"ბარსელონას" თავკაცმა "ლევანტესთან" მატჩის შემდეგ "კამპ ნოუს" გაზონის ცუდ მდგომარეობაზე დაიჩივლა
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ "ლევანტესთან" გუშინწინ ჩატარებულ მატჩზე ისაუბრა და "კამპ ნოუს" გაზონის ცუდ მდგომარეობაზეც დაიჩივლა.

გვარდიოლამ ჟურნალისტებთან ხავიც ახსენა, რომელმაც ამ დღეს გუნდის მაისურით 549-ე შეხვედრა ჩაატარა.

- "ლევანტესთან" თამაშის წინ დაუშვებდით, რომ თქვენი გუნდი გოლის გატანას მხოლოდ შესვენების შემდეგ შეძლებდა?

- მაშინაც კი, როცა დიდი ანგარიშით გამარჯვებას ვახერხებთ, ურთულესი ბრძოლის გადატანა გვიწევს. უბრალოდ, ყველაფერი იოლად და მარტივად მოედნის გარედან ჩანს.

"ლევანტემაც", რომელიც საკმაოდ ორგანიზებული გუნდია, უამრავი პრობლემა შეგვიქმნა.

- ეს გაზონის მდგომარეობამაც ხომ არ განაპირობა?

- საშინელ მინდორზე ვითამაშეთ. გასაგებია, რომ ახლა გაზაფხული არაა, მაგრამ ბარსელონაში ზამთარი, როგორც ასეთი, ხომ არ ყოფილა?! ეს პრობლემა სასწრაფოდ არის მოსაგვარებელი.

- იქნებ სწორედ მოედნის ბრალია, რომ "ბარსამ" შესაძლებლობები სრულად ვერ წარმოაჩინა?

- სიმართლე გითხრათ, გაზონის პრობლემა თავიდანვე მაშფოთებდა. აქ საქმე არა იმდენად თამაშის ხარისხს, არამედ საბოლოო შედეგს ეხებოდა, რადგან უკვე 100 წელია, რაც "კამპ ნოუზე" მეტოქეები ჩვენ წინააღმდეგ თავს მთელი გუნდით იცავენ. 2:1 - ეს სამართლიანი ანგარიშია.

- რას იტყვით "ატლეტიკთან" სამეფო თასის განმეორებით მატჩზე, რომელიც ხუთშაბათს გაქვთ ჩასატარებელი?

- პირველივე მატჩში ბასკებთან საქმის მოთავება ვერ შევძელით და ამიტომ, მომავალ შეხვედრაზე ყურადღების მაქსიმალურად გამახვილება გვმართებს. თანაც, ამ თამაშზე დიდად იქნება დამოკიდებული, როგორ წარიმართება დარჩენილი სეზონი. აქვე გეტყვით, რომ 1/16 ფინალის სტადიაზე ყველაზე რთული მეტოქე გვერგო.

- "ლევანტესთან" თამაში ხავისთვის "ბარსელონაში" ჩატარებული 549-ე შეხვედრა იყო...

- ეს ფანტასტიკური მაჩვენებელია. მე ”ბარსაში” 300 მატჩი ჩავატარე და მეგონა, ეს უდიდესი მიღწევა იყო. თუ ხავი ასეთივე შემართებით ითამაშებს, მას შესწევს ძალა 700-თამაშიან ნიშნულსაც მიაღწიოს.

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა