ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი, "მაიამი ჰიტის" ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი მიიჩნევს, რომ მას და დუეინ უეიდს თითქმის არ აქვთ სეზონის MVP-ის ტიტულის მოპოვების შანსი

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი, "მაიამი ჰიტის" ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი მიიჩნევს, რომ მას და დუეინ უეიდს თითქმის არ აქვთ სეზონის MVP-ის ტიტულის მოპოვების შანსი. ჯეიმსის თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ გუნდში რამდენიმე ვარსკვლავის ყოფნა კალათბურთელს თავის გამოჩენის ნაკლებ შანსს აძლევს. შეგახსენებთ, რომ ლებრონმა "კლივლენდში" თამაშისას ორჯერ მოიპოვა სეზონის უძვირფასესი მოთამაშის პრიზი.

"როცა მე, დუეინ უეიდმა და კრის ბოშმა ერთ გუნდში თამაში გადავწყვიტეთ, MVP-ის პრიზის მოპოვების შანსი თითქმის ნულის ტოლი გახდა. საქმე ისაა, რომ თუ გუნდში მარტო გიწევს საკუთარ თავზე ინიციატივის აღება, სტატისტიკაც შთამბეჭდავი გაქვს, მაგრამ მოედანზე კარგი მხარდაჭერის პირობებში, სტატისტიკური მაჩვენებლები მკვეთრად ეცემა და მთავარი ინდივიდუალური პრიზის მოპოვების შანსი თითქმის აღარ გრჩება", - ამბობს ლებრონ ჯეიმსი.

ამ საკითხთან დაკავშირებით სრულიად საპირისპირო განწყობა აქვს "ჩიკაგო ბულზის" ლიდერ დერიკ როუზს. ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო გამათამაშებელს MVP-ის პრიზის მოპოვების პერსპექტივა ხიბლავს. უფრო მეტიც, როუზი ვერ ხედავს მიზეზს, თუნდაც წელს რატომ ვერ უნდა მოიპოვოს სეზონის ყველაზე ძვირფასი ჯილდო.

"თუ ჩვენ გამარჯვებების მოპოვებას გავაგრძელებთ, მაშინ მე ამ ტიტულის მოპოვების ერთ-ერთი პრეტენდენტი ვიქნები", - აცხადებს ვარსკვლავი მცველი.

"ნიუ ჯერსისთან" გამარჯვების შემდეგ "ბულზის" გულშემატკივრები სკანდირებდნენ: "MVP! MVP!" ეს სიტყვები დერეკ როუზისკენ იყო მიმართული.

"რა თქმა უნდა, ძალიან მსიამოვნებს გულშემატკივართა განწყობა. სიმართლე რომ ითქვას, რატომაც არა? ვფიქრობ, წელს ყველა შანსი მაქვს იმისთვის, რომ ლიგის უძვირფასესი მოთამაშე გავხდე", - დაამატა როუზმა.

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა