ფოთის სტადიონ "ფაზისზე" სამუშაოები უკვე განახლდა
არახალია, რომ ფოთის "კოლხეთი" უმაღლესი ლიგის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი კლუბია. ფოთელებს დალხენილი სეზონი არც წლეულს ელით - შარშანდელის მსგავსად, ქალაქის საკრებულომ ამჯერადაც 300 ათასი ლარი დაუმტკიცა სახარჯოდ - ანუ იმაზე ცოტა, ვიდრე პირველი ლიგის ზოგიერთ კლუბს აქვს.

ამას ვინ ჩივის: გუნდი საკუთარ სტადიონზეც ვერ თამაშობს და ფოთელი გულშემატკივრების მხარდაჭერას მონატრებულია. ასე განვლო საშემოდგომო ეტაპმა და ასე იქნება სეზონის ბოლომდე.

რაც შეეხება ფოთის "კოლხეთის" სტადიონ "ფაზისს", იყო დაპირებები, მაგრამ ხარისხიანი საფარის დაგების შემდეგ ტრიბუნების მოწყობას საშველი ვერა და ვერ დაადგა.

მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი რამდენჯერმე ჩაიშალა, რისი მიზეზიც კონტრაქტის პირობების შეუსრულებლობა გახდა. შედეგად, ფოთის საკრებულომ ტენდერის შედეგები გააუქმა, ახალი კი გამოაცხადა, მაგრამ ამასობაში დაიკარგა დრო და სანამ მშენებლობა შეჩერებული იყო, ტრიბუნების ნაწილი წვიმების გამო დაიტბორა და ლამის ახალი პალიასტომი გაჩნდა.

ბოლო ტენდერის გამარჯვებული სამშენებლო კომპანია "ხიდი" გახდა, რომელმაც "ფაზისზე" სამუშაოები უკვე განაახლა. სტადიონისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 6 მილიონი ლარია გამოყოფილი.

კლუბის დირექტორმა თემურ ბარქაიამ საინტერესო ამბავიც გაგვიმხილა:

"თუ გახსოვთ, "ფაზისზე" 2014 წელს სუპერთასის მატჩი უნდა გამართულიყო. სწორედ მაშინ ფეხბურთის ფედერაციიდან იყო დაპირება, რომ რეკონსტრუქციის შემთხვევაში, სტადიონზე ახალგაზრდულ ნაკრებს ათამაშებდნენ.

სფფ-ის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ კი პირდაპირ გვითხრა - თუ კარგი სტადიონი აშენდება, სუპერთასს ყოველ წელს ფოთი უმასპინძლებსო.

იმედია, მშენებლობა ახლა მაინც არ შეჩერდება და "კოლხეთი" საკუთარ არენას დაუბრუნდება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

oto
იტყუებიანნნნ.ის ბალახი რაც დააგეს საერეტოდ აგარ ვარგა არ უვლიანნ
raul_ს
რაულ , შენ რა გონია, ევროპის სუპერთას ჩავატარებთ ყოველ წელსოო ? : D :D რა არის დაუჯერებელი იმაში რომ საქართველოს სუპერთასი ჩატარდეს ყოველ წელს ფოთში ?
oof
სურათზე რაც ჩანს 20-30 მილიონიმაინც დაჭირდება ასეთი სტადიონის აშენებას, 6 მილიონი როგორ უნდა ეყოს ასეთ სტადიონს?
Raul
"სფფ-ის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ კი პირდაპირ გვითხრა - თუ კარგი სტადიონი აშენდება, სუპერთასს ყოველ წელს ფოთი უმასპინძლებსო." ყოველ წელსოოოო :)))))))))) ამას ყველაზე მიამიტი ბავშვიც არ დაიჯერებს და ამას რატომ სჯერა?:))))
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
"მეცი" აბუაშვილს კონტრაქტს გაუფორმებს
ეროვნული ლიგა. V ტური. "კოლხეთი" - "გაგრა" [LIVE]
კომპენსაცია ან სასჯელი! "კოლხეთის" სენეგალელი ლეგიონერი ირანში გაიქცა
"მახსოვს, რაც ხდებოდა მაშინ, მაგრამ პრეზიდენტობა არასდროს მინანია"
ფოთის "კოლხეთის" ამბები: სპონსორი, ახალი მწვრთნელი და ფეხბურთელები
შტელინი: ჩაკვეტაძეს "გენტში" დამკვიდრების ასპროცენტიანი შანსი აქვს, თუ...
ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...
ოფიციალურად - "არსენალმა" ბართიშვილთან კონტრაქტის გაფორმება გამოაცხადა
ბეტონის ჯებირი და უეფას სტანდარტი - აჟიოტაჟი ზუგდიდის სტადიონის გამო
ეროვნული ლიგა. I ტური. "სამგურალი" - "კოლხეთი" [LIVE]
"რაგბის კავშირისგან თანხმობა უკვე მივიღეთ" - "კოლხეთი" ფოთში ბრუნდება
გადაწყდა: ფოთის "კოლხეთს" უკრაინელი ალექსანდრ შტელინი გაწვრთნის
ფოთის "კოლხეთში" გელა სანაიას ალექსანდრ შტელინი შეცვლის?
მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა
ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ
რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?
[ლელოს სტუმარი] გია ცეცაძე წარსულზე, კარიერაზე, ჩემპიონობაზე, ნაკრებზე...
სტუმრების დღე: "სამგურალმა" და "გარეჯმა" მოიგეს