სილვესტერ სტალონემ "გუდისონ პარკი" ააფეთქა
ფოტოზე: სილვესტერ სტალონემ "გუდისონ პარკი" ააფეთქა

საფეხბურთო მატჩების დროს, შესვენებაზე რომ კლოუნები გამოდიან ხოლმე, სწორედ ასეთ კლოუნად მოგვევლინა ლეგენდარული ჯონ რემბო და როკი ბალბოა.

იტალიაში ვნახეთ ფსიქოპათი, ინგლისში - ბანანი, ესპანეთში კი - რონალდომ კანტონას "ხსოვნას" პატივი მიაგო.

იტალია

მილანელი ფსიქოპათი

კლასი არ გვყოფნის, მაინც ვაგებთ და ხელ-ფეხს მაინც გავიქნევო, გაიფიქრა "მილანის" მცველმა ფილიპ მექსემ და რომის "სტადიო ოლიმპიკოზე" დაახლოებით ისეთ როლში მოგვევლინა, როგორშიც კირილეა "სამანიშვილის დედინაცვალში", როცა ჩაის სთავაზობენ, ან ქორწილის ეპიზოდში, თანამეინახეს რომ აუშარდება.

"მილანის" თავკაცმა ფილიპო ინძაგიმ (რომელიც, გაგიკვირდებათ და, ჯერ კიდევ პოსტზეა) "ლაციოსთან" მატჩის წინ თქვა, რომში დუჟმორეული ცხოველებივით უნდა ვიბრძოლოთო და მექსემ, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე, მწვრთნელის ნათქვამი ან პირდაპირი მნიშვნელობით გაიგო, ანაც წითელ ბარათზე ფული ჰქონდა დადებული.

როცა მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე სტეფანო მაურიმ მას ყურში რაღაც, ალბათ, ერთობ არასასიამოვნო რამ ჩასჩურჩულა, ფსიქოპათი მექსე გაცოფდა და ისეთი ილეთი ჩაუტარა, ნებისმიერ მოჭიდავეს რომ შეშურდებოდა.

კლასი და საფეხბურთო შესაძლებლობები "მილანს" დიდი ხანია, აღარ ჰყოფნის, მაგრამ "როსონერიმ" ეს წელიწადი მაინც ისტორიულად ცუდად დაიწყო: მხოლოდ 1 ქულა ბოლო 4 მატჩში. ეს იყო "მილანისთვის" წლის ყველაზე ცუდი დასაწყისი 1941 (!) წლის შემდეგ.

გარდა ამისა, ზუსტად 30 წლის წინათ "მილანის" რიგებში დებიუტი ჰქონდა "ვინმე" პაოლო მალდინის, ახლა კი "როსონერის" დაცვაში ვხედავთ ორიენტაციადაკარგულ ალექსს, ფსიქოპათ მექსეს, მარცხნივ კი დაბნეულ და გზააბნეულ პაბლო არმეროს.

"მილანის" გულშემატკივრები ადრიანო გალიანის უკვე ცოცხალ-მკვდარს აგინებენ, სილვიო ბერლუსკონის კი ჯერ მაინც ვერ უბედავენ ამდენს - შეიძლება იმის გამო, რომ სილვიომ თქვა, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ 2015 წელს გუნდმა სახე დაიბრუნოსო.

იტალიურ მასშტაბებს თუ გავითვალისწინებთ, შეიძლება, ჯერ კიდევ არ იყოს გვიან...

"უემბლი" იტალიაში

ბოლო ორ თვეში იტალიაში მესამედ მოხდა "უემბლი" - ამჯერად კვირას, გენუაში. "პალერმოს" ფეხბურთელ მორგანელას დარტყმის შემდეგ ბურთი ჯერ ხარიხას მოხვდა, მერე კი აშკარად გადაკვეთა კარის ხაზი, რაც იმას ნიშნავდა, რომ ანგარიში სიცილიელთა სასარგებლოდ 2:1 უნდა გამხდარიყო, მაგრამ კარის მსაჯმა გოლი არ ჩათვალა.

იმ დღეს არც მთავარი არბიტრი იყო ფორმაში და პროტესტის გამო სიცილიელთა მეკარეების მწვრთნელი, მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, ფიტნეს-მწვრთნელი და ფიზიოთერაპევტი მოედნიდან გააძევა.

"მოედანზე 45 მსაჯია და 45-ივე ბრმაა!” - ცოფებს ყრიდა საფინალო სასტვენის შემდეგ მორგანელა.

ინგლისი

დედა, რა იყო ეს, ა?!

გეთანხმებით, ჟურნალისტები ამა თუ იმ მოვლენის შეფასებისას ხშირად ვაჭარბებთ ხოლმე და მომხდარზე არცთუ იშვიათად ზედმეტი აჟიტირებით ვწერთ, ვამძაფრებთ, მაგრამ ამ შემთხვევაში გადაჭარბებული ოდნავადაც არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ გასული უქმეების (პარდონ, უიქენდის) შემდეგ ფეხბურთის ისტორიას კიდევ ერთი საინტერესო ფურცელი ჩაემატა.

ის, რაც ლონდონის "ჩელსიმ" მესამელიგელ "ბრედფორდთან" მოიმოქმედა, არც ერთ ჩარჩოში არ ჯდება, არც დაწერილ კანონებს ემორჩილება და, მით უმეტეს, არც დაუწერელს. დიახ "ჩელსი", ჟოზე მოურინიოს სანაქებო "ჩელსი" და არა, ვთქვათ, დასუსტებული "ლივერპული" - ეს მართლა "ჩელსიმ" ქნა! "არისტოკრატებმა" გააკეთეს ის, რასაც მეფეებიც აკეთებენ ხოლმე ტუალეტში.

ლონდონური კლუბი მესამელიგელ "ბრედფორდს" საკუთარ "სტემფორდ ბრიჯზე" 2:0-ს უგებდა და 2:4 წააგო. აბსურდია ეს! ბანანია! მაგრამ მართლა მოხდა!

ამდაგვარი რაღაცები ხდება ხოლმე. რა არ ხდება? მაგრამ, აბა, ეს ნახეთ: პირველი - ბოლო თერთმეტ შეხვედრაში "ჩელსის" მხოლოდ ორი გოლი ჰქონდა გაშვებული, "ბრედფორდთან" კი ერთბაშად 4 გაუშვა; მეორე - მესამელიგელ გუნდს "ჩელსისთვის" 4 გოლი ბოლოს 1958 (!) წელს ჰქონდა გატანილი; მესამე - ჟოზე მოურინიოს სამწვრთნელო კარიერაში პირველად მოხდა ისე, რომ ჟოზეს მიერ გაწვრთნილმა გუნდმა საკუთარ კედლებში 4 გოლი გაუშვა.

მატჩის შემდეგ მოურინიომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კაცია - შევიდა მეტოქე გუნდის გასახდელში და "ბრედფორდის" თითოეულ ფეხბურთელს ხელი ჩამოართვა.

"ჩელსის" დაუჯერებელი ამბის ფონზე დიდად დაიჩრდილა ის ფაქტი, რომ ასპარეზობა "მანჩესტერ სიტიმაც" სამარცხვინოდ დაასრულა - არადა, თასიდან პრემიერლიგის პირველი და მეორეადგილოსნები გავარდნენ. ინგლისურ ფეხბურთში ბოლოს ასეთი რამ 1951 წელს მოხდა.

რემბო, რემბო...

ნამდვილმა გულშემატკივრებმა იციან, რომ სილვესტერ სტალონე "ევერტონის" ფანია. ყოველ შემთხვევაში, ამ კლუბის კაშნე აქვს და ერთხელ ერთ თამაშს დაესწრო. ეს 8 წლის წინ მოხდა და შეხვედრა, რომელშიც "ევერტონი" "რედინგს" ეთამაშებოდა, სტალონეს არასდროს დაავიწყდება - იმ 1:1-მა სილვესტერს ისე დასწყვიტა გული, რომ მას მერე "გუდისონ პარკისკენ" აღარც გამოუხედავს.

სტალონე ამჯერად "ევერტონის" სტადიონზე დიდი ამბით დააანონსეს: შესვენებაზე გიჩვენებთ ვიდეოს, სადაც ლეგენდარული რემბო და როკი "ევერტონის" ყველა ფანს გრანდიოზული სიტყვით მიმართავსო.

შესვენებისას ეკრანზე მართლაც გამოჩნდა სტალონე, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ "ევერტონის" სიყვარულზე ესაუბრა, გულშემატკივრებს რჩევა-დარიგებები მისცა და მთლად უაზრობა რომ არ გამოსულიყო, ბოლოს Go Everthon დაიძახა.

რა გასაკვირია, რომ სტალონეს გამოსვლამ ვერც ფანებზე იმოქმედა და, მით უმეტეს, ვერც ფეხბურთელებზე - მატჩი 0:0 დასრულდა.

გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს...

ფეხბურთის ფანატიკური სიყვარულის სხვადასხვა გვერდით მოვლენაზე ბევრი რამ გვსმენია. ფანები შვილებს მათი საყვარელი მოთამაშეების სახელებს რომ არქმევენ, ჩვეულებრივი ამბავია.

როგორი ამბავია, შენი ცოლი ბავშვებს სადილზე ასე რომ მოუხმობს: "კრიშტიანო, ლიონელ, დიეგო, ზინედინ, მოდით, სადილი მზადაა!"

"ლივერპულის" ნორვეგიელმა ფანმა თავის ქალიშვილს YNWA დაარქვა. მიხვდით, ალბათ, ინიციალებია და You'll never walk alone იგულისხმება.

ცოლი ამბობს, ამის ალტერნატივა ჯერარდი იყოო...

ესპანეთი

ტორესისთვის შეუძლებელი არაფერია

ვინ იფიქრებდა, რომ ფერნანდო ტორესი "ატლეტიკოში" დაბრუნებისთანავე ძველ "ელ ნინიოდ" გადაიქცეოდა? რა თქმა უნდა, არავინ! მათ შორის, არც კრეიგ ბარლი.

ამიტომაც იყო, "ჩელსის" ყოფილი ფეხბურთელი ბრიტანულ ტელევიზიაში სანაძლეოს რომ ჩამოვიდა, თუ ტორესი ესპანეთის თასზე "რეალს" გოლს გაუტანს, "ელ ნინიოს" მკლავზე ამოვისვირინგებო.

ნაცვლად იმისა, რომ ტორესის გოლის შემდეგ ლანძღვა-გინება აეტეხა, კრეიგმა "თვითერზე" დაპოსტა, ტატუ-შოპებში ჩამორეკვას ვიწყებო. ორიოდე დღის შემდეგ კი ESPN-მა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ბარლიმ ტორესი მართლაც ამოისვირინგა.

მაგრამ ვინც იფიქრა, რომ კრეიგი კაცური კაცია, სანაძლეო წააგო და დანაპირები შეასრულა, მწარედ შეცდა: ინტერნეტში მალევე გამოჩნდა ვიდეოები, სადაც დასტურდება, რომ ტორესის ტატუ გაქრა.

თავად ბარლიმ თქვა, ტატუ ფერნანდომ თავად გააქროო, რაზეც, რა თქმა უნდა, ასე უნდა ვუპასუხოთ: Bullshit! თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, ჩვენ არ გვჯერა, რომ ტორესს ეს თეორიულად მართლა შეუძლია.

რონალდოს მოკითხვა კანტონას

ძალიან კეთილი უნდა იყო, რომ თქვა, გასულ უქმეებზე კრიშტიანო რონალდოს მძიმე დღეები ჰქონდაო. ნურც იმ ფაქტს მივაქცევთ ყურადღებას, რომ როცა წითელი ბარათის მიღების შემდეგ მოედანს სტვენის ფონზე ტოვებდა, ხელს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ლოგოზე იცემდა.

ხაზგასასმელი არც ისაა, რომ კრიშტიანო ლა ლიგაში სულ 4-ჯერ გააძევეს და აქედან სამ შემთხვევაში არასპორტული საქციელისთვის დაისაჯა. სამაგიეროდ, აღსანიშნავია ის, რომ ამ ოთხიდან სამი წითელი ბარათი მან ანდალუსიური კლუბების წინააღმდეგ მიიღო.

ოჰ, ეს სამხრეთესპანელები.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ იმ დღეს ზუსტად 20 წელი გავიდა ერიკ კანტონას ლეგენდარული გაძევების შემდეგ. გაგახსენებთ, რომ კანტონაც "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშობდა და იქ ისიც 7 ნომერი იყო.

ვინც ახლა იტყვის, რომ ეს სისულელეა, ვუპასუხებთ: დიახ! მაგრამ გუშინ გამოცემა AS წერდა, რონალდოს მხოლოდ 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯესო. ესეც სისულელეა, მინიმუმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

xevsuri1
ახალ როკის იღებენ და გულშემატკივრები და სტადიონი ჭირდებოდა რეჟისორს)
del piero 10
კარგია ასე გააგრძელეთ ჯიგრებო. რონალდოს 2 მაჩიანი მართლა სისულელე იყო... ფედერაცია და რეალი... მაურინიო კაციაო?? მაურინიო არის შოუმენი,მსახიობი და არა კაცი
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
"მის ადგილას აქ აღარ ვიქნებოდი" - მოურინიომ ვინისიუსზე ისაუბრა
"მსგავსი გიგანტების მენტალიტეტის გაგება უჭირთ" - ხაბიბმა რონალდოს შესახებ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა
დრიბლინგი: გიბრალტარელი კლოზე და ჩაძინებული ქალბატონი
დასახელდა პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო ტრანსფერი
პერესის გეგმა B - ცნობილია, ვინ ჩაიბარებს "რეალს", თუ მოურინიოს გაათავისუფლებენ
"საბურთალოს" მცველმა "შერიფის" ფეხბურთელებს თავბრუ დაახვია [VIDEO]
დრიბლინგი: როგორ წაუთაქა კოსტაკურტამ გატუზოს [VIDEO]
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
"ელ ნინიო" წავიდა - ფერნანდო ტორესმა კარიერა დაასრულა
ფერნანდო ტორესი "ატლეტიკოს" დუბლებთან აღარ იმუშავებს
დრიბლინგი: ანდრეა პირლომ დარდი არ იცის...
ვარსკვლავები და ფეხბურთი - ვინ ვის გულშემატკივრობს
დრიბლინგი: სხვა პირლო სად არის?!
დრიბლინგი: ხუთი წლის რონალდო [VIDEO]
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყველა დროის 5 საუკეთსო თავდამსხმელი - ვინ არიან ისინი?
"ევერტონს" როკი ბალბოაც ვერ შველის
"ეს ორმაგი სტანდარტია, მოკვეთეთ ისრაელის ნაკრები და კლუბები ტურნირებიდან!" - ერიკ კანტონა
ფერნანდო ტორესი კარიერას განაახლებს
კრიშტიანო რონალდოს ვაჟი პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოიძახეს
მოურინიო: რონალდომ თავისი ეგოს კონტროლი უნდა ისწავლოს
ტორესის ბოლო მატჩი - ინიესტას ბრწყინვალე პასი და 6 გოლი მეტოქისგან [VIDEO]
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
საყვედური მოურინიოსგან - ჟოზეს მბაპეს საქციელი არ მოეწონა
[VIDEO] საკუთარი თავის გარდა ყველას ადანაშაულებს - ვინისიუსი მოურინიოზე გაბრაზდა
ფერნანდო ტორესი "ატლეტიკო B"-ს მწვრთნელად დანიშნეს
გიგზი: ფერგიუსონს ამ 4 ფეხბურთელისთვის არასდროს დაუყვირია
[VIDEO] "მივდივარ თავაწეული, ვამაყობ განვლილი გზით!" - ისტორია დასრულდა... კრიშტიანო რონალდო ეროვნული ნაკრებიდან წავიდა
"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება
ერიკ კანტონამ "მანჩესტერის" თამაში მოხუცებულის სექსს შეადარა
რუნი ბებერ ქალთან ჟი***ობდა, გიგზი ძმის ცოლთან, კანტონამ ფანი ლამის მოკლა - გასკოინმა ფერგიუსონს უპასუხა
ფერნანდო ტორესი "ატლეტიკოში" დაბრუნდა
"რეალი" დუმს - რონალდოს სანაკრებო კარიერის დასრულებას მისი ყოფილი კლუბები გამოეხმაურნენ