"იუვეს" ტიფოზები უკმაყოფილონი არიან
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ტურინის "იუვენტუსმა" სებასტიან ჯოვინკო გაუშვა, ალესანდრო მატრი კი დაიმატა.

სება ზაფხულში უნდა წასულიყო კანადაში, მაგრამ მასიმილიანო ალეგრიმ მის სამსახურზე უარი თქვა, შემდეგ კი არჩევანი მატრიზე შეაჩერა, რომლის კონკურენტი პაბლო ოსვალდო იყო. შესაბამისად, ოსვალდოს ტურინში გადაბარგება გამოირიცხა, 29 წლის მატრიმ კი "ჯენოა" უკვე დატოვა და ტურინშია.

"იუვენტუსის" გულშემატკივრები კლუბის სატრანსფერო პოლიტიკით უკმაყოფილონი არიან - ვესლი სნეიდერის ნაცვლად, მათ მატრი შერჩათ და ამასთან, გუნდი ჯოვინკომ დატოვა, რომელიც არ იყო ცუდ ფორმაში და როცა კი შანსი მიეცა, თავი ყოველთვის გამოიჩინა. "ვეკია სენიორას" წინ გადამწყვეტი ბატალიები ელის, მათ შორის, ჩემპიონთა ლიგაზე და ვის იმედზეა გუნდი თავდასხმაში? - მხოლოდ კარლოს ტევესის, რომელიც კარგ სეზონს ატარებს, სხვებს კი გოლის გატანა აშკარად უჭირთ.

ვერც ფერნანდო ლორენტე ბრწყინავს, ვერც ალვარო მორატა და კინგსლი კომანით რომ ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირს ვერ მოიგებ, ცხადზე უცხადესია. რა მოხდება იმ შემთხვევაში, ტევესს რომ რამე დაემართოს? - "იუვე", ფაქტობრივად, გამტანი ფორვარდის გარეშე რჩება და მთელი იმედები ნახევარდაცვაზე უნდა გადავიდეს. იქნებ ანდრეა პირლომ გაისროლოს, ან არტურო ვიდალმა, ან პოლ პოგბამ...

შესაძლოა, სერია A-ში სამეულისთვის მებრძოლი გუნდისთვის ეს საკმარისი იყოს, მაგრამ როდესაც გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევა აქვს დასახული, იქ გაცილებით მეტი რესურსია საჭირო.

ასეთი პოზიციაა გულშემატკივართა დიდ ნაწილში და იტალიურ სპორტულ პრესაშიც დაახლოებით მსგავსი პათოსის სტატიები იბეჭდება - "გაძეტა დელო სპორტმა" ტურინული გრანდის სპორტულ დირექტორ ჯუზეპე მაროტას კომენტარი ჩამოართვა:

"ზამთრის სატრანსფერო პერიოდში რთულია ვარსკვლავების გადაბირება და ხშირად კლუბები თავისუფალ აგენტებს იმატებენ ან ისეთი ფეხბურთელი მიჰყავთ, რომელსაც კონკრეტული პრობლემის აღმოფხვრა ძალუძს. ალესანდრო მატრი მაღალი კლასის ფორვარდია, რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია ჩაერთოს თამაშში და გადამწყვეტი როლი შეასრულოს. მიმდინარე სეზონში შესანიშნავად ასპარეზობს და იმედია, კიდევ უკეთესად გააგრძელებს.

რატომ წავიდა ჯოვინკო? - ის უკვე "ტორონტოს" ფეხბურთელი იყო და ვარჯიშებზე მოტივაციის ნაკლებობა ეტყობოდა. აზრი არ ჰქონდა სებას სეზონის ბოლომდე შენარჩუნებას და წასვლამ თვითონ ფეხბურთელიც გაახარა. ჯოვინკოს წარმატებას ვუსურვებ, ჩვენ კი წინ მთავარი ბრძოლები გველის".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ატლეტიკთან" მატჩში?
ბარკოლას ეგოიზმი - "კვარას" პსჟ ბილბაოში "ატლეტიკს" ფრედ ეთამაშა
მიქაუტაძე შესვენებამდე ათამაშეს - "ვილიარეალი" "კოპენჰაგენთან" დამარცხდა
ლუის ენრიკემ "ატლეტიკთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მიქაუტაძე "კოპენჰაგენთან" მატჩში სასტარტოშია
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
"ეს მწვრთნელის ბრალი არ არის" - ჩუამენიმ ალონსო დაიცვა
გვარდიოლა "სიტის" დაცვის გაძლიერებას "ნიუკასლის" 23 წლის ფეხბურთელით აპირებს
კარლის რეკორდი - "ბაიერნის" ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
შეტევის გაძლიერება სურთ - "ბარსელონა" "ფიორენტინას" ფორვარდით ინტერესდება
"კვარამ" ბარკოლა მარჯვნივ გააჩოჩა - როგორი იქნება "ატლეტიკთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
ფინალის დღე | საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი | ყველაფერი სუფთა ფურცლიდან იწყება...
[VIDEO] "ბარსელონამ" კუნდეს დუბლით "აინტრახტს" მოუგო - "ატალანტამ" "ჩელსის" სძლია
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგი" "ბაიერნთან" დამარცხდა
ზარიას ერთი ტაიმი და "კაირატის" მარცხი "ოლიმპიაკოსთან"
ლუნინი "მილანში" გადასვლაზე შეიძლება მოდრიჩმა დაიყოლიოს
ტრავმირებული ჰაკიმი მაროკოს ნაკრების დასახმარებლად სამშობლოში გაემგზავრება
ქართველი მსაჯების საერთაშორისო დანიშვნები
ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად...
რჩება თუ მიდის - მაიამის "ინტერის" დირექტომა სუარესის მომავალზე ისაუბრა
ხვიჩასა და გიორგის დღე ლიგაზე და უთამაშებლობა სამშაბათს
"გალათასარაი" აღარ ხუმრობს - ოსიმენი თანამემამულესთან ერთად შეუტევს?
ჯუზეპე მაროტამ დაადასტურა - ლეონარდო ბონუჩის დაბრუნება გვსურს!
"მესის ნაცვლად, 2010 წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებდი" - სნეიდერი
ტურინის "იუვენტუსს" ორი ფეხბურთელი გამოუჯანმრთელდა
სნეიდერი: შემეძლო მესისა და რონალდოს დონეზე მეთამაშა, მაგრამ არ მინდოდა
ტურინის "იუვენტუსის" მომავლის თავდასხმა: დიბალა, ძაძა, კავანი?
ვესლი სნეიდერმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
"ნა***რო ციგანო, დაცვა სიკვდილისგან ვერ გიხსნის" - სერბს ემუქრებიან
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
როგორ გამოიყურება ვესლი სნეიდერი, რომელმაც კარიერა 2 კვირის წინ დაასრულა [VIDEO]
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
ტურინიდან ტორონტოში: სებასტიან ჯოვინკო მიდის
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
ტურინის "იუვენტუსი" გაძლიერებას არ გეგმავს
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
კარლოს ტევესი: არგენტინას მუნდიალის მოგების კარგი შანსი აქვს
მესი "ინტერში" უტოპიაა - ამბობს "ნერაძურის" გენერალური დირექტორი
სებასტიან ჯოვინკომ ამერიკული "ოქროს ბუცი" მიიღო
Gazzetta dello Sport: მამარდაშვილი "იუვენტუსის" პრიორიტეტი აღარაა
მასიმილიანო ალეგრი "იუვენტუსში" 2020 წლამდე დარჩა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
ტურინის "იუვენტუსი" იტალიის თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
სერია A. ბოლო დღის ტრანსფერები: დედლაინამდე წუთით ადრე
კარლოს ტევესი ოჯახური ტრაგედიის გამო კარიერას ასრულებს
სნეიდერი: "რეალში" ჩემი საუკეთესო მეგობარი არაყი იყო
ფიორენტინა-იუვენტუსი 0:3 - "ბებერი ქალბატონი" იტალიის თასის ფინალშია [VIDEO]
კარლოს ტევესი "ინდეპენდენტეს" მწვრთნელად დანიშნეს
მაროტამ "იუვენტუსი" დატოვა და "ინტერში" აპირებს გადასვლას
მანჩინიმ იტალიის ნაკრებში ჯოვინკო დააბრუნა
მაროტა: დიბალას ძალით ვერ დავაკავებთ
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
გახსოვთ ალესანდრო მატრი? - "მილანისა" და "იუვენტუსის" ყოფილ ფეხბურთელს "სასუოლოდან" აგდებენ
კარლოს ტევესმა მწვრთნელობა დაიწყო - მან პირველი გუნდი სამშობლოში ჩაიბარა
უეინ რუნი შესაძლოა MLS-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს
"სულელო, ასე კიდევ ერთ შეხვედრას ვერ მოიგებენ..." - მესის მესიჯი აგუეროს "რეალის" მატჩის მიმდინარეობისას
ანტონიო კონტე: გვინდოდა და მოვიგეთ
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
"ისეთ მწვრთნელებთან მიმუშავია, როგორებიც ალექს ფერგიუსონი და მარსელო ბიელსა იყვნენ, თუმცა კონტე მათ შორის ყველაზე მაგარი იყო" - კარლოს ტევესი
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
იტალიის ნაკრები: ანტონიო კონტემ გუნდი დარაზმა
კუმანი: სნეიდერი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო, მაგრამ ახალი გუნდი მჭირდება