19-წლამდელთა შორის ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის მატჩები საქართველოს ოთხ ქალაქში გაიმართება, 8 ნაკრებს ვუმასპინძლებთ
26 იანვარს, ნიონში, უეფას აღმასკომზე ევროფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ჯანი ინფანტინოს მიერ გაკეთებული განცხადება ჩვენი ფეხბურთის ქომაგს უზომოდ გაახარებს - უეფამ დააკმაყოფილა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ 2017 წელს, 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაზე შეტანილი განაცხადი და ტურნირის ორგანიზების ნება დართო!

მსგავს ტურნირს საქართველომ მხოლოდ ერთხელ უმასპინძლა - 1985 წელს, თბილისში, მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ერთ-ერთი ჯგუფის მატჩები გაიმართა, სადაც ბრაზილიის, ესპანეთის, ირლანდიისა და საუდის არაბეთის ნაკრებებმა ითამაშეს. მაგრამ ეს იყო მხოლოდ ნაწილი ტურნირისა, რომლის მასპინძელიც საბჭოთა კავშირი იყო და არა - საქართველო.

დიდი მოვლენა გველის 2015 წლის აგვისტოშიც, როცა "დინამო არენა" ევროპის სუპერთასის მატჩს უმასპინძლებს.

მაგრამ ესეც ერთი მატჩი იქნება, მთელ ტურნირს კი, თუნდაც ეს 19-წლამდელთა ჩემპიონატი იყოს, განსაკუთრებული ორგანიზება სჭირდება - ეს უდიდესი პასუხისმგებლობა და პატივია.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავას თქმით, მატჩები თბილისში, რუსთავში, მცხეთასა და გორში გაიმართება. ცხადია, ამ ყველაფრის შედეგი იქნება ის, რომ ამ ქალაქებში საფეხბურთო (და არა მარტო) ინფრასტრუქტურა უეფას სტანდარტების შესაბამისად უნდა გაუმჯობესდეს - უეფა მხოლოდ კოსმეტიკური რემონტით არ დაკმაყოფილდება.

"ეს არის ძალიან კარგი ამბავი, ჩვენი ქვეყნისა და ფეხბურთისთვის უმნიშვნელოვანესი ღონისძიება. ეს არის ჩვენი ქვეყნის მიღწევა და არა მხოლოდ ფეხბურთის ფედერაციის.

თუ ევროპის სუპერთასი მხოლოდ თბილისში იქნება, ევროპის ჩემპიონატს უკვე მთელი ქვეყანა უმასპინძლებს. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ სწორი გზით მივდივართ და ჩვენს ქვეყანას უეფაში დიდი ნდობა აქვს.

მატჩები ოთხ ქალაქში გაიმართება, 8 ნაკრებს ვუმასპინძლებთ.

უნდა იყოს გამართული ინფრასტრუქტურა, სტადიონები... ამის შესახებ მთავრობასთან უკვე ვილაპარაკეთ. შევათანხმეთ, რომ აუცილებელია გორის სტადიონის რეკონსტრუქცია და მეორე ტრიბუნის აშენება; მცხეთაში - ტრიბუნებისა და საფარის შეცვლა, VIP და პრესლოჟების მოწყობა; რუსთავში - მინდვრის შეცვლა, განათება, ტრიბუნების გადახურვა და ასე შემდეგ", - განაცხადა სიჭინავამ გადაცემა "არენაში" ჩართვისას.

უეფას გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, დღეს, 28 იანვარს, 10:30 წუთზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიაცენტრში, სფფ-ის ხელმძღვანელები პრესკონფერენციას გამართავენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქართლოსი
რა უხარია ამ .წაწყმეტილს, არველაძე და დომენტი დროზე გადადექით, რომ ახალმა ფედერაციამ ახალი აზრები და პასუხისმგებლობა ხელში მალე აიღონ, აი მაშინ ეშველება ქართულ ფეხბურთს, როცა თქვენ არ იქნებით მმართველობაში.
temo
არც რეზო და არც დომენტი
თბილისი
მაგარია ძააან! იმედია ამას დომენტი არ ჩაატარებს :)
nukri
ატარეტ და იკავიტ მეტი რაშეგიზლიატ მუქტახორებო
kaxelo
არგია არა პეხბურტელები რომ მატხოვრებატ იქცნენ და პრაქტიკულად ჩემპიონატი არაგვაქვს ესარი სასიხარულო ტუ ერტკვირაში რომ მორჩება და კველაპერი ისტორიას ჩაბარდება და ჩვენ რა დაგვრჩება ისევ მიცაზე გასცორებული ჩემპიონატი ესარი არა კარგი
mamuka09ze
ნუკი ილანძგებით, გაიხარეთ, ხალხო, საქართველოში ევროპის ჩემპიონატი ტარდება.უკეთესი მსოფლიო ჩემპიონატია მარტო!
vaxo
დომენტი რა ჩაიტანეტ უეფაში პეტრიაშვილის მეშვეობიტ საზიგრებო ტქვენ აქ ჩემპიონატი გაპარტახებული გაქვტ და რა გიხარია სიჩინავა მატხოვარო შენ ნამუსი რომ ქონდეს ცახვიდოდი და პეხბურტსაც ეშველებოდა ვირტხებო ტქვენ
g
ბომბააა გორშიოოო?ძაან მაგარი იქნებააა,მარა სანამ არ ვნახავ ჯერ ტყუილ ოცნებას ვერ მივეცემი..წარმატებები ქართულ ფეხბურთს..
kacho
რაო დომენტი გიხარია არა შე არალეგიტიმურო სახელმციპოს ხარჯზე გინდატ არა ჩაატაროტ
[VIDEO] U21. საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
საბა ხარებაშვილი 19-წლამდელებს შეუერთდება
"მახსოვს, რაც ხდებოდა მაშინ, მაგრამ პრეზიდენტობა არასდროს მინანია"
ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?
U19. საქართველოს ნაკრებმა ბოლო ტურში გაიმარჯვა, მაგრამ ჯგუფში ჩარჩა
ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ
[VIDEO] U19. სამი გოლი კომპენსირებულ დროში - საქართველოს ნაკრები ისლანდიასთან დამარცხდა
U19. ევროპირველობის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
[ლელოს სტუმარი] გია ცეცაძე წარსულზე, კარიერაზე, ჩემპიონობაზე, ნაკრებზე...
ბეტონის ჯებირი და უეფას სტანდარტი - აჟიოტაჟი ზუგდიდის სტადიონის გამო
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის