ჰასან უაიტსაიდის მორიგი გაბრწყინება
სუპერბოულის გამო ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში შემოკლებული სათამაშო დღე იყო. "ბოსტონი", რომელმაც უკლო თამაშს კარგი გასვლითი სერიის შემდეგ, საკუთარ მოედანზე იღებდა "მაიამის".

ეს უკანასკნელი კვლავაც დუეინ უეიდისა და ლუოლ დენგის გარეშე თამაშობდა. სამაგიეროდ, კვლავ გაიბრწყინა დებიუტანტმა ჰასან უაიტსაიდმა. ეს ცენტრი კვლავ საუკეთესო იყო ფლორიდელთა რიგებში. სწორედ მან მესამე და მეოთხე მეოთხედების მიჯნაზე სტუმრების მეორე გაქცევას ჩაუყარა საფუძველი.

პირველ ტაიმში "მაიამის" რეგულარული 10-ქულიანი უპირატესობა ჰქონდა, თუმცა მესამე 12-წუთეულის დასაწყისში ზეწოლა იგრძნო მასპინძელი გუნდისგან. სხვაობა ორ ქულამდე შემცირდა, მაგრამ მეოთხე მეოთხედის დასაწყისში ფლორიდელები 11:2 გაიქცნენ და ისევ დაიბრუნეს კომფორტული უპირატესობა.

ამის შემდეგ "ბოსტონისგან" არანაირი ინიციატივა არ ყოფილა. გუნდი უღიმღამოდ თამაშობდა და "მაიამის" აღარ დასჭირვებია განსაკუთრებული მონდომების ჩვენება. "ჰიტმა" ბოლო შვიდ გასვლით მატჩში მეხუთედ მოიგო.

ბოსტონი-მაიამი 75:83

15:25, 16:19, 28:17, 16:22

ბ: ზელერი (17+6 მოხსნა), ბრედლი (17), ბასი (15+6 მოხსნა).

მ: უაიტსაიდი (20+9 მოხსნა+3 დაფარება), ბოში (18+7 მოხსნა), ტ. ჯონსონი (13+9 მოხსნა).

დაახლოებით ანალოგიური ხდებოდა ნიუ იორკში. "ნიქსმა" ბოლო შვიდ მატჩში მეხუთედ მოიგო, რაც შესაძლებელი გახდა "ლეიკერსის" აბსოლუტურად საშინელი თამაშის ხარჯზე. კალიფორნიელებმა ზედიზედ მეშვიდე მატჩი წააგეს გასვლაზე.

სტუმრებმა ტყორცნების 35.5 პროცენტი გამოიყენეს და მხოლოდ 15 შედეგიანი გადაცემა შეასრულეს. "ნიუ იორკმა" პირველ და მესამე მეოთხედში შექმნა საჭირო ჰანდიკაპი და მეორე მასშტაბური გაქცევის შემდეგ თამაშმა ყოველგვარი ინტერესი დაკარგა. თუმცა ეს ინტერესი უკვე პირველ მეოთხედში არ არსებობდა, როცა გუნდებმა სუსტი და არასანახაობრივი კალათბურთი აჩვენეს.

მესამე მეოთხედში მასპინძლების უპირატესობა 19 ქულას აღწევდა, მაგრამ მეტოქის რიგებში ეს დიდად არავის ანაღვლებდა. კარმელო ენტონიმ თავისი 31 ქულიდან 18 მესამე მეოთხედში დააგროვა. საინტერესოა, რომ "ნიუ იორკმა" მოიგო ბოლო ორი შეხვედრა, რომლებშიც მელო 30-ზე მეტ ქულას იღებდა. არადა, მანამდე ზედიზედ ექვსი ანალოგიური მატჩი დათმო.

ნიუ იორკი-ლეიკერსი 92:80

32:19, 15:20, 25:18, 20:23

ნ-ი: ენტონი (31+8 მოხსნა), ჰელოუეი (13), ამუნდსონი (6+13 მოხსნა).

ლ: ბუზერი (19+10 მოხხსნა), კლარკსონი (19), ჯონსონი (11).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენია დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა