიაზე ოცნებობენ, სტამი რეალურად ირჯება ამ საგზურისთვის.

შეგახსენებთ, რომ ის სალიცენზიო რეიტინგში 202 ქულით მე-14 ადგილზეა, საგზურს კი 16 საუკეთესო იღებს. შესაბამისად, მათი მოსამზადებელი გეგმაც რადიკალურად განსხვავებული იქნება - სტამი უფრო პრესტიჟულ და შედარებით მეტ ტურნირში გამოვა, ვიდრე - ადგილობრივები, თუმცა მათი ბედი ისევ მათსავე წარმატება-წარუმატებლობაზე იქნება დამოკიდებული.

წლეულს სერიოზულად შეიცვლება სტამისადმი მიდგომა და ახალ მოდელზეც ფიქრობენ, ოღონდ ჯერ კონკრეტული გადაწყვეტილებები არაა მიღებული.

მოგეხსენებათ, ის ძირითადად ჰოლანდიაში, ევროპაში ერთ-ერთ ანგარიშგასაწევ კლუბ "ჰაარლემ კანამიუში" ვარჯიშობს, შარშან კი საქართველოში შეკრებებზე ჩამოდიოდა.

მაშინ ის ვაჟთა ნაკრებთან ერთად ემზადებოდა ირაკლი უზნაძის ხელმძღვანელობით, თუმცა წლეულს ვარაუდობენ, მას საგანგებოდ მიამაგრონ რომელიმე მწვრთნელი ოლიმპიადისთვის მოსამზადებლად.

ფაქტობრივად, აქაც იმავე კურატორზეა ლაპარაკი, ოღონდ, როგორც გითხარით, ეს საკითხი ჯერ ისევ განხილვის პროცესშია.

ცხადია, მისი პირადი მწვრთნელის ფაქტორიც გასათვალისწინებელია, რადგან სტამი აქამდე, ძირითადად, მასთან ვარჯიშობს. არადა, დრო არ ითმენს და უახლოეს დღეებში ყველაფერი უნდა გაირკვეს. ასევე, მაქსიმუმ, ერთ კვირაში საბოლოოდ დადგინდება, რომელ ტურნირებში იჭიდავებს ის.

ფედერაციის პრინციპული მიდგომაა, რომ ევროპის პირველობამდე სამ ტურნირში მაინც გამოვიდეს.

დღეისათვის გადაწყვეტილია, რომ სტამი აუცილებლად იასპარეზებს 20-22 მარტს თბილისში, "დიდ პრიზზე". ის უკვე დარეგისტრირებულია 21-22 თებერვალს დიუსელდორფში, ამავე რანგის შეჯიბრებაზე, თუმცა გერმანიაში მისი წასვლა საბოლოოდ ერთ კვირაში დაზუსტდება - ჯერ მხოლოდ 90 პროცენტია ამის ალბათობა, მესამე სტარტი კი კვლავაც გასარკვევია.

სამაგიეროდ, გადაჭრით შეიძლება იმის თქმა, რომ სტამი გერმანიამდე ჩასატარებელ სოფიისა და რომის "ევროპის ღია თასებზე" არ გამოვა.

სტამის გარდა, ფედერაცია ქალებში აქცენტს წლეულსაც ჭაბუკთა ნაკრებზე გააკეთებს, რომელიც ივლისის ბოლოს თბილისში გასამართავ ევროპის ზაფხულის ბავშვთა ოლიმპიურ ფესტივალზე იჭიდავებს.

ჯერჯერობით ქართველ ქალებს დიდი სტუმრიანობა აქვთ - ერთობლივ შეკრებაზეა ჩამოსული აზერბაიჯანის ნაკრები, ეს წვრთნები კი გორში მიმდინარეობს.

ჩვენი მეზობლები ევროპის თამაშებისთვის ემზადებიან, რომელიც ივნისში ბაქოში ტარდება. მათ თვითონ უთხოვიათ აქ ჩამოსვლა და 25 სპორტსმენითაც გვესტუმრნენ. მათ შორისაა გუნდის ლიდერი, მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი კიფაიატ გასიმოვა (57). გვჯერა, ასეთ გუნდთან სპარინგი ჩვენებს დადებითად წაადგებათ.

ქალთა ნაკრებების მთავარ მწვრთნელ გია თენაძის გადაწყვეტილებით, ჭაბუკთა გუნდი სეზონის პირველ შეჯიბრებას 7-8 მარტს სტამბოლში გამართავს, დანარჩენი სტარტები კი ამის შემდეგ დადგინდება.

რაც შეეხებათ უფროსებს, თენაძის სურვილია, ევროპამდე მათაც სამ ტურნირში იასპარეზონ - მარტში თბილისისა და სამსუნის "დიდ პრიზებზე", აგრეთვე - აზერბაინჯანში ადგილობრივ შეჯიბრებაში, თუმცა სტამის გარდა, 9-12 აპრილს გლაზგოში, ევროპის პირველობაზე რომელიმე ადგილობრივი სპორტსმენის წაყვანა ჯერ გადაწყვეტილი არაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ძიუდოში ახალი წესები დაამტკიცეს, რომლებიც პირველ რიგში, ქართველებს გაახარებს
ძიუდოისტთა ნაკრები: ესტერ სტამი საქართველოს ნაკრებს დაუბრუნდა
ვიდრე შედეგს არ გვაჩვენებენ, არ ვაფინანსებთ... ლუჩილა ძაპა უკვე საქართველოშია
ქართველი სპორტსმენები სოც-ქსელებში: აწევს ლაშა ტალახაძე "ბევერლი ჰილს"? [VIDEO]
მიქს-ძიუდო ოლიმპიადაზე - როგორი იქნება ახალი წესი საქართველოს ნაკრებისთვის
შავდათუაშვილი მსოფლიოზე გამაყუჩებლით იჭიდავებს