ნეიმარმა დუბლიც შეასრულა და "ატლეტიკოს" ფეხბურთელების ნერვებზეც ითამაშა
დიდი შანსია, ესპანეთის სამეფო თასზე ასეთი დრამატული თამაში ამ სეზონში აღარც იყოს - ოთხშაბათს მადრიდის "ატლეტიკომ" გაიბრძოლა, მაგრამ "ბარსელონასთან" და არბიტრის შეცდომებთან ვერას გახდა - 2:3 დამარცხდა და ორი მატჩის ჯამში (2:4) გამოეთიშა თასისთვის ბრძოლას.

რა აღარ მოხდა ამ მატჩში, მაგრამ კულმინაცია მაინც არდა თურანის საქციელი იყო, რომელმაც ბუცი გაიძრო და ლაინსმენს გაუქანა. ეს ამბავი მეორე ტაიმის დასაწყისში მოხდა, როცა მთელი ქარტეხილი ჩავლილი იყო, "ბარსა" 3:2-ს იგებდა და "ატლეტიკო" 10 კაცით იყო. მოკლედ, თამაშის გადარჩენის შანსიც აღარ რჩებოდა.

დანი ალვეშთან ორთაბრძოლაში თურქ ნახევარმცველს ბუცი გასძვრა. არდა ჯარიმას ითხოვდა და ამას რომ ვერ მიაღწია, ფეხსაცმელი ლაინსმენს დაუმიზნა... მთავარ მსაჯს ეს ამბავი "გამორჩა" და არც პროტოკოლში დაუფიქსირებია.

მოკლედ, ხესუს ხილ მანსანომ საძაგლად იმსაჯა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ეპიზოდი, როცა ალბას მიერ ხელით თამაში ვერ შეამჩნია, პენალტი არ დანიშნა და არ გააძევა "ბარსას" მცველი. არადა, იმ კონტრშეტევით "ბარსელონამ", ალბათ, გადამწყვეტი გოლი გაიტანა.

დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "გაბის გაძევების შემდეგაც გვქონდა შანსი ორთაბრძოლის მოგების. გაბის სურდა, აეხსნა მსაჯისთვის, რომ ის ცდებოდა, პენალტი დასანიშნი იყო და "ბარსელონას" ფეხბურთელი გასაძევებელი. კაპიტანს ამის უფლება აქვს, თუმცა... ის გააძევეს. პირველი ტაიმის შემდეგ ჩემთვის თამაში დასრულდა. საერთო ჯამში, საოცარი, მეტად რთული თამაში იყო, ბიჭების თამაშით კი ვამაყობ, ჩვენ კარგად გამოვიყურებოდით".

ლუის ენრიკე (ბარსელონა): "მინდვრის საფარი საშინელი იყო, მაგრამ მაინც დიდებულად ვითამაშეთ. მგონი, უკვე გავხდით ასეთ მოედნებზე თამაშის სპეციალისტები. ბურთი ისე დახტოდა, როგორც კურდღელი ტყეში. ნეიმარმა დიდებულად ითამაშა, ის განსაკუთრებით მნიშვნელოვან მატჩებზე განსაკუთრებული განწყობით თამაშობს. როცა ვითარება დაიძაბა მოედანზე, ნეიმარი უკან გამოვიხმე. პროფესიონალებმა სისულელეები არ უნდა ჩაიდინონ".

ერთი ინციდენტი თამაშამდეც მოხდა - "ატლეტიკოს" არგენტინელი მცველი კრისტიან ანსალდი, რომელიც "ზენიტიდან" იჯარით თამაშობს, პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს.

28 წლის ფეხბურთელი განაცხადში ვერ მოხვდა და სტადიონზე რიგითი მაყურებელივით შედიოდა, როცა ის პოლიციამ გააჩერა. ანსალდის თან არ ჰქონდა რაიმე დოკუმენტი, კამათისას კი მან პოლიციელს ხელი მოაყოლა მანქანის კარში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

კურიოზი: არბიტრმა "ბარსელონას" მცველი "დააგდო" [VIDEO]

ხუანფრანმა ნეიმარს მატჩის დროს "ჯოჯოხეთი" შეახსენა [VIDEO]

მანუჩარი
ისე შეეძლო ერთი კომენტარი მაინც დაეტოვებინა მადრიდისტა ჟრნალისტს
Kaxa
არისტოკრატები VŞ ჩაკუჩები
simartle
ატლეტიკო პატივისცემას იმსახურებს, მაგრამ ამაზე მეტს ვერ გაქაჩავს. როცა დღევანდელ რეალს და ბარსელონას ტოლსწორად ეთამაშები ეს მწვრთნელის დამსახურებაა და რანაირადაც შეუძლია იმ ტაქტიკით ეთამაშება, თორემ სიმეონეს რომ ჩააბარო რეალი და ბარსა რომელიმე, არავინ იცის რანაირ შემტევ ფეხბურთს ათამაშებს. რაც შეეხება თამაშს, პირველ ტაიმში მსაჯმა იმდენი შეცდომა დაუშვა ბარსას წინააღმდეგ მეორე ტაიმისთვის არც მიყურებია. უბრალოდ კლასში რომ შესამჩნევი სხვაობაა ამას რა მტკიცება უნდა, ატლეტიკოს ჭირდებოდა გოლი 5წუთში გაიტანა, მაგრამ 5წუთშივე კლასის ხარჯზე ბარსელონამ გაუტანა, მერე მსაჯმა პენალტი აჩუქა და ისიც ვერ შეინარჩუნა და მერე რა მოხდა ეს უკვე სხვა საქმეა, როცა სპორტულად ვერ აკეთებ შედეგს მერე ნერვები ერევა და შედეგიც ანალოგიურია ხოლმე. ისე სირცხვილია ასეთ თამაშზე ასეთი დაბალი დონის მსაჯობა.
ლევანი
მანუჩარ იმაში ნამდვილად გეთანხმები, რომ ჟურნალისტი არ უნდა ჭორაობდეს. მისი საქმე ფაქტების მიუკერძოებლად გადმოცემა და შესაძლებლობის ფარგლებში, ამავე ფაქტების ობიექტური გაანალიზება უნდა იყოს! რას ვიზამთ, ხდება ხანდახან "ჩეპეები".. ;) ნეიმარის გამკვირვებია ისე, როცა ხუანფრანმა გერმანია შეახსენა, ამდგარიყო ბრაზილიელი ბიჭი და წვეროსანი ესპანელისთვის "მფრინავი ჰოლანდიელები" გაეხსენებინა(1–5)... ლამაზიც იქნებოდა და სიტყვაშიც მოუჯოკრავდა... :)))
მანუჩარი
ეგ სხვა თემაა ლევან არავინ დაობს რო ატლეტიკომ საოცარი სეზონი ჩაატარა შარშან მაგრამ წელს უკვე ვეგარ ქაჩავენ და გრესიულად იქცევიან სტადიონზე, ხუაფრანმა ნეიმარს გარმანიასთან თამაშზე დასცინა რომელშიცე ნეყმარს მონაწილეობა არ მიუღია ხიმენესმა 3-1 მოგებულ თამაშში ნეიმარს სისხლი ადინა კოჭიდან სიმეონე როგორი ფეხბურთელიც იყო ესეთ ფეხურთს თამაშობს ატლეტიკო ვის მოწონს ვის არა უბრალოდ როცა ჟურნალისტი ხარ ობიექტურობა არ უნდა დაკარგო. წისქვილში გაგონილი ჭორი არ უნდა დაწერო შენ თვითონვე უნდა მოიპოვო ინფორმაცია. მოკლედ ჟურნალისტი ობიექტური უნდა იყოს და არ უნდა ჭორაობდეს :)
ლევანი
სრულად მისაღებია თქვენი აღშფოთება მეგობრებო, სტატიის ავტორის "ობიექტურობის" გამო, მაგრამ მთლად ასეც ნუ გასწირავთ "ინდიელებს" და მჩეხავების და კილერების ბანდას ნუ შეადარებთ. თანამედროვე ფეხბურთში, როცა ფულიანმა ურჩხულებმა წალეკეს მთელი საფეხბურთო დუნია, "ათლეტები" თავის გიჟმაჟი მწვრთნელით და საშუალო კლასის(რამდენიმე ექსტრა კლასისაა, მაგრამ მათი რაოდენობა მცირეა) მობურთალებით, ნათელი მაგალითი არიან იმისა, რომ მთლად ფულიც ვერ წყვეტს ყველაფერს. თურმე თურანებით და მირანდებითაც შესაძლებელია ტიტულების მოხვეჭა ტირანოზავრებთან ჭიდილში, თუ სწორად განუსაზღვრავ ამ საშუალო დონის ფეხბურთელებს ფუნქციას და ჩაუნერგავ მებრძოლ სულს. ასე რომ, "როხიბლანკო" ასე გადასათელიც არაა!
Zaza
ამ სტატიის ავტორს ჟურნალისტი ქვია??? ამ ე.წ ჟურნალისტმა ჯერ ანგარიში ნახა ლაივსკორზე და მერე რომელიღაცა ბარსელონაზე გამწარებული დემაგოგი მოუყვა შინაარს.
gio
ბავარიას გულშემატკივარი მსაჯმა პენალი არ დანიშნა და გააბათილა ტყუილად დანიშნული, სიმეონე უკვე ფანტაზიაში გადავიდა, ჰგონია რომ სულ მართალია და ატლეტიკოზე უკეთესი გუნდი არ არსებობს, შარშანდელი ატლეტიკო ბევრად უკეთესი იყო, წელს ხარისხი მოაკლდა და კლასის ნაკლებობას უხეშობით ავსებენ, რეალი დიდად მეხატება გულზე მაგრამ მათ დაპირისპირებაში რეალს ვგულშემატკივრობდი, რადგან სიმეონე უკვე ფეხბურთს ამახინჯებს, ატლეტიკო როცა თამაშობს მსაჯმა ზუსტად რომ დაიცვას წესები მინიმუმ 2 ატლეტიკოს მოთამაშე უნდა გააძევოს, რასაც მატერაცი აკეთებდა იგივეს აკეთებს მთლიანი ატლეტიკო, ეს უკვე ფეხბურთი აღარაა...
მანუჩარი
11 ქილერი გამოყავს სიმეონეს მოედანზე
Martin Edeni
ეს ისეთივე ჟურნალისტია, როგორც თურანი მართლმადიდებელი.:) ატლეტიკოს ფეხბურთელები ტავიდანვე დაგეშილი იქვნენ უხეშობაზე და მსაჯის პროვოცირებაზე. ეს კი სიმიონეს ტაქტიკაა, ასეთივე ტაქტიკა ქონდა მაურინიოს, ამიტომ მძულს ერთიც და მეორეც, ფეხბურთი ომი არ არის, რომ ნებისმიერ ფასად შეიძლებოდეს მოგება. ხოლო ასეთი გუნდის გუილშემატკივრებს, სულ ცოტა არ უნდა ეამაყებოდეთ ბუცის სროლა და მესის ფეხებზე ნადირობა. შეცდომა იყო ერთი პენალის დანიშვნა და შეცდომა იყო მეორე პენალტის არ დანიშვა ასე რომ ეს შეცდომა გაბათილდა, ხოლო სხვა დანარჩენ ასპექტებში ხმა ამოსარები არ გაქვთ პატივცემულო "ობიექტივო" :)
dato
Adamians nawerzeve etyoba rom imena sulit an modis gamo madridistaa :)))
irakli
ატლეტიკოს პენალტიც არ იყო სწორი. საჯარიმოს გარეთ იყო ჯარიმა. ეს ლელოს ჟურნალისტი ნაღდად რეალის ფანია!
giorgi
აიი მე ჯერ ასეთიი უაზრობაა ამ საიტზე არ წამიკითხიაა.. ისე სანამ იმას აღნიშნავდი როო ალბას მომენტი გადამწყვეტი იყო ჯობდა ის დაგეწერაა როო მანამდე უაზრო პენალტი დაუდეს ბარსას გოლი არ ჩაუთვალეს და რავიცი ნახევარი ატლეტიკო გასაგდები იყოო მოედნიდან და გეთქვა 2 სიტყვით რო მსაჯი ბარსას წინააღმდეგაც შეცდა ბევრჯერ მარა შენც ერთ ერთი გამწარებული მადრიდელი ხარ ეტყობაა : ))) პროსტა ის მიკვირს რო ასეთი სტატია ამ საიტზე დაიწერაა.. არ გჩვევიათ მსგავსი რაღაცები
მანუჩარი
თუ ჟურნალისთი ხარ ობიექტურად ცოტა რა, თუ რეალის ან ატლეტიკოს გულშემატკივარი მასჰინ წერა მიატოვე და ნუ გვაბოლობ. პენალი რო დაუნიშნეს ატლეტიკოს ეგ იყო? წინა თამაშში ნეიმარს კოჭიდან სისხლი რო ადინეს ეგ არ იყო გაძევება? ყველამ იცის რო ობოლაძ მანჩესტერის გულშემატკივარია მაგრამ ძან ნაკლებად თუ მიხვდები რეპორტაჟს დროს. ძვირფასო ნიკოლოზ იმედია გაითვალისწინებ
sake
ამ სტატიას აკლია ბოლოში მინაწერი, :მე რეალის ფანი ვარ:
zico
სტატიის ავტორი აშკარად რეალის ფანია, რადგან ბარსას კარში დანიშნულ პენალტს გვერდს უვლის, არადა დარღვევა საჯარიმოს გარეთ მოხდა
გიორგი
პატივცემულო სტატიის დამწერო, უკაცრავად მაგრამ, ჩაგეძიებით :), ატლეტიკოს რომ პენალი დაუნიშნეს, იყო თუ არა??? ალბას რომ ხელზე მოხვდა და იყო ეგ ვიცით და ტერ შტეგენის პასი ნეიმარზე თამაშგარე იყო???
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
არდა თურანი: რონალდოს საუკეთესოობაზე მხოლოდ მისი გუნდელები და ნათესავები ლაპარაკობენ, მესი საუკეთესოა
"თუ მზადაა, ანჩელოტიმ მუნდიალზე უნდა წაიყვანოს" - რონალდო ნეიმარს მხარს უჭერს
ნეიმარის უცნაური არჩევანი - ბრაზილიელმა, მისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი დაასახელა
"კვარა"? იგივეს გავაკეთებდი" - ლუის ენრიკე იხტიბარს არ იტეხს
არდა თურანმა თაღლითობის შედეგად მთელი ქონება დაკარგა
სიმეონემ იამალს მატჩის მიმდინარეობისას დასცინა
[VIDEO] ნეიმარის დუბლი და ცეკვა ვინისიუსის სტილში - "სანტოსმა" "ვასკო და გამა" დაამარცხა
ვისთან ერთად შეუტევს ხვიჩა? - "მამარდას" დაბრუნება პსჟ-ის წინ
რჩება თუ მიდის - Le Parisien ლუის ენრიკეს პარიზულ მომავალზე
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს სიმეონე "ატლეტიკოს" დატოვებს
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
"იმ მომენტში სიმეონეს მოკვლა მინდოდა" - კოშტამ "ატლეტიკოს" დატოვების მიზეზი გაიხსენა
ოფიციალურად: ქართველების "შახტარს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
[VIDEO] როცა შენი კლუბის ტელევიზიის ჟურნალისტი ულამაზესი გოგონაა - რა შეემთხვა "შახტარის" მწვრთნელ არდა თურანს
სიომინი: ხვიჩა უმაღლესი დონეა - ლუის ენრიკე 30 მაისზე ფიქრობს
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
ოფიციალურად: ნეიმარმა "სანტოსთან" კონტრაქტი გაახანგლძრივა და მუნდიალზე წასვლის იმედი აქვს
არდა თურანი "გალათასარაიში" დაბრუნდა
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
სიმეონეს და "ატლეტიკოს" ისტორია გრძელდება - "ჩოლო" წასვლას არ აპირებს
ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"გრიზმანი MLS-ში?" - სიმეონემ შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
მატჩის დღე! ხვიჩა მარჯვნივ არ გვსურს - შეუძლია "ქოჩორას" გუნდს?
[VIDEO] "პერესი გაგაგდებს, ჩემი სიტყვები დაიმახსოვრე" - სიმეონესა და ვინისიუსის დაპირისპირება მატჩის დროს
ქართველების "შახტარს" ცნობილი თურქი ფეხბურთელი ჩაიბარებს