ავსტრალია ჩემპიონია, ლუონგო - საუკეთესო ფეხბურთელი
* ავსტრალიის ნაკრები გახდა პირველი გუნდი, რომელსაც ორი კონტინენტური პირველობა აქვს მოგებული - 1980 და 2004 წლებში ოკეანეთი, 2015-ში - აზია.

* აზიის თასი მსოფლიოში მეორე კონტინენტური პირველობაა კოპა ამერიკის შემდეგ, პირველი ჩემპიონატი 1956 წელს გაიმართა.

* აზიის თასზე ზედიზედ 26 მატჩში არ დაფიქსირდა ფრე. ეს მსოფლიოს ახალი რეკორდია დიდი ტურნირებისთვის. წინა რეკორდი 1930 წლის მუნდიალს ეკუთვნოდა - 18 მატჩი ფრის გარეშე.

* გამარჯვებული ავსტრალია 2017 წლის კონფედერაციათა თასზე ითამაშებს, რომელიც რუსეთში გაიმართება.

* აზიის მომდევნო თასი 2019 წელს გაიმართება. მარტში გამოცხადდება, ტურნირს ირანი უმასპინძლებს თუ არაბთა გაერთიანებული საემიროები.

აზიელებმა კონტინენტის ჩემპიონის ვინაობის გამოვლენა ევროპელებზე ადრე, 1956 წლიდან დაიწყეს. აზიის თასი მსოფლიოში ყველაზე ძველი კონტინენტური ტურნირია კოპა ამერიკის მერე. 2015 წელს აზიის საუკეთესო საფეხბურთო გუნდი გეოგრაფიულად მის ფარგლებს გარეთ გამოვლინდა - ტურნირს ავსტრალიამ უმასპინძლა და სიდნეის ფილალშიც ამ ქვეყნის ნაკრების ტრიუმფი ვიხილეთ.

რა თქმა უნდა, ეს ისტორიაში პირველად მოხდა, ავსტრალიური ფეხბურთი ოკეანეთიდან აზიის ფეხბურთის კონფედერაციაში 2006 წელს გადაბარგდა. 2011 წლის აზიის თასზე, რომელიც ყატარში გაიმართა, ავსტრალიელებმა ფინალი დამატებით დროში დათმეს იაპონელებთან, ახლა კი დამატებით დროში სამხრეთკორეელები დაამარცხეს. ფაქტია, აზიურ ფეხბურთს ახალი ლიდერი ჰყავს, რომელიც მოწინავეთა შორის დიდხანს იქნება.

აზიის თასი 9 იანვარს დაიწყო და 31-ში დასრულდა. მოქმედი ჩემპიონი იაპონია მეოთხედფინალში დამარცხდა არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან პენალტების სერიაში. ეს იაპონელთა უარესი გამოსვლაა აზიის თასზე 1996 წლის შემდეგ.

ავსტრალიაში ტურნირი ხუთ ქალაქში ჩატარდა: სიდნეიში, მელბურნში, კანბერაში, ბრისბენსა და ნიუკასლში.

და აი, 31-ში სიდნეის "სტედიუმ აუსტრალია" და იქ შეკრებილი 77 ათასი ფანი მიესალმა მასპინძელთა და სამხრეთკორეელთა გუნდებს. კორეელები აზიის თასის მესამედ მოსაგებად იყვნენ შემართულნი, ფინალამდე მათ გოლიც არ ჰქონდათ გაშვებული!

45-ე წუთზე ავსტრალია მასიმო ლუონგომ დააწინაურა, რომელიც "სვინდონ თაუნში" თამაშობს. "სოკერუსი" იგებდა, მაგრამ მასპინძელთა გუნდს მთელი შრომა წყალში ჩაუყარეს - მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე 22 წლის სონ ჰეუნ-მინმა, რომელსაც ყველა კარგად ვიცნობთ "ლევერკუზენიდან", გაათანაბრა და მატჩი დამატებით დროში გადავიდა - 1:1.

მასპინძლებს აზიის თასი ჯეიმს ტროისიმ მოაგებინა. ბერძნული წარმოშობის ფორვარდმა, რომელიც ტურინის "იუვენტუსს" ეკუთვნის, მაგრამ "ვარეგემში" იჯარით თამაშობს, 105-ე წუთზე გაიტანა ავსტრალიური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი.

მე-3 ადგილისთვის მატჩში არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა 3:2 დაამარცხა ერაყი. ეს ამ ქვეყნის ფეხბურთის ისტორიაში უდიდესი მიღწევაა.

აზიის თასის ბომბარდირი საემიროების ფორვარდი ალი მაბხუტი გახდა, "ალ ჯაზირას" 24 წლის შემტევმა ტურნირზე 5 გოლი გაიტანა და ტურნირის ჯილდო "ოქროს ბუცი" მიიღო. ავსტრალიელი მასიმო ლუონგოს ანგარიშზე ყველაზე მეტი საგოლე პასია - 4. ლუონგო ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

აქვე გაგაცნობთ ტურნირის სიმბოლურ ნაკრებს: მეტიუ რაიენი (ავსტრალია) - დუ-რი ჩა (ს. კორეა), ტრენტ სენსბერი (ავსტრალია), ტაე-ჰვი კვაკი (ს. კორეა), დჰურღამ ისმაილი (ერაყი) - სუნ-ეუნ კი (ს. კორეა), ომარ აბდულრაჰმანი (საემიროები), მასიმო ლუონგო (ავსტრალია) - ჰეუნ-მინ სონი (ს. კორეა), ტიმ კეჰილი (ავსტრალია), ალი მაბხუტი (საემიროები).

აზიის თასის ყველა გამარჯვებული

1956 ს. კორეა

1960 ს. კორეა

1964 ისრაელი

1968 ირანი

1972 ირანი

1976 ირანი

1980 ქუვეითი

1984 ს. არაბეთი

1988 ს. არაბეთი

1992 იაპონია

1996 ს. არაბეთი

2000 იაპონია

2004 იაპონია

2007 ერაყი

2011 იაპონია

2015 ავსტრალია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

უკრაინული კლუბები თავის ვენესუელელ ფეხბურთელებს რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ თამაშის უფლებას არ აძლევენ
"კრიშტიანოსა და ზლატანს ეს მსგავსება აქვთ" - პიოლი ყოფილ შეგირდებზე
ბორჟესი გაუშვეს - “სპორტინგს” ფონსეკას ჩააბარებენ
"ბორჯღალოსნები" | მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყო
ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
ამასაც "მოხერხება" უნდა - "ბარნლიმ" ინგლისში ანტი-რეკორდი დაამყარა
დანაპირები სისრულეში მოიყვანეს - მბაპეს სკანდალის შემდეგ, ჩინეთში ლა ლიგის მატჩები არ აჩვენეს
"ბოლო 7-8 წელია რონალდო სათანადო დონეს ვეღარ აჩვენებს" - ტენ ჰაგმა კრიშტიანოზე ისაუბრა
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
ჩაკვეტაძეს სავარაუდოდ, ახალი მწვრთნელი ეყოლება - რუნიაიჩს ნდობის მარაგი ამოეწურა
[VIDEO] დონჩიჩის 45 და მამუკელაშვილი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" "ტორონტო" დაამარცხა
U16 | საქართველო 0:1 რუმინეთი
ლოჩოშვილმა ისევ ვერ ითამაშა - "კიოლნი" "უნიონს" დაუზავდა
[VIDEO] ალისონის განსხვავებული შეფასებები - "არსენალმა" "ლივერპულს" "ენფილდზე" 2012 წლის შემდეგ პირველად სძლია
[VIDEO] გულიაშვილმა "რეალის" წინააღმდეგ ითამაშა - "რასინგი" დამარცხდა
[VIDEO] 18 წლის ხარებაშვილის ორი საგოლე პასი თურქეთის სუპერლიგაში
0:9 - იეგოიანის "ექსელსიორი" "ტვეტნესთან" განადგურდა
[VIDEO] კვერნაძის საგოლე პასი - "ფროზინონე" წინ მიიწევს
[VIDEO] სათადარიგო საზონოვი და ქოჩორაშვილი შეცვლაზე - "ხეტაფემ" "სევილიას" მოუგო
ქვილითაია შეცვალეს - "ჰოლშტაინი" "გროიტერ ფიურტთან" დამარცხდა
ორგზის მსოფლიო ჩემპიონი "ბორჯღალოსნებში"
არაგონესის მაჩვენებელს გაუთანაბრდა - სიმეონე 1 მოგების შემდეგ, ლა ლიგაში ყველა დროის რეკორდსმენი გახდება
[VIDEO] აშშ-მ ავსტრალიასაც მოუგო და 1/16-ფინალში გავიდა
[VIDEO] სანახაობრივი მატჩი - ეგვიპტემ ახალ ზელანდიას დაუქამბექა
38 წლის ტიმ კეჰილი ინგლისში დაბრუნდა
ტიმ კეჰილი: "ოქროს ბურთის" მთავარი პრეტენდენტი კრიშტიანო რონალდო არის
სანაკრებო პარადოქსები: რონალდო ავსტრალიაში, ნაინგოლანი ინდონეზიაში და პიანიჩი ლუქსემბურგში...
[VIDEO] სენსაცია და ლამაზი გოლები - ავსტრალიამ თურქეთი ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა
ავსტრალია-სამხ.კორეა 2:1 (დ.დ.) - აზიის თასი მასპინძლებისაა
ძმები და ფეხბურთი: ძმაო, ძმით... ვერ ხარ ძლიერი!
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობა ავსტრალიასთან მარცხით დაასრულა
თურქეთი მუნდიალს 98-ე წუთზე მოპოვებული გამარჯვებით დაემშვიდობა - პარაგვაიმ და ავსტრალიამ ფრედ ითამაშეს
45 წლის მეკარე და მსოფლიო ჩემპიონატი საუკეთესო ბომბარდირის გარეშე - ფაქტები 2018 წლის მუნდიალის შესახებ
აზიის თასი: ორი ნახევარფინალისტი ცნობილია
[VIDEO] ეგვიპტემ ავსტრალიას პენალტების სერიაში სძლია და მეორედ გავიდა მერვედფინალში