ფილიპო ინძაგი ერთი კვირით გადარჩა
სერია A-ს მიმდინარე გათამაშების 21-ე ტურის ბოლო მატჩი "სან სიროზე" გაიმართა, სადაც "მილანმა" "პარმას" უმასპინძლა და ნანატრი გამარჯვება მოიპოვა - 3:1.

მასპინძელთაგან ორი გოლი ჟერემი მენეზმა გაიტანა, ხოლო ერთი - კრისტიან ძაკარდომ; სტუმართა შორის კი ექსმილანელი ანტონიო ნოჩერინო გამოირჩა, რომელმაც გასაგებ მიზეზთა გამო გოლი არ აღნიშნა. მოკლედ, "როსონერიმ" მოიგო და მკვეთრად გაიუმჯობესა სატურნირო მდგომარეობა, ფილიპო ინძაგიმ კი პოსტი მინიმუმ ერთი კვირით შეინარჩუნა. მატჩის შემდეგ პიპომ შემდეგი განაცხადა:

"ძირითადი შემადგენლობის 6-7 ფეხბურთელი გვყავს ტრავმირებული, ასეთ პირობებში კი სამი ქულის მოპოვება მეტად დასაფასებელია. ამიტომ ფეხბურთელებს მადლობა ეკუთვნით თავდადებისა და ბოლომდე ბრძოლისთვის. ვფიქრობ, გულშემატკივრები კმაყოფილნი უნდა იყვნენ, რომ ურთულეს შეხვედრაში სამი ქულა ავიღეთ. საკუთარ თავთან მართალი ვარ, რადგან "მილანისთვის" ბოლომდე ვიხარჯები. გუნდში დიდ შრომას ვდებ და იმედი მაქვს, რომ დამიფასდება".

"პარმასთან" შეხვედრაში ინძაგიმ უარი თქვა 4-3-3 სქემაზე და არჩევანი 4-2-3-1 ტაქტიკაზე შეაჩერა - ფილიპომ ამაზეც გააკეთა კომენტარი: "პირველ წრეში 4-3-3-მა თავისი საქმე გააკეთა და ვფიქრობ, რომ სიახლეების დროა. 4-2-3-1 წარმატებული გამოდგა და სამომავლოდაც ხშირად გამოვიყენებ. ამასთან, შეგვიძლია 4-4-2 დავამუშავოთ და შეტევაში ტანდემი გავამწესოთ.

კლუბის მესვეურებმა სატრანსფერო ბაზარზე იაქტიურეს და ახალი ფეხბურთელები მეტ შესაძლებლობას იძლევიან".

პალეტაც "მილანში"

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას "მილანმა" 6 ფეხბურთელი გადაიბირა: სუსო, ალესიო ჩერჩი, მატია დესტრო, სალვატორე ბოკეტი, ლუკა ანტონელი და გაბრიელ პალეტა. დიახ, 28 წლის პალეტა "როსონერის" ბოლო შენაძენია, რომელიც "პარმადან" ადრიანო გალიანიმ 6-თვიანი იჯარით აიყვანა.

ცნობისთვის, პალეტა ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება და მასში ლომბარდიელებს თანხის გადახდა არ მოუწევთ. მოკლედ, "მილანმა" კიდევ ერთი მცველი გადაიბირა და საგულისხმოა, რომ ისევ იტალიელი. 6 შენაძენიდან 5 იტალიელია და მხოლოდ ერთი უცხოელი, სუსოს სახით. სატრანსფერო კამპანია ფილიპო ინძაგიმ დადებითად შეაფასა, კლუბის ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი კი ასეთ კომენტარს აკეთებს:

"გუნდის შედეგები არასახარბიელოა და გამომდინარე აქედან, გულშემატკივართა აღშფოთება გასაგებია. არც მათი პროტესტი მიკვირს და არც ობსტრუქცია. თუმცა, მინდა დაგარწმუნოთ, რომ არსებულ შესაძლებლობებს სრულად ვიყენებთ და გუნდს მაინც ვაძლიერებთ. ვფიქრობ, მაღალი დონის ფეხბურთელები დავიმატეთ, რომლებიც გუნდს დიდ სარგებელს მოუტანენ. ამ რესურსით სამეულისათვის ბრძოლა არა თუ შესაძლებელია, აუცილებელია; დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
რაგბი თუ ფეხბურთი? - "მილანის" ყოფილმა მცველმა საშინელი პენალტი შეასრულა [VIDEO]
"მილანი" მზადაა ლეაოს დაემშვიდობოს
იტალიაში 3 ფეხბურთელი და 2 კლუბი დასაჯეს
[VIDEO] "ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
გაბრიელ პალეტა "სამპდორიას" უახლოვდება
დრიბლინგი: არ ესროლოთ კრიშტიანო რონალდოს! [VIDEO]
"მილანი" ლეაოს გაუშვებს? - ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეწყდა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"ინძაგი პირადად მირეკავდა, ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო" - ჩალჰანოღლუმ "მილანიდან" ინტერში" გადასვლაზე ისაუბრა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
Sky Sport: ეს 7 ფეხბურთელი ზაფხულში "მილანიდან" წავა
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა