მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ფერნანდო ალონსო ახალი წლის არდადეგებს პორტუგალიის კუნძულ პორტო-სანტოში ატარებს

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ფერნანდო ალონსო ახალი წლის არდადეგებს პორტუგალიის კუნძულ პორტო-სანტოში ატარებს, რომელიც მადეირას კუნძულთან ახლოს მდებარეობს.

თუმცა ერთ დღეს "ფერარის" პილოტის მყუდროება ფოტოგრაფებმა და სხვადასხვა ტელეკომპანიის ჟურნალისტებმა დაარღვიეს, რამაც ესპანელი ავტომრბოლი საშინლად გაანაწყენა.

ადგილობრივი ტელევიზიით გადაცემულ სიუჟეტში ესპანელმა პრესის წარმომადგენლებს თავისი უკამყოფილება გაუზიარა.

"თუ ამ დღეებში ჩემთან მოახლოებულ თუნდაც ერთ კამერას დავინახავ, მაშინვე გავემგზავრები აქედან და ყველას მოვუყვები, რომ პორტო-სანტო - ყველაზე საშინელი ადგილია პლანეტაზე, გასაგებია? - დაიმუქრა ალონსომ - ძალიან გთხოვთ, თავი დამანებეთ".

მიუხედავად ამისა, ერთ-ერთმა პაპარაციმ ფერნანდო გოლფის თამაშის დროს დააფიქსირა.

ესპანელმა შეამჩნია მისკენ მიშვერილი ფოტოობიექტივი და მაშინვე სასტუმროში დაბრუნდა.

ამ დღეებში უკმაყოფილებას არა მხოლოდ "ფერარის" ლიდერი, არამედ იტალიური საჯინიბოს პრეზიდენტი ლუკა დე მონტეძემოლოც გამოხატავს. "სკუდერიას" შეფი ძრავებზე ახალ რეგლამენტს აკრიტიკებს, რომელიც 2013 წლიდან შევა ძალაში. ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ დაადგინა, რომ ახალი ოთხცილინდრიანი ძრავები საწვავის ეკონომიასა და ახალი ტექნოლოგიების შემუშავებას შეუწყობს ხელს, თუმცა მონტეძემოლოს ამ საკითხთან მიმართებაში სხვა აზრი გააჩნია.

"ოთხი ცილინდრი - ეს უკვე ფორმულა 1 აღარ არის. ჩვენ ასეთ ძრავებს სერიულ მანქანებშიც კი არ გამოვიყენებთ, "ავტოსპორტის დედოფლისთვის" კი ეს სქემა მით უმეტეს მიუღებელია. იქნებ მოგვეგვარებინა V6-ზე გადასვლის საკითხი? საწვავზე ხარჯების შემცირების იდეის გამოყენება სხვა ძრავების შემთხვევაშიც იქნებოდა შესაძლებელი", - ამბობს "ფერარის" პრეზიდენტი.

დი მონტეძემოლოს განცხადებით, ის მოკავშირეებს ეძებს და მათთან ერთობლივი ძალისხმევით აპირებს ამ რეგლამენტის გაუქმებას. როგორც ამბობენ, "ფერარის" პოზიციას იზიარებს გერმანული ავტოგიგანტი "მერსედესი".

avtuko
ასეთი უხასიეთობა რატომ? რაღაც განერვიულეული ჩანს ამ სეზონის მერე ალონსო. იმედია ამ ბრაზს ტრეკზე გამოიყენებს და ახალ სეზონს მეტ ინტერესს შემატებს
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა