სიახლეები ასოციაციაში
საინტერესო გაცვლა განხორციელდა გუშინ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში. მართალია, "დენვერ ნაგეტსის" მთავარმა მწვრთნელმა მაიკლ მელოუნმა არაერთხელ განაცხადა, რომ გამთამაშებელი ტაი ლოუსონი გუნდს არ დატოვებდა, კლუბმა მაინც გადაწყვიტა პრობლემური კალათბურთელის გაცვლა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ლოუსონი წელს უკვე მეორედ დააპატიმრეს მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო და სასამართლომ ალკოჰოლურ დამოკიდებულებაზე ერთი თვე იძულებითი მკურნალობა მიუსაჯა.

"დენვერს" ორ გუნდთან - "ლოს ანჯელეს ლეიკერსთან" და "ჰიუსტონ როკეტსთან" გაცვლის ვარიანტები ჰქონდა. "ნაგეტსი" ტეხასელებთან წავიდა გარიგებაზე: "ჰიუსტონმა" ლოუსონის სანაცვლოდ დათმო მცველები პაბლო პრიჯიონი და ნიკ ჯონსონი, ფორვარდი კოსტას პაპანიკოლაუ, ცენტრი ჯოი დორსი და 2016 წლის დრაფტზე პირველ რაუნდში არჩევანის უფლება.

ვარაუდობენ, რომ ერთი დღის განმავლობაში "ნაგეტსი" გაცვლის ან გააუქმებს კონტრაქტს პრიჯიონისთან. არგენტინელ ვეტერანზე უარის თქმით, დენვერელები დაახლოებით ორი მილიონი დოლარის დაზოგვას შეძლებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
საბა ლაზიშვილი: უმართან ბრძოლა ჩემთვის პირადულია, რადგან კულისებს მიღმა ისეთი რაღაცები მოხდა...
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
დვალიშვილის თხოვნის შემდეგ, უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს
[VIDEO] "ილიასთან მთელი ცხოვრების გატარება მინდოდა... ურთიერთობის გაგრძელება ამას ნიშნავდა" - თოფურიას ყოფილმა მეუღლემ საჯაროდ განქორწინებაზე პირველად ისაუბრა
რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
მილევსკიმ უკრაინა ანდორას დონეზე დააყენა და ჩვენ უფრო ცუდ დღეში მოგვიხსენია - მაშინ სადაა საქართველოს ნაკრები?!
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
მესი კვლავ არგენტინის ნაკრებში და უკვე სხვა როლით? - ლეოს ახალი წინადადება აქვს
წლის რჩეული მამაკაცი - საფრანგეთში ამ პრიზის მფლობელი კვარაცხელია გახდა
ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"ყველაზე სამწუხარო, შენი სასოწარკვეთის ეს დონეა" - ბასილაშვილის პასუხი იმ ადამიანს, რომელმაც გარიგებულ მატჩებში დაადანაშაულა
[VIDEO] 5:0 - კლოპის გერმანიამ ჩავის ნიდერლანდები გაანადგურა და ჯგუფის გამარჯვებული გახდა
უკრაინელთა მწვრთნელი: ფეხბურთელებს საქართველოსთან გამარჯვების უზარმაზარი სურვილი აქვთ - ამას იმსახურებენ
"აზაროვმა მითხრა, რომ ხვალ გაგვაბახებენ" - გაუმხილა უკრაინელმა ფეხბურთელმა ჟურნალისტს
შევჩენკომ უკრაინის ნაკრების მწვრთნელს მხარდაჭერა გამოუცხადა
მატჩის დღე! რა შეუძლია საქართველოს ნაკრებს?