სილვიო ბერლუსკონის ვაჭრობის ამბავი

იტალია

მისტერ ბი თუ მისტერ ლი?

პრინციპში, სილვიო ბერლუსკონისთვის ნაღდად სულერთია, "ბი" იქნება თუ "ლი" - მთავარია, ფული ჩაიდოს. ბევრი ფული! ფაქტია, რომ სილვიოს "მილანის" კრიზისიდან გამოსაყვანად მხოლოდ ერთი რეცეპტი აქვს და ეს აზიური ფულია.

შაბათს სილვიო ტაილანდელ ბროკერ ბი ტაეჩაუბოლს (თუ როგორც ჰქვია) შეხვდა და უნდა, რომ ამ უკანასკნელს "მილანის" აღორძინების საქმეში 500 მილიონი ევრო ჩაადებინოს. მისტერ "ბი" თანახმაა, მაგრამ ამ თანხის სანაცვლოდ "მილანის" 51-პროცენტიანი წილი უნდა. თუმცა ბერლუსკონის 49 პროცენტზე მეტის დათმობა არ სურს.

"მინიმუმ 51 პროცენტი მე უნდა დავიტოვო და პრეზიდენტის პოსტზე უნდა დავრჩე", - განაცხადა ბერლუსკონიმ, რომელმაც "მილანი" 1986 წლის თებერვალში გადაიბარა და რა გასაკვირია, რომ ასე "სწრაფად" დათმობა არ უნდა.

მისტერ "ბი" ტაილანდში გაბრუნდა, თუმცა უარი არ უთქვამს და, სავარაუდოდ, 49-პროცენტიანი წილის ყიდვასაც დათანხმდება, მაგრამ ბერლუსკონი თავს იზღვევს და იტალიურ პრესაში ჭორი თუ მართალი გაავრცელა, ჩინელები მზად არიან, 49 პროცენტში 500 მილიონი ჩადონო.

ასე რომ, მისტერ "ბი" და მისი კომპანიონები შანხაისა და აბუ დაბის მდიდრებს უფრთხიან.

როგორც იტალიური პრესა წერს, რიჩარდ ლი (მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებში 86-ე ადგილზე რომ არის) "მილანისთვის" შეთავაზებას ამზადებს. მართალია, ბერლუსკონიმ ოფიციალურად მისტერ ლის ამბავი უარყო, მაგრამ მაინც...

მოკლედ, მთავარია, ფული იყოს, "მილანი" ფეხზე დადგეს და რა მნიშვნელობა აქვს, "ბი" იქნება თუ "ლი"...

დე შილიო

"მილანში" ფულის შოვნა და ახალი ეტაპის დაწყება რომ აუცილებელია, ამაში "როსონერის" უკანასკნელ ოპტიმისტ ტიფოზებს ნეაპოლში 0:3-ზე წაგებული მატჩი მაინც დაარწმუნებდა; ან მხოლოდ ის ფაქტი, რომ მატია დე შილიომ მატჩის 49-ე წამზე (!!!) წითელი ბარათი "აირტყა".

"სკაის" რეპორტიორმა დე შილიოს გაძევების შემდეგ თქვა, ფილიპო ინძაგიმ ტაქტიკა 4-4-1-1-ზე უნდა გადააწყოსო, რაზეც, რა თქმა უნდა, მთელმა საფეხბურთო იტალიამ დასცინა. ამრიგად, დე შილიო ახალი რეკორდის მფლობელია - სერია A-ს ისტორიაში ის უკვე ყველაზე სწრაფად გაძევებული ფეხბურთელია.

რეკორდი აქამდე კალიარელ ლუის ოლივეირას ეკუთვნოდა, რომელიც 1999 წელს საშხაპეში მატჩის 50-ე წამზე მიაბრძანეს.

ალეგრის კვერცხები

"იუვეს" ზედიზედ მეოთხე ჩემპიონობა თეორიულად ჯერ კიდევ თვეების წინ ჰქონდა განაღდებული, ახლა კი ოფიციალურად გაიფორმა სკუდეტო, რომელიც ტურინული გრანდისთვის 10 000 პროცენტით დამსახურებულია.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ "იუვენტუსი" მასიმილიანო ალეგრის ხელში გაცილებით სოლიდურ სეზონს ატარებს, ვიდრე ანტონიო კონტეს დროს. არადა, სეზონის წინ "იუვეს" ფანებმა ალეგრი ლამის პერსონა "ნონ გრატად" გამოაცხადეს, "მილანის" ქომაგები კი "იუვეს" ტიფოზერიას დასცინოდნენ, ტურინში ალეგრის უკვე "მაქსს" ეძახიანო...

"ვიხსენებ, როგორ გვაკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ კონტეს ნაცვლად ალეგრი დავნიშნეთ და ახლა ამაზე უკვე მეღიმება. როცა კონტე წავიდა და მაქსი მოვიყვანეთ, ვისაც არ დაეზარა, ყველამ გაგვლანძღა. გვაგინებდნენ, გვაფურთხებდნენ და ულტრასები კვერცხებსაც კი გვესროდნენ", - ეს "იუვენტუსის" სპორტული დირექტორის, ბეპე მაროტას სიტყვებია.

ტურინელთა პრეზიდენტმა კი მოკლე კომენტარი გააკეთა: "ალეგრის კვერცხები ნამდვილად ჰქონია!" - განაცხადა ანდრეა ანიელიმ.

ინგლისი

"ჩელსის" მთვლემარე ფანები

"ჩელსიმ" ინგლისის ჩემპიონობა შთამბეჭდავი უპირატესობით, ფინიშამდე სამი ტურით ადრე გაინაღდა - ლონდონელებმა ეს "კრისტალ პალასთან" 1:0-ით მოახერხეს.

მიუხედავად იმისა, რომ წინ საჩემპიონო ზეიმი ელოდათ, "ჩელსის" ფანები მაინცდამაინც გახარებულები არ ჩანდნენ - ყოველ შემთხვევაში, "სტემფორდ ბრიჯზე" გოლის შემდეგ ზედმეტად არისტოკრატიული განწყობა იყო, რაც ჟოზე მოურინიოს ძალიან არ მოეწონა.

პირველი ტაიმი რომ დამთავრდა, გაბრაზებულმა მოურინიომ კატაკომბებში გაუჩინარებამდე "კრისტალ პალასის" ფანებს დემონსტრაციულად დაუკრა ტაში - მაგრები ხართო. საქმე ისაა, რომ სტადიონზე ისინი უფრო მეტს ხმაურობდნენ, ვიდრე მომავალი ჩემპიონის ფანები. ამასთან, ჟოზემ "ჩელსის" ქომაგებს მძინარე კაცის ჟესტი გაუკეთა და კატაკომბებში თავის ქნევით გაუჩინარდა.

"ისეთი განცდა მქონდა, თითქოს ცარიელ სტადიონზე ვთამაშობდით. ეს ნამდვილი საშინელებაა", - კბილებში გამოსცრა ჟოზემ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე.

თვითმფრინავი "ენფილდზე"

"ლივერპულის" თავკაცი ბრენდან როჯერსი განაწყენებულია. "ქუინზ პარკ რეინჯერსთან" 2:1-ზე მოგებულ მატჩში მას "ენფილდზე" ასეთი შინაარსის მქონე ტრანსფარანტი გადმოუკიდეს: "როჯერ, წადი, რაფა მოვიდეს!"

