ძმები, რომლებიც სხვადასხვა ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავენ
ვფიქრობთ, ჩვენს დღევანდელ წერილს მკითხველის ინტერესი იმთავითვე გარანტირებული აქვს. თემა ხომ უცნაური და "ეგზოტიკურია". ის ეხება ძმებს, რომლებიც სხვადასხვა ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავენ.

ფეხბურთში არაერთი პარადოქსია და ესეც ერთ-ერთი მათგანია. თითქოს საკამათო აქ არაფერია - ძმამ იმ ქვეყნის ღირსება უნდა დაიცვას, რომელსაც მეორე ძმა ერთგულობს, მაგრამ... ეს ყოველთვის ასე არ არის.

რაც მთავარია, ჩვენს წერილში ჩამოთვლილი ფეხბურთელებიდან ბევრი ნამდვილი ვარსკვლავია...

ტიმ კეჰილი და კრის კეჰილი

ტიმ კეჰილს გულშემატკივრების წინაშე წარდგენა არ სჭირდება. ის წლების განმავლობაში იყო ავსტრალიის ეროვნული ნაკრების ლიდერი. კარგი იყო ტიმის საკლუბო კარიერა - კარგა ხნის განმავლობაში "ევერტონის" ლიდერი გახლდათ.

ტიმის ძმა, კრისი, სამოას ნაკრებში თამაშობდა. ის გაცილებით სუსტი ფეხბურთელი იყო, ვიდრე მისი ძმა. საინტერესოა, რომ კეჰილების მთელი სანათესაო რაგბის თამაშობს და რამდენიმე მათგანმა ახალი ზელანდიის ეროვნული გუნდის მაისურაც კი მოირგო.

კრისტიან ვიერი და მასიმილიანო ვიერი

კრისტიან ვიერი იტალიური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია. იყო დრო, ის "სკუადრა აძურას" ლიდერთაგანი გახლდათ. მის განუმეორებელ საგოლე ალღოს დღესაც დანანებით იხსენებენ იტალიური ფეხბურთის გულშემატკივრები...

მისი ძმაც, მასიმილიანო ვიერიც, თავდამსხმელი იყო. მან დაბალ იტალიურ ლიგებში არაერთი გუნდი მოიარა. მეორე ვიერიმ 4 მატჩი ჩაატარა ავსტრალიის ეროვნული გუნდის შემადგენლობაში.

ტიაგო ალკანტარა და რაფინია ალკანტარა

"ბარსელონას" აკადემიის ორი აღზრდილი. ტიაგო უკვე ფასეული ფეხბურთელია მიუნხენის "ბაიერნისთვის". მან ესპანეთის ეროვნული ნაკრების სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი და სწორედ ამ გუნდის ღირსებას იცავს.

რაც შეეხება "ბარსელონაში" მოთამაშე რაფინიას, მან ესპანეთს ბრაზილიის ნაკრები არჩია. არადა, ესპანეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში ჰქონდა ნათამაშები. ფეხბურთელის თქმით, ის არ ნანობს მიღებულ გადაწყვეტილებას.

ლუის სუარესი და პაოლო სუარესი

ლუის სუარესის გარეშე "ბარსელონასა" და ურუგვაის ნაკრების წარმოდგენა შეუძლებელია. ალბათ, ბევრმა არც კი იცის, რომ ლუისს ჰყავს უფროსი ძმა, პაოლო, რომელმაც სალვადორის ნაკრებში ითამაშა.

1980 წელს დაბადებული ფეხბურთელი ურუგვაის 20-წლამდელთა ნაკრების წევრი იყო. ის ქვეყნის რანგით მეორე გუნდში 1999 წელს იხმეს. იმის შემდეგ ურუგვაის მთავარ გუნდში ვერ მოხვდა და სალვადორის მოქალაქეობა მიიღო.

პოლ პოგბა, მატიას პოგბა და ფლორან პოგბა

პოლ პოგბა "იუვენტუსისა" და საფრანგეთის ნაკრების ლიდერია. ის წარმოშობით გვინეიდანაა. სწორედ ამ ქვეყნის სახელით თამაში აირჩიეს მისმა ძმებმა - ფლორანმა და მატიასმა. სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ ამ ორს საფრანგეთის ნაკრებში თამაშის შანსი არ ჰქონდა.

რაც შეეხება გვინეის ნაკრებს, ამ გუნდის მთავარ მწვრთნელად ცოტა ხნის წინ ცნობილი ესპანელი სპეციალისტი ლუის ფერნანდესი დაინიშნა...

ჟერომ ბოატენგი და კევინ-პრინს ბოატენგი

ყველაზე გახმაურებული სანაკრებო ისტორია ძმების მონაწილეობით. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ დედმამიშვილები თავიანთი არჩევანის გამო ერთმანეთს დაემდურნენ. კევინმა, გაიგო რა, რომ მისმა ძმამ გერმანიის დროშის ქვეშ არჩია თამაში, მას მოღალატე უწოდა.

კევინ-პრინსს განის ნაკრებში თამაში რომ შესთავაზეს, უკვე ჰქონდა გერმანიის პირველ გუნდში დამკვიდრების საშუალება. სხვა საქმეა, რომ ამ უნიჭიერესი ფეხბურთელის არასტაბილურობის გამო, ის ბუნდესნაკრებში დიდხანს ვერ გაძლებდა.

კევინის საქციელმა განაში დიდი აღტაცება გამოიწვია და ლამის ეროვნულ გმირადაც შერაცხეს. ჟერომი კი პირიქით - ერის მოღალატედ. ამის მიუხედავად, ის წარმატებით აგრძელებს თამაშს ბუნდესნაკრებში.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"

dato
დღევანდელი ნაკრებები უკვე მოქალაქეების ნაკრებებია და არა ეროვნული
ისევ პრემიერლიგაში - ოლივერ გლასნერი "ნოტინგემ ფორესტს" ჩაიბარებს
"ვკამათობთ იმაზე, თუ ვინ უნდა წავიდეს ნაკრებიდან და იმედებს შემდეგ “მხსნელზე” ვამყარებთ, ნაცვლად იმისა, რომ..." - ოლივერ კანი
"ასეთ ადამიანს ფეხბურთზე როგორ ველაპარაკო?" - თურანი მესისა და რონალდოს შედარებაზე
ისევ პრემიერლიგაში - ოლივერ გლასნერი "ნოტინგემ ფორესტს" ჩაიბარებს
ჩელენჯ თასი | "შავი ლომის" მეტოქეები - "ტულონი", "ჰარლიქვინსი", "ედინბურგი", "ოსფრიზი" და "ვანი"
ქართველი დელეგატი რიგაში - მერაბ რატიშვილი ისრაელისა და გერმანიის მატჩს მოემსახურება
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა აშშ-ში გუნდი გამოიცვალა
20 წ. | ხუთი ცვლილებით მსოფლიოს ჩემპიონთან
7-კაცა ჰამბურგში გაემგზავრა
იამალმა ალვარესს "ბარსელონაში" გადასვლა ურჩია და მის ტრანსფერს მიესალმება
ნიდერლანდების ნაკრებს "ლივერპულიდან" დათხოვნილ სლოტს ჩააბარებენ
"დინამო თბილისის" 17 წლის ნახევარმცველი ლიგა 1-ის ბინადარ "პარიზში" გადავიდა
თუ ნაგელსმანს დაითხოვენ - კლოპი გერმანიის ნაკრების ჩასაბარებლად მზადაა
"მსოფლიოში საუკეთესოა, თუ წელს ოლისე "ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს, მაშინ ამის თქმა შეგვეძლება" - სანიოლი Bild-ს ესაუბრა
მუნდიალიდან გავარდნის შემდეგ: კუმანი გადადგა, თურქეთმა მონტელა არ გაუშვა
[VIDEO] კინიონესის და ხიმენესის ეფექტური გოლებით - მექსიკა მერვედფინალშია
საქართველოს ნაკრებმა რიგაში ივარჯიშა - გუნდს მამუკელაშვილი ვერ დაეხმარება
[VIDEO] საფრანგეთმა შვედეთი გააბითურა - ვინ შეაჩერებს დეშამის გუნდს?
ოფიციალურად - რამუში პსჟ-დან "მილანში" გადავიდა
[VIDEO] ჰოლანის გოლით ნორვეგიამ კოტ-დ'ივუარს სძლია და 1/8-ფინალში ბრაზილიას შეხვდება
ისტორია დაიწერა - მარიამ ბოლქვაძემ უიმბლდონის ძირითად ბადეში პირველი მატჩი მოიგო!
ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დატოვა
პსჟ ბარკოლას 116 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის
"ბარსელონაში" თავისი მდგომარეობით 8 ფეხბურთელია უკმაყოფილო
ისრაელის ნაკრებსა და ქვეყნის კლუბებს საერთაშორისო შეჯიბრებიდან მოკვეთენ? - 48 სპორტსმენმა მოთხოვნას ხელი მოაწერა
"ნაპოლი" გამორჩეული ფეხბურთელის დამატებასთან ახლოსაა
ვიერიმ "სან სიროს" დანგრევასა და მის ადგილას ახალი სტადიონის აშენებაზე ისაუბრა
"პოკერი შევასრულე, სახლში დავბრუნდი და ცოლმა არ მომილოცა... მეორე დღეს ამიხსნა, ეს რატომ გააკეთა" - სუარესის მოყოლილი ისტორია ინტერნეტს იპყრობს
ჟერომ ბოატენგს 5 წლიანი პატიმრობა ემუქრება
ისევ ფორვარდი? - "ლივერპულმა" შესაძლოა, ლუის სუარესი შეიძინოს
როგორც იქნა - ორწლიანი პაუზის შემდეგ პოგბა ფეხბურთში ბრუნდება
ვიერი: განმაცვიფრა "კვარამ" - მისგან იტალიაში ამას არავინ ელოდა
კევინ-პრინს ბოატენგი "ფიორენტინადან" "ბეშიქთაშში" გადადის
"ოქროს ბურთი" ახლა თუ ვერ მოიგო, ამის შანსი აღარასდროს აღარ ექნება" - პოგბამ დემბელეზე ისაუბრა
"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა
2020 წლის საუკეთესო გუნდი, რომელიც გულშემატკივარმა დააკომპლექტა [PHOTO]
კევინ-პრინს ბოატენგი "ბეშიქთაშში" გადაბარგდა
ტიაგო ალკანტარამ "ბარსელონას" სამწვრთნელო შტაბი გუნდში მისვლიდან 1 თვეში დატოვა
რაფინია ალკანტარა პსჟ-ში გადავიდა
38 წლის ტიმ კეჰილი ინგლისში დაბრუნდა
ტიმ კეჰილი: "ოქროს ბურთის" მთავარი პრეტენდენტი კრიშტიანო რონალდო არის
"თუ საჭირო იქნება, მზად ვარ" - სუარესი შესაძლოა, 2026 წლის მუნდიალზე ვიხილოთ
"ნაპოლიდან" ყველაზე დიდ რეგრესს ეს ფეხბურთელი განიცდის, იტანჯება..." - ვიერიმ "პარტენოპეიზე" ისაუბრა
ჟერომ ბოატენგი გუნდის გამოცვლას გეგმავს
საქართველოსთან მატჩის წინ ესპანეთის 24-კაციანი შემადგენლობა ცნობილია
"მუდამ მსუქანსა და უდისციპლინოს მეძახდნენ, მე გამძლეობის მაგალითი ვარ" - ლუის სუარესი
ბოატენგის მეუღლე: ხშირი სექსი რომ მიყვარს, სქესობრივად აგზნებული კი არ ვარ
AS: "ბარსელონა" ზაფხულში შესაძლოა 10-მა ფეხბურთელმა დატოვოს
2023 ქაბაბი ჰერტას გულშემატკივრებისთვის! - კევინ-პრინს ბოატენგმა კონტრაქტის გახანგრძლივება ორიგინალურად აღნიშნა
აზიის თასი: ორი ნახევარფინალისტი ცნობილია
ტიაგო ალკანტარა "ლივერპულს" დიდი ხნით გამოაკლდა
სუარესმა "სიეტლის" სტაფის წევრს, რომელსაც შეაფურთხა, ბოდიში მოუხადა
"ჩემი შვილი მკვლელია" - ჟერომ ბოატენგის დედის სკანდალური განცხადება
2 წელზე მეტი გავიდა - პოგბა მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] სინათლე გვირაბის ბოლოს - პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტის გაფორმებისას ემოციები ვერ შეიკავა
სანაკრებო პარადოქსები: რონალდო ავსტრალიაში, ნაინგოლანი ინდონეზიაში და პიანიჩი ლუქსემბურგში...
"ბაიერნს" ბოატენგის გაყიდვა სურს, მაგრამ არავის სურს მისი ყიდვა
ვიერი: ვიცი, რომ ოსიმენი "ნაპოლის" დატოვებს
აზიის თასი 2015: პირველად ავსტრალია, პირველად აზიაში, პირველად მსოფლიოში
ტიაგო ალკანტარამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
"თუ კვარაცხელია "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავა, მაშინ..." - კრისტიან ვიერი შესაძლო სცენარზე საუბრობს
ჭანტურია, სერხი რობერტო, იკარდი, რაფინია - ვინ იყვნენ და სად არიან დღეს ბარსელონელი თანაგუნდელები
რაფინია ალკანტარამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
ტიაგო: მეზიზღება თანამედროვე ფეხბურთი...
ბოატენგი,უპამეკანო,ალაბა თუ ზულე? "ჩელსის" დაცვის ხაზის გაძლიერება სურს
რჩება თუ მიდის - მაიამის "ინტერის" დირექტომა სუარესის მომავალზე ისაუბრა
"გუნდური მოთამაშე რომ იყოს, გვერდზე გადგებოდა და ახალგაზრდებს თავის გამოჩენის საშუალებას მისცემდა" - ბოატენგმა რონალდო გააკრიტიკა
45 წლის მეკარე და მსოფლიო ჩემპიონატი საუკეთესო ბომბარდირის გარეშე - ფაქტები 2018 წლის მუნდიალის შესახებ
კევინ-პრინს ბოატენგი: იდიოტი ვიყავი - ერთ დღეში სამი ავტომობილი შევიძინე
"ბარსელონამ" რაფინია "სელტაში" დააბრუნა
ვიერი: "ინტერი" სერია A-ს საუკეთესო გუნდია