როცა ლებრონი ვერ თამაშობს
ლებრონ ჯეიმსის წინა ტრავმა "კლივლენდს" 10 მატჩში ცხრა წაგებად დაუჯდა. შემდეგ "მეფე" დაბრუნდა და "კავალიერზმა" ზედიზედ 7 შეხვედრა მოიგო. ამიტომაც, როცა "პორტლენდთან" მატჩის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლებრონი ვერ ითამაშებდა, "კლივლენდი" უკვე აღარ მიიჩნეოდა უდავო ფავორიტად.

მაგრამ დევიდ ბლატის შეგირდებმა მაინც მოიგეს, თუმცა ეს მოახერხეს "კავზის" გამთამაშებლის, კაირი ირვინგის ფენომენალური თამაშის წყალობით. მცველმა 55 ქულა დააგროვა! 11-ით მეტი, ვიდრე დანარჩენმა გუნდმა.

55 ქულა - ამ სეზონის რეკორდია (წინა მიღწევა - 52 ქულა ეკუთვნოდათ "მინესოტასა" და "გოლდენ სტეიტის" კალათბურთელებს - მო უილიამსსა და კლეი ტომპსონს). გარდა ამისა, 55 ქულა - შედეგიანობის ახალი რეკორდია "კლივლენდის" საშინაო არენისთვის. წინა რეკორდმა 14 წელი იარსება: 2001 წლის იანვარში "ფილადელფიას" ლეგენდამ ალენ აივერსონმა ერთით ნაკლები ქულა დააგროვა.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ირვინგმა თამაშიდან პირველი შვიდი ტყორცნა ააცილა და ბლატმა ის მოედნიდან გაიყვანა. სამაგიეროდ, სასტარტო მეოთხედის ბოლო წუთსა და 39 წამში 11 ქულა ჩააგდო.

"კლივლენდი" იოლად იგებდა, მაგრამ ლამარკუს ოლდრიჯის მეთაურობით, "პორტლენდმა" 14-ქულიანი ჩამორჩენა შეამცირა და წინ გასვლაც მოახერხა. სწორედ ამ დროს ირვინგმა სამქულიანით გაათანაბრა ანგარიში, ხოლო სირენამდე 6 წამით ადრე მე-11 შორეული ტყორცნა (ახალი საკლუბო რეკორდი) მოათავსა კალათში - 97:94! და სწორედ ამ დროს, პირველ რიგში მჯდომმა ლებრონ ჯეიმსმა ვერ მოითმინა და მოედანზე შევარდა პარტნიორისთვის მისალოცად.

სტუმრების პლეიმეიკერმა დამიენ ლილარდმა პასუხად შორიდან ააცილა, ირვინგმა კი ბოლო ორი საჯარიმო გამოიყენა და თავისი მონაგარი 55 ქულამდე აიყვანა. "კლივლენდმა" ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა.

"ატლანტას" გამარჯვებები უკვე ჩვეულებრივ ამბად იქცა. გუშინ კლუბის ისტორიაში სარეკორდო მოგებათა სერია 17 მატჩამდე ავიდა.

"ბრუკლინთან" შეხვედრაში "ჰოქსის" ერთბაშად ექვსმა კალათბურთელმა დააგროვა მინიმუმ 10 ქულა. მათგან საუკეთესო იყო პოლ მილსეპი 28 ქულითა და 15 მოხსნით.

თითქოს ეს რიგითი მოგება იყო, მაგრამ აქ გასათვალისწინებელია ორი ფაქტორი: ჯერ ერთი, 15 მოგებული მატჩი კალენდარულ თვეში - "ჰოქსის" ახალი რეკორდია. გარდა ამისა, ჯორჯიულმა კლუბმა უკვე იმდენი მატჩი მოიგო, რამდენიც მთლიანად შარშანდელ რეგულარულში ჰქონდა.

"კლივლენდისგან" განსხვავებით, "ოკლაჰომამ" ვერ შეძლო თავისი ლიდერის არყოფნის კომპენსაცია. კევინ დურანტი მარცხენა ფეხის ტრავმის გამო ვერ ეხმარებოდა თავის გუნდს "ნიუ იორკთან" გასვლით მატჩში. მართალია, რასელ უესტბრუკმა "მედისინ სკვერ გარდენში" 40 ქულა დააგროვა, მაგრამ "თანდერმა" მაინც ვერ მოახერხა აღმოსავლეთის უსუსტესი გუნდის დამარცხება - 92:100.

ფილადელფია-დეტროიტი 89:69

28:16, 20:21, 20:18, 21:14

ფ: კოვინგტონი (19), კარტერ-უილიამსი (14+10 პასი), სემპსონი (13+8 მოხსნა), მბა ა მუტე (12), მაკდანიელსი (10), სიმსი (10).

დ: მონრო (20+11 მოხსნა), მიქსი (19), ჟერებკო (10).

კლივლენდი-პორტლენდი 99:94

31:21, 23:23, 25:30, 20:20

კ: ირვინგი (55), მოზგოვი (12+10 მოხსნა), სმიტი (11), ლავი (10+12 მოხსნა).

პ: ოლდრიჯი (38+11 მოხსნა), ლილარდი (14), მეტიუზი (11).

ტორონტო-საკრამენტო 119:102

26:22, 28:32, 39:22, 26:26

ტ: ლ. უილიამსი (27), ვასკესი (18), ვალანჩუნასი (15+9 მოხსნა), ლაური (13+7 პასი), როსი (13), დეროზანი (12).

ს: გეი (22), მაკლემორი (17), ლენდრი (14+7 მოხსნა), კაზინსი (13), კოლისონი (12).

მინესოტა-ბოსტონი 110:98

26:22, 22:27, 33:25, 29:24

მ: კევ. მარტინი (21), ლავინი (17), დიენგი (16+14 მოხსნა), პეკოვიჩი (14), უიგინსი (12), ტ. იანგი (12+9 მოხსნა).

ბ: სალინჯერი (16+8 მოხსნა), ტორნტონი (15), ბრედლი (13), სმარტი (12), პრინსი (12).

ნიუ ორლეანი-დენვერი 85:93

17:28, 22:21, 31:21, 15:23

ნ-ო: ევანსი (25), დევისი (24+12 მოხსნა), გორდონი (11).

დ: აფლალო (20), ნურკიჩი (15+9 მოხსნა), ფარიდი (14+7 მოხსნა), გალინარი (11).

ატლანტა-ბრუკლინი 113:102

30:27, 34:26, 25:28, 24:21

ა: მილსეპი (28+15 მოხსნა), ჰორფორდი (20+10 მოხსნა), კორვერი (17), ტიგი (13+11 პასი), შრედერი (13).

ბ: ჯონსონი (26), ლოპესი (18+7 მოხსნა), ანდერსონი (15), ჯეკი (14+13 პასი), პლამლი (14+7 მოხსნა).

ნიუ იორკი-ოკლაჰომა 100:92

20:19, 23:26, 25:22, 32:25

ნ-ი: ენტონი (31+10 მოხსნა), ჰელოუეი (18), ტომასი (17), ჰარდუეი (14).

ო: უესტბრუკი (40), ჯექსონი (13+7 მოხსნა), იბაკა (10+10 მოხსნა).

ჰიუსტონი-დალასი 99:94

24:25, 30:28, 27:25, 18:16

ჰ: ჯოშ სმიტი (18), ჰარდენი (17+8 პასი), მოტეიუნასი (16), ბრიუერი (14).

დ: ელისი (33), პარსონსი (21), ნოვიცკი (14), ამინუ (10+7 მოხსნა).

სან ანტონიო-შარლოტი 95:86

27:19, 28:19, 14:26, 26:22

ს-ა: პარკერი (17), გრინი (16), დანკანი (12+14 მოხსნა), ჯინობილი (10), ბონერი (10).

შ: ჰენდერსონი (18), ჯეფერსონი (17+16 მოხსნა), კიდ-გილკრისტი (14), ნილი (12).

იუტა-კლიპერსი 89:94

26:24, 24:25, 22:19, 17:26

ი: კანტერი (21+11 მოხსნა), ფეივორსი (18+9 მოხსნა), ჰეივორდი (11), ბერკი (11).

კ: პოლი (21), კროუფორდი (21), გრიფინი (17+7 მოხსნა), ბარნსი (14), რივერსი (12).

ფინიქსი-ვაშინგტონი 106:98

29:17, 27:22, 24:27, 26:32

ფ: დრაგიჩი (20), ტომასი (18), მორისი (16), რაიტი (13).

ვ: პორტერი (14), გორტატი (14), ბილი (13).

აღმოსავლეთი

თ მ წ %

1. ატლანტა 46 38 8 82.6

2. ტორონტო 46 31 15 67.4

3. ვაშინგტონი 47 31 16 66.0

4. ჩიკაგო 47 30 17 63.8

5. კლივლენდი 47 27 20 57.4

6. მილუოკი 45 23 22 51.1

7. მაიამი 45 20 25 44.4

8. შარლოტი 46 19 27 41.3

9. ბრუკლინი 45 18 27 40.0

10. ბოსტონი 44 16 28 36.4

11. დეტროიტი 47 17 30 36.2

12. ინდიანა 47 16 31 34.0

13. ორლანდო 48 15 33 31.3

14. ნიუ იორკი 46 9 37 19.6

15. ფილადელფია 46 9 37 19.6

დასავლეთი

თ მ წ %

1. გ. სტეიტი 43 36 7 83.7

2. მემფისი 45 33 12 73.3

3. პორტლენდი 46 32 14 69.6

4. კლიპერსი 46 32 14 69.6

5. ჰიუსტონი 46 32 14 69.6

6. სან ანტონიო 47 30 17 63.8

7. დალასი 47 30 17 63.8

8. ფინიქსი 47 27 20 57.4

9. ნ. ორლეანი 46 24 22 52.2

10. ოკლაჰომა 46 23 23 50.0

11. დენვერი 46 19 27 41.3

12. საკრამენტო 44 16 28 36.4

13. იუტა 46 16 30 34.8

14. ლეიკერსი 46 12 34 26.1

15. მინესოტა 45 8 37 17.8

ქულები

ჯეიმს ჰარდენი (ჰიუ) 27.3

ლებრონ ჯეიმსი (კლივ) 26.4

რასელ უესტბრუკი (ოკლ) 25.2

ენტონი დევისი (ნ-ორ) 24.5

კარმელო ენტონი (ნ-იორ) 24.3

დემარკუს კაზინსი (საკ) 23.8

ლამარკუს ოლდრიჯი (პორ) 23.6

კლეი ტომპსონი (გ-სტ) 23.0

სტივენ კარი (გ-სტ) 22.8

ბლეიკ გრიფინი (კლიპ) 22.7

მოხსნები

დეანდრე ჯორდანი (კლიპ) 13.3

ანდრე დრამონდი (დეტ) 12.8

ტაისონ ჩენდლერი (დალ) 12.0

პაუ გასოლი (ჩიკ) 11.9

ნიკოლა ვუჩევიჩი (ორლ) 11.2

ენტონი დევისი (ნ-ორ) 10.4

კევინ ლავი (კლივ) 10.3

გრეგ მონრო (დეტ) 10.3

ლამარკუს ოლდრიჯი (პორ) 10.2

ტიმ დანკანი (ს-ანტ) 10.1

პასები

ჯონ უოლი (ვაშ) 10.1

ტაი ლოუსონი (დენ) 10.0

კრის პოლი (კლი) 9.7

რაჟონ რონდო (დალ) 9.0

სტივენ კარი (გ-სტ) 8.2

ჯეფ ტიგი (ატლ) 7.5

რასელ უესტბრუკი (ოკლ) 7.5

ლებრონ ჯეიმსი (კლივ) 7.4

კაილ ლაური (ტორ) 7.4

მ. კარტერ-უილიამსი (ფილ) 7.2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლებრონისთვის ბრძოლაში სამი ფავორიტი გამოიკვეთა - სად გააგრძელებს კარიერას ლებრონ ჯეიმსი?
უარი 50 მილიონზე - ვემბანიამამ "სპურსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დატოვა
დარვინ ნუნიესი შესაძლოა, ევროპაში დაბრუნდეს
კირილე თვაური ბრინჯაოს მატჩს იმსაჯებს, რომელიც ოქროდ ფასობს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის B დივიზიონი დანიის ძლევით, მე-15 ადგილზე დაასრულა
18-წლამდე 7-კაცა ალაფა 1-ში აღზევდა
20 წ. | მსოფლიო მე-12 ადგილზე დავასრულეთ
"ფეხბურთს ჰყავს ოსტატი და მისი სახელია ლეო მესი" - მაქსი როდრიგესი
L'Équipe: ოლისემ ინგლისთან მატჩის შემდეგ გასახდელში იტირა
კეინმა მიმდინარე მუნდიალზე ტუხელის მუშაობა შეაფასა
"ჩელსიმ" "არსენალს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - როჯერსი "არისტოკრატებს" 140 მილიონ ევროდ შეუერთდება
"ხულიგნობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის თითოეულ ფაქტზე განხორციელდება დაუყოვნებლივი და უმკაცრესი რეაგირება" - "ტორპედოს" განცხადება
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
"ნაპოლიში" 10 ვირი და მარადონა იყო - მესიმ აჯობა" - ამბობს დიეგოს მეგობარი
"მეშახტეს" ჩხეტიანი ჩაუდგა სათავეში
U20. საქართველოს ნაკრები ფიჯისთან დამარცხდა და ისტორიაში ყველაზე უარყოფითი შედეგი დააფიქსირა
პაატა ღუდუშაურმა "იბერია 1999" დატოვა
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგა | საქართველოს ნაკრები ნახევარფინალშია
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილი ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!
"ეს დასასრული არ არის, მათ კიდევ შევხვდებით" - კონატე ესპანეთთან მარცხის შემდეგ
დიდი მატჩის დღე! მესი თუ იამალი, ორგანიზება თუ ბრძოლისუნარიანობა?
დონჩიჩისა და ირვინგის კომბინირებული 72 ქულა - "დალას მავერიქსი" სუპერფინალში გავიდა [VIDEO]
ლებრონისთვის ბრძოლაში სამი ფავორიტი გამოიკვეთა - სად გააგრძელებს კარიერას ლებრონ ჯეიმსი?
[VIDEO] ლებრონის ლიდერობით - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონის" ბარიერი დაძლია და "ოკლაჰომას" დაუპირისპირდება
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსი შეუჩერებელია - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონს" მესამე მატჩიც მოუგო
ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დატოვა
"დენვერ ნაგეტსის" გამთამაშებელი ტაი ლოუსონი პოლიციამ დააპატიმრა
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
დონჩიჩისა და იოკიჩის შოუ ირვინგმა მოიპარა - გამთამაშებლის საოცარი ტყორცნა და ბოლო წამზე მოგებული მატჩი [VIDEO]
ლუკას წარმოუდგენელი სტატისტიკა - სლოვენიელმა ვარსკვლავმა ირვინგისა და დურანტის კომბინირებული 76 ქულა გადაფარა [VIDEO]
მაგარი მატჩი ბრუკლინში - "ნეტსი" ახალგაზრდა ვარსკვლავებთან დამარცხდა [VIDEO]
ზღაპრული მატჩი ბოსტონში - ტეიტუმმა "ბრუკლინი" სირენასთან ერთად დაამარცხა [VIDEO]
კრიმინალური საკითხავი: 355 სისხლის სამართლის დანაშაული
NBA: ტაი ლოუსონი "დენვერიდან" მიდის
NBA.
ტაი ლოუსონი "რაკეტებში" გადავიდა
NBA: ტაი ლოუსონს ცვლიან
"მილუოკიმ" "ბრუკლინიც" დაამარცხა - სანდრო მოედანზე არ გამოჩენილა [VIDEO]
ლებრონი VS დურანტი, მამუკელაშვილი ჰარდენის წინააღმდეგ და გოგას შანსი - NBA-ის პლეი-ოფისა და ფლეი-ინის ყველა წყვილი ცნობილია