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ბრენდანს ამაზე ლაპარაკი არ უნდოდა, მაგრამ ჟურნალისტებმა აალაპარაკეს:

"სამწუხაროდ, ფეხბურთის გულშემატკივრებს ბევრი რამ ძალიან მალე ავიწყდებათ ხოლმე. შარშან ამ დროს კინაღამ ინგლისის ჩემპიონობა ვიზეიმეთ, ახლა კი მოედანზე თვითმფრინავები დაფრინავენ", - გულდაწყვეტით თქვა "ლივერპულის" დამრიგებელმა და იქვე დასძინა, - თუმცა, მე მგონი, ეგ ბანერი რაფას მრჩეველმა გადმოფინა".

ესპანეთი

ესპანელი კოლეგა

ჟურნალისტის მიერ კოლეგის გაკრიტიკება რომ არაკოლეგიალურია, ვიცით. "დრიბლინგის" ერთგულ მკითხველებს კი გეცოდინებათ, რომ ეს ესპანელ ჟურნალისტებს არ ეხება.

ჩვენი ესპანელი კოლეგების შესახებ ადრეც არაერთხელ დაგვიწერია და ახალს არაფერს ვამბობთ, მაგრამ მაინც: ის ფაქტი, რომ ესპანური სპორტული ჟურნალისტიკა ისევეა დამოუკიდებელი და ობიექტური, როგორც ნებისმიერი ხუთი წლის ბავშვი, თქვენც კარგად მოგეხსენებათ და ჩვენც.

ტომას რონკერო გაზეთ AS-ის ჟურნალისტი და ამავდროულად, მადრიდის "რეალის" თავგადაკლული ფანია, რასაც ეს პატიოსანი პიროვნება არც მალავს. მეტიც, 49 წლის კაცი შანსს არ უშვებს ხელიდან, რომ "ბარსას" არ უკბინოს და უკლებლივ ყველა სტატიაში "რეალის" სიყვარულს გვიზიარებს. ამ თემით, ანუ რონკეროს "რეალის" ფანობით უკვე თვით გაზეთიც სპეკულირებს.

AS-მა თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ზემოთ ხსენებული ტომას რონკერო "რეალისა" და "სევილიას" მატჩს ტელევიზორში უყურებს და შეხვედრაში მიმდინარე მოვლენებს ერთობ ემოციურად განიცდის.

იხილეთ ვიდეო

აი, ასეთი ობიექტურები და ნეიტრალურები არიან ესპანელი ჟურნალისტები.

რონალდო

კრიშტიანო რონალდო რომ ეგოისტია, აქამდეც ვიცოდით, მაგრამ პორტუგალიელს ეგოიზმი ისე განუვითარდა, რომ თუ ვინმემ ან რამემ არ შეაჩერა, მართლაც ძალიან მაგარი ფეხბურთელი მალე მთელი მსოფლიოს დაცინვის ობიექტი გახდება.

რა თქმა უნდა, ალვარო არბელოას გოლს ვგულისხმობთ. უფრო სწორად, რონალდოს რეაქციას არბელოას გოლის შემდეგ, როცა იმით განაწყენებულმა, რომ თანაგუნდელმა დაასწრო და გოლი გაიტანა, გამწარებულმა პორტუგალიელმა ჯერ ბურთს ფეხი დასცხო და ბადე კინაღამ გახია, მერე კი თავის უშნო ქნევით გამოემართა, მის უკან კი არბელოა და სხვები ზეიმობდნენ.

იხილეთ ვიდეო

კრიშტიანო უკვე ხუთი წლის ბავშვივით იქცევა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

sake
რონალდუ-ს მსგავს ადამიანს უკანალს ამსგავსებენ ყველგან და ყოველთვის მე რამდენადაც ვიცი.
Del Piero 10
ეს არ იყო დრიბლინიგი... ეს გარბენი იყო
!!!!! - s
რეალის პუბლიკა გაცილებით მეტს იმსახურებს. მესის ბურთი კი არ უნდა ესროლა ზარბაზანი უნდა ესროლა მაგ ბოღმა გნიდებისთვის. რონალდო რო კაცი არაა მაგას მსოფლიოს 70% დაადასტურებს და შენ 5 კაცი რო გეუბნება ბოლიც უნდა გამოუშვა. AS კიდე ყველაზე ფერჩაკი ჟურნალია მთელ მსოფლიოში და მაგასაც და მარკასაც რეალი აფინანსებს და რატო არ იქნება ფანი
luka
კაცს თუ ფეხბურთი გიყვარს რატო უნდა მოგწონდეს რონალდო? :დ ტიპი ხეა იმენა

მესი კაცია? მესისგან სახეში შეფურხებები და რეალის ფანებისკენ დატყმული ბურტი და ასე შემდეგ ბევრი მახსოვს მასეთს "პიჟონი" რონალდოც კი არ კადრულობს ;) რონალდომც დაუტმო ადრე რამოს ალონსოსაც პენალტი და რაა მერე. არბელოას საქციელი კაცობა იყოო? მიირბინა და პატკატით გაიტანა და არ გაატანინა გუნდელს რომელიც ტიტულისთვის იბძვის! არბელოას პირველად არ შეშლია რეალში კასილასსაც ბოდიში მოუხადა ადრე. მე იმას კი არ ვამტკიცებ რო რონალდო საუკეთესო ხასიათის ადამიანია, უბრალოდ ამ ეპიზოდში სამართლიანად გაბრაზდა. არაობიექტური და სულელეური სათაური აქვს ამ სტატიას!
გიგლია
!-ს. არ გეწყინოს ძმაო და შენ საერთოდ არა გქონია ობიექტურობაზე სალაპარაკო.
ese igi
ისე ძველ მომენტს გაგახსენებ ვიდეო მოიპოვე რონალდუმ იმ წელს 40 გოლი გაიტანა და ბომბარდირი გახდა 10 ბოლო სამ ოთხ თამაშში, როცა ბარსა უკვე ჩემპიონი იყო და ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის თავს ზოგავდა, 2011 წელს. ერთ ერთ ბოლო თამაშში რონალდუმ მოუგერიებელი დაურტყა და დარწმუნებული გოლში კარებს შემოურბინა და ამ დროს ნახა რო მეკარეს ბურთი მოგერიებული ქონდა და დამატებაზე (არ მახსოვს მგონი ადებაიორი) ურტყავდა და გოლიც გაიტანა. შენ იქ უნდა გენახა რონალდუს ბოღმიანი გამოხედვა და წიკები. ფეხბურთელი კაციც უნდა იყოს!!!!
ese igi
ესეიგი ეგ შენი ლიუბიმჩიკი პენალსაც არავის დაუთმობს არა? იმიტომ რო ბომბარდირობა უნდა? მესიმ რო დაუთმო ნეიმარს? არ უნდოდა? ძალიან უნდოდა ჰეთრიკი გამოვიდოდა და რონალდუსაც ეწეოდა მაგრამ? ნეიმარს არ ქონდა კაი ხანი გატანილი და კაცურად სთხოვა, მესიმაც კაცურად დაუთმო... ფეხბურთელებიც კაცები არიან, აი რონალდუ კი ვერა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

საკუთარ თავს უნდა მიხედოთ რა ობიექტურობაზე ლაპარაკობთ! რონალდოს ეპიზოდზე მოიპოვეთ ფოტოები და ნახავთ რო ეცინება ბადეში ბურთის დარტყმის დროს, არბელოა არ მოიქცა სწორად როდესაც დაინახა რომ რონალდო იტანდა მიირბინა და დაასწრო, ეს არ იყო სწორი საქციელი იმიტო რო სეზონის ბოლოა და მესისთან ბომბარდირობისთვის ბრძოლაში ყველა გოლს მნიშვნელობა აქვს!!!!!!!!!
"ესპანეთი სპორტის ყველა სახეობაში ასეთი წარმატებული ამ მიზეზის გამოა" - პეპ გვარდიოლა
"ოქროს ბურთი"? საერთოდ არ მაინტერესებს" - ჯუდ ბელინგემი
[VIDEO] კარგი მეორე ტაიმი, ადუაშვილის ლამაზი გოლი და თბილისის "დინამოს" ფრე "ფიორენტინასთან"
საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარჯიში OAKA არენაზე
სანიოლი გამოირიცხა - პოლონეთის ნაკრების მწვრთნელი გადაყენებას გადაურჩა
ამაშუკელი ლონდონში იმსაჯებს
"ბაიერნმა" მუსიალას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა
რონალდოს გაასწრო და ბეილთან ერთ ნაბიჯშია - მბაპე უკვე "რეალის" ტოპ 20-შია
"საბაჰს" ესპანური გუნდის ფილოსოფია აქვს" - რა თქვა ფლიკმა აზერბაიჯანული მატჩის წინ
"თავი უხერხულად ვიგრძენი, მაგრამ იტალიის ნაკრების გაწვრთნაზე უარი ამიტომ ვთქვი" - გვარდიოლამ "სკუადრა აძურას" შესაძლო ჩაბარებაზე ისაუბრა
"ფროზინონეს" სტადიონს იტალიაში საქართველოს ელჩი ესტუმრა
[VIDEO] "არსენალმა" "დორტმუნდს" ვერ მოუგო - "რეალმა" პსვ გაანადგურა და უდანაკარგოდ მიიწევს წინ
ლომი არსად ჩანდა - სტამბოლელმა "ლომებმა" "ასტონ ვილას" მოუგეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 დინამო (თბ). მათეს გახარება - "დინამო" ვაწაძემ გადაარჩინა!
ლუის ენრიკე: გგონიათ, "კვარას" და დუეს გამო ვიტირებთ და ვიწუწუნებთ?
ვინისიუსი კვარაცხელიას ნაცვლად? - ფრანგული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
ქართველი მსაჯები უეფას ახალგაზრდული ლიგის მატჩს მოემსახურებიან
გოგლიჩიძის თანაგუნდელის შეძენა ტოპ-კლუბებს სურთ
როტენის აზრით, პსჟ-ს კვარაცხელიას და დუეს გარეშე ჩემპიონთა ლიგის მესამედ მოგება გაუჭირდება
უკრაინის ნაკრების პოტენციურ ახალწვეულს რუსული პასპორტი აღმოაჩნდა
"ჩოლო" უკვე რეკორდსმენია - სიმეონეომ ლა ლიგაში არაგონესი უკან ჩამოიტოვა
დოვბიკი ლა ლიგაში ბრუნდება და მხსნელად "ვალენსიას" უნდა მოევლინოს
მატჩის დღე! ხვიჩასა და დუეს გარეშე - ესპანური გუნდი საქართველოში
"თუ ისინი გაიფიცებიან, ნახავთ როგორ გაათავისუფლებენ ინფანტინოს" - როტენმა მესის, რონალდოსა და მბაპეს მიმართა
"გვეგონა, დინოზავრები გადაშენდნენ" - ფემინისტები "სელტიკის" მწვრთნელ ბრენდან როჯერსისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ
"მსგავსი გიგანტების მენტალიტეტის გაგება უჭირთ" - ხაბიბმა რონალდოს შესახებ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა
დრიბლინგი: რატომ გაულახეს ლევან მჭედლიძეს თანაგუნდელი გასახდელში
მატია დე შილიო: დარწმუნებული ვარ, "იუვენტუსი" "ტოტენჰემს" გაივლის
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
[VIDEO] მოურინიომ რონალდოს შესახებ დასმულ კითხვაზე საუბარი არ ისურვა და პრესკონფერენცია დატოვა
"ლესტერი" როჯერსის გათავისუფლებას განიხილავს - "მელიებს" ორი კანდიდატი ჰყავთ
დრიბლინგი: გიბრალტარელი კლოზე და ჩაძინებული ქალბატონი
"ემპოლიმ" მოიგო - დააბრუნებს გოგლიჩიძეს მწვრთნელი სასტარტოში?
ბრენდან როჯერსმა "სელტიკის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
"მონცას" ფეხბურთელებმა ბერლუსკონის მეძავებით სავსე ავტობუსი მოსთხოვეს
"რეინჯერსი" სეზონის ბოლომდე ბარი ფერგიუსონს ჩააბარეს
"საბურთალოს" მცველმა "შერიფის" ფეხბურთელებს თავბრუ დაახვია [VIDEO]
არბელოამ ყველა მოხიბლა - ის "რეალის" მწვრთნელად შესაძლოა, მომავალ სეზონშიც ვიხილოთ
დრიბლინგი: როგორ წაუთაქა კოსტაკურტამ გატუზოს [VIDEO]
"ბერლუსკონიმ მითხრა, რომ პოზიცია უნდა შემეცვალა, რაზეც "მილანის" მაშინდელ მწვრთნელს მოვუყევი და მიპასუხა, რომ..."' - პატომ "როსონერის" ყოფილ პრეზიდენტზე ისტორია მოჰყვა
ევრო 2016-ის წინ: მოულოდნელად კარგი იტალია [VIDEO]
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
"მადლობა, პრეზიდენტო!" - კალაძე ბერლუსკონის გარდაცვალებას ეხმაურება
გადაწყდა - მოურინიო "რეალის" მწვრთნელი გახდება
"მსაჯმა" თანაბარი და ძალიან ლამაზი დაპირისპირება გააფუჭა" - ალვარო არბელოა
დრიბლინგი: ანდრეა პირლომ დარდი არ იცის...
ბერლუსკონი ფეხბურთელებს მეძავებით სავსე ავტობუსს დაჰპირდა
დე შილიო გადაწყვეტილია, "იუვეს" ინიესტაც სურს
დრიბლინგი: სხვა პირლო სად არის?!
ალეგრი კედელზე მუშტებს ურტყამდა - რატომ აკვირდება "ნაპოლი" კვერნაძეს?
დე შილიო: გეტყვით, როგორ შევაჩერებ კვარაცხელიას
არბელოამ შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
მძიმე ვითარება "რეალში" "ბარსელონასთან" მატჩამდე - გუნდში შიდა დაპირისპირებაა
ლანგს ურთიერთობა ალეგრისთანაც აერია და ბოდიშის მოხდა მოუწია
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
The Telegraph: "სიტიმ" გვარდიოლას შემცვლელად 2 ვარიანტს განიხილავს
სეზონის 10 საუკეთესო მწვრთნელი, ზიდანის დაუფასებლობა თუ გადაჭარბებული მოლოდინი?
მათი მოსაწონი არავინაა - ცნობილია რა მეტსახელი შეარქვეს "რეალის" ფეხბურთელებმა მთავარ მწვრთნელს
ალეგრის კოვზი ნაცარში ჩაუვარდა - ხილა "მილანში" გადავიდა და მასიმილიანო უკმაყოფილო დარჩა
მარიო ბალოტელი იტალიაში ყოფილ გუნდში დაბრუნდება
"ბარსელონამ" პიანიჩის ტრანსფერი მომგებიანად გაჩარხა
"რეალი" დუმს - რონალდოს სანაკრებო კარიერის დასრულებას მისი ყოფილი კლუბები გამოეხმაურნენ
"მონცამ" "იუვეს" ისევ მოუგო - ბერლუსკონიმ ფეხბურთელებს მეძავები უნდა დაახვედროს
"ჩემპიონთა ლიგის მოგებაღა გვჭირდება. ვნახოთ, რამდენად შეასრულებს ჩემს მოთხოვნას" - დე ლაურენტისმა ალეგრიზე ისაუბრა