ცქიტიშვილის მარგი ქმედების კოეფიციენტიც ფანტასტიკური იყო და 73 ერთეული შეადგინა
ნიკოლოზ ცქიტიშვილის ფანტასტიკური შედეგი ლიბანის ჩემპიონატში.

"ჩემპვილის" ქართველმა ფორვარდმა, რომელმაც 1 თვის წინ 41 ქულა დააგროვა, ეს შედეგი მთელი 11 ქულით გააუმჯობესა. მისი გუნდი ლიბანის ჩემპიონატის მე-8 ტურის გამოტოვებულ მატჩში გათამაშების ლიდერ "საგესს" შეხვდა და 2-ოვერტაიმიად, დაძაბულ მატჩში 138:130 დაამარცხა.

ჩემპვილელთა ქართველმა ლეგიონერმა შეუცვლელად - 50 წუთი ითამაშა და 52 ქულა, 22 მოხსნა, 3 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

ცქიტიშვილის მარგი ქმედების კოეფიციენტიც ფანტასტიკური იყო და 73 ერთეული შეადგინა. ესეთი შედეგი არათუ მიმდინარე სეზონში, წლებია, ლიბანის ჩემპიონატში არ დაფიქსირებულა.

52 ქულა ცქიტიშვილმა შემდეგნაირად მოაგროვა: 19-დან 18 ორქულიანი(!), 10-დან 4 სამიანი და 7-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.

ცქიტიშვილზე მეტი - 74 ქულა ჩააგდო "საგესის" ამერიკელმა ლეგიონერმა ტერელ სტოგლინმა, თუმცა მარგი ქმედების კოეფიციენტით ქართველს ვერ აჯობა. სტოგლინის გამაერთიანებელმა შედეგმა 67 ერთეული შეადგინა, რადგან მას სხვა სტატისტიკური მაჩვენებლები არ ჰქონდა ცქიტიშვილის დარად ბევრი და ჩაგდებული სროლებიც პროცენტულობაც გაცილებით დაბალი ჰქონდა.

4 მოგებით და ამდენივე მარცხით "ჩემპვილი" მე-4 ადგილზე გადავიდა, ხოლო "საგესი" 7 მოგებითა და 2 წაგებით მეორე ადგილზე დაქვეითდა. ცქიტიშვილის გუნდი მორიგ მატჩს 7 თებერვალს, სტუმრად "ჰომენემთან" გამართავს.

წყარო: gbf.ge

tornike
სასაცილოა ჩვენი ამბავი უკვე. კაცს ლიბანში ლამისაა ძეგლი დაუდგან და აქ ვბჭობთ ნაკრებში უნდა იყოს თუ არა! აზიაში ჩინეთის მერე საუკეთესო ჩემპიონატია, ამერიკის მერე ყველაზე დიდი ანაზღაურებები მოდის ჩინეთში და ლიბანში. ცინცაძემაც ითამაშა ამ ჩემპიონატში მაგრამ არ მახსენდება 17-18 ქულაზე მეტი გაეკეთებინოს მითუმეტეს, რომ საკმაოდ ძლიერი კალათბურთელია. და როცა შენ წინ გაქვს საქართველოს ჩემპიონატი სადაც გუნდებს ფორმების უქონლობის გამო ხსნიან სხვისი ჩემპიონატის დონეზე არ უნდა ისაუბრო თუ პირადი ინტერესი არ გაქვს ვინმეს დამცირების!
tornike
mamulo-NBA-შიც არის ხოლმე ეგეთი ანგარიშები და რა გინდა თქვა , რომ დაბალი დონეა? 2 ოვერტაიმი ითამაშეს და მაგხელა ქულები თუ აქვთ იმაზე მეტყველებს, რომ გუნდის ლიდერია 50 წუთი თამაში შეუძლია და უმაღლესი პროცენტულობით ესროლა
vaja
სამწუხაროდ, ცქიტოს თამაში ნაკრების დონეზე, უკვე წარსულის მოგონებაა მხოლოდ.
koki
"ჩემპვილელთა ქართველმა ლეგიონერმა შეუცვლელად - 50 წუთი ითამაშა". აქ უკვე ყველაფერია ნათქვამი და კარგად ჩანს რა დონის ჩემპიონატია. ან რა ტემპია, რომ კაცმა შეუცვლელად 50 წუთი ითამაშოს? ეს ნორმალური კალათბურთის თამაშისას, პრაქტიკულად შეუძლებელია. ამას თვით ჯორდანიც კი ვერ შეძლებდა. ასე რომ...
gf
საქართველოს ჩემპიონატზე დაბალი დონეა? არ არსებობს. უბრალოდ მოწვეული ყავთ ნორმალური კალათბურთელები და ათამაშებენ. დანაშაულია ცქიტიშვილის არ მოწვევა ნაკრებში.
gegi
ხო სამწუხაროდ როგორც ეტყობა ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი ტარდება, თორე რა უბედურებაა ერთ თამაშში ერთი 74 ქულას,მეორე კი 52 ქულას აკეთებს. საქართველოშიც კი არ ხდება ასე,ამაზე გაცილებით დაბალი დონის გამოდის ლიბანის.
gizog
მე ვფიქრობ, თავის გამოცდილებით, კლასით ნიკას ნაკრებში თამაში ეკუთვნის, ბოლოს ჩაგდებული ბურთების მიუხედავად. თუნდაც ჩვენი კატასტროფული სათადარიგი სკამიდან გამომდინარე
gf
კოკოშკოვ ათამაშე ნაკრებში შე დებილო
mamulo
როგორც ჩანს ლიბანში ძალიან დაბალი დონეა,თორემ ერთ თამაშში მოწინააგმდეგე გუნდების მოთამაშეები-ერთი-52 და მეორე -74 ქულას რომ ჩააგდებს რას გავს ეს? ან ანგარიში როგორია 138:130,ესეც ამ ჩემპიონატის დონეზე მეტყველებს.ან ამ ჩემპიონატიდან რომელიმე კლუბს მოუგია რამე?ან ლიბანის ნაკრები გაგიგონიატ?
Dato
ნიკა დავაბრუნოთ ნაკრებში!!!
lasha
ცქიტო აუცილებელია ჩვენი ნაკრებისთვის ***
jariskaci
სირცხვილია ვის არ ვათამაშებთ ნაკრებში
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ნიკა ცქიტიშვილი აგდებს, მაგრამ "ჩამპვილი" ვერ იგებს
ნიკა ცქიტიშვილის 22-მა ქულამ "ჩამპვილს" ვერ უშველა
ცქიტიშვილის 26 ქულა “ბიბლოსს” “ლოუაზიესთან” მოსაგებად არ ეყო
ნიკა ცქიტიშვილი ლიბანის ერთი გუნდიდან მეორეში გადავიდა
ნიკა ცქიტიშვილის 23 ქულა და მეორე მოგება ლიბანში
ნიკოლოზ ცქიტიშვილი: იმედია, გერმანიასთან მატჩზე სპორტის სასახლეში ანშლაგი იქნება
ᓒᓘᓝᓠᓒᕘ ᓪᓘᓜᕪᓐᓫᕔ: ᕔᓕᓠᓝᕞᓘᓡ ᓩᓔᓛᓞᓘᓝᓜᓐᓢᕖᓔ ᓛᓔᓡᓐᓛᓔᕓᓐᓪ ᓣᓜᕓᓐ ᓒᓐᓕᓘᓓᓔᕗ
ნიკოლოზ ცქიტიშვილის ორმაგმა დუბლმა "ჩამპვილს" ვერ უშველა
რა ხდება, როცა საქართველოს ნაკრები შინ თამაშობს
ქართული კალათბურთის გზა ევრობასკეტამდე - ნაწილი X