ფეხბურთელის შეყვარებული რუსი სუპერმოდელი ირინა შეიკი La Sezna-ს საცვლების რეკლამაში გადაიღეს
სიყვარული ირინას კარიერაში ძალიან ეხმარება. დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო წყვილი ერთმანეთს იშვიათად ხვდება, თუმცა ერთად ყოფნის წუთებს ისინი მაქსიმალურად ნაყოფიერად იყენებენ.

ფეხბურთელმა წელს გადაწყვიტა ახალი წელი მცირეწლოვანი ვაჟის ნაცვლად, ირინასთან ერთად მალდივის კუნძულებზე გაეტარებინა. წყვილი მალდივის კუნძულებზე 24 დეკემბერს - კათოლიკური შობის წინა დღეს ჩავიდა და საახალწლო არადადეგების ბოლომდე კუნძულზე დარჩება. კუნძული, რომელზეც ირინა და კრიშტიანუ ისვენებენ, დამსვენებლებისთვის დახურულია. თუმცა პაპარაცებისთვის ამას ბარიერი არ შეუქმნია - რამდენიმე ფოტოს გადაღება მათ მაინც შეძლეს.

რონალდუს პორტუგალიაში ოჯახი და ახალშობილი ვაჟი ელოდებოდა. თავდაპირველად სპორტსმენი აცხადებდა, რომ ვაჟი მას სუროგატმა დედამ გაუჩინა, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ რონალდუ-უმცროსის დედა ამერიკელი მიმტანია, რომელთანაც რონალდუმ ერთი ღამე გაატარა.

ფეხბურთელმა ქალთან შეთანხმება გააფორმა, რომლის თანახმადაც, მან გარკვეული თანხის სანაცვლოდ ბავშვზე ყველა უფლება დათმო. თუმცა როგორც ფეხბურთელის გარემოცვის წევრებმა გაზეთ Sunday Mirror-ს განუცხადეს, ბავშვის დედა ძალიან ნანობს, რომ ამ გარიგებას დათანხმდა და შეთანხმების დარღვევა სურს.

"ის კრიშტიანუს ხშირად გვიან ღამით ურეკავს, - ყვება ერთ-ერთი წყარო, - ტირის და ემუდარება. მათ წესით ერთმანეთთან კონტაქტი არ უნდა ჰქონდეთ, მაგრამ ეს სატელეფონო ზარები უკვე ჩვევად იქცა. ის მას ხშირად მატჩების შემდეგ ურეკავს და გამარჯვებებს იმ იმედით ულოცავს, რომ მის კეთილგანწყობას დაიმსახურებს. ბავშვის დედა თავს ისე გრძნობს, თითქოს სული გაყიდა. ის მილიონერი გახდა, თუმცა თავს ძალიან მარტოსულად გრძნობს."

სწორედ ამიტომ, პრობლემების დასავიწყებლად კრიშტიანუმ ახალ წელს ირინას გარემოცვაში ყოფნა ამჯობინა. წყვილის ურთიერთობა სულ უფრო ღრმავდება - ირინა მალე შესაძლოა, რონალდუ-უმცროსის დედინაცვალი გახდეს.

ირინას თქმით, მას რონალდუს კარიერა საერთოდ არ აინტერესებს, ლამაზმანს სპორტი არ უყვარს. "ფეხბურთის გულშემატკივარი არ ვარ", - აღნიშნა მან ერთ-ერთ ინტერვიუში.

რონალდუ კი რუსი საყვარლის კარიერით ინტერესდება, ყოველ შემთხვევაში La Sezna-სთვის გადაღებული ფოტოსესია მას გულგრილს ვერ დატოვებდა.

მომზადებულია ambebi.ge-ს მიხედვით.

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა