ბუენოს აირესში "დაკარის" ავტომარათონი დაიწყო და პირველივე ეტაპის შედეგებმა დაადასტურა წინასწარი პროგნოზები

ბუენოს აირესში სტარტი აიღო "დაკარის" ავტომარათონმა და პირველივე ეტაპის შედეგებმა დაადასტურა წინასწარი პროგნოზები. მსუბუქი მანქანების კლასში ლიდერი გახდა "ფოლკსვაგენის" წევრი კარლოს საინსი, რომელსაც წელს ტიტულის დაცვა უწევს. მას კვალში მთავარი კონკურენტი, BMW-ის პილოტი სტეფან პეტერანსელი ჩაუდგა.

პირველ ეტაპზე ავტომრბოლებს რთულ პირობებში მოუწიათ გამოსვლა, რადგან ტრასაზე წვიმდა და პილოტებმა ზედმეტ რისკზე წასვლას თავი აარიდეს - ძალიან დიდი იყო თითოეული შეცდომის ფასი.

მაღალ ადგილებზე პრეტენდენტთაგან მხოლოდ რობი გორდონმა ჩააგდო ეტაპი. მისი "ჰამერი" მზად არ აღმოჩნდა ასეთ კლიმატურ პირობებში საბრძოლველად და ამიტომაც ამერიკელმა ძალიან ბევრი დრო დაკარგა. სხვა ფავორიტებმა მჭიდრო ჯგუფით მიაღწიეს ფინიშს. საინსმა პირველი ეტაპის შემდეგ კარგი ჰანდიკაპი შეიქმნა, მაგრამ ეს ჯერ ბევრს არაფერს ნიშნავს.

მოტოციკლთა კლასშიც ნაცნობ სურათს ვხედავთ. პირველ ეტაპზე პირველი ოთხი ადგილი KTM-ის წევრებმა დაიკავეს. პირველი ფინიშთან პორტუგალიელი რუბენ ფარია მივიდა. ის თავიდან ჩამორჩებოდა ფრანგ თანაგუნდელ სირილ დეპრეს, მაგრამ დისტანციის მეორე ნახევარზე არა მარტო აანაზღაურა დანაკარგი, არამედ კომფორტული ლიდერობაც მოიპოვა, რომელიც ფინიშამდე ხელიდან აღარ გაუშვია, თუმცა...

რამდენიმე საათის შემდეგ ფარიას გამარჯვება ჩამოართვეს. მსაჯებმა გაარკვიეს, რომ ტრასის ერთ-ერთ მონაკვეთზე პორტუგალიელმა დაშვებულ სიჩქარეს გადააჭარბა, რის გამოც ერთწუთიანი ჯარიმა მიიღო. ამით საერთო ლიდერი დეპრე გახდა, რომელიც ფარიას ნახევარ წუთს უგებს.

რბოლის ორგანიზატორები იძულებულნი არიან ასეთ მკაცრ სასჯელზე წავიდნენ, რადგან საუბედუროდ, "დაკარის" დროს არაერთი გულშემატკივარი დაღუპულა, რომლებიც ტრასის სიახლოვეს იყვნენ დაბანაკებულნი. უსაფრთხოების სათანადო ზომების დასაცავად, პილოტებს სიჩქარის შეზღუდვის მოთხოვნების დაკმაყოფილება უწევთ.

I ეტაპი

მანქანები

1. კარლოს საინსი/ლუკას კრუსი (ორივე - ესპანეთი, "ფოლკსვაგენი") - 2:18.32; 2. სტეფან პეტერანსელი/ჟან-პოლ კოტრე (ორივე - საფრანგეთი, BMW) - +1.31; 3. ნასერ ალ ატიია/ტიმო გოტშალკი (კატარი/გერმანია, "ფოლკსვაგენი") - +2.16; 4. მარკ მილერი/რალფ პიტჩფორდი (აშშ/ს. აფრიკა, "ფოლკსვაგენი") - +4.17; 5. ჟინიელ დე ვილიერსი/დირკ ფონ ციტცევიჩი (ს. აფრიკა/გერმანია, "ფოლკსვაგენი") - +5.06.

მოტოციკლები

1. სირილ დეპრე (საფრანგეთი, KTM) - 01:58.31; 2. რუბენ ფარია (პორტუგალია, KTM) - +0.31; 3. მარკ კომა (ესპანეთი, KTM) - +1.15; 4. ხუან პედრედო გარსია (ესპანეთი, KTM) - +2.13; 5. პაულუ გონკალვეში (პორტუგალია, BMW) - +2.18.

„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
პირველი ქართული გუნდი Nascar-ის სერიაში - დათა ქაჯაიამ დეტალებზე ისაუბრა
ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა