"ჯენოაში" თავს კომფორტულად ვგრძნობდი და გული მწყდება, გუნდი რომ დავტოვე, მაგრამ ასეთ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი"

ანტონიო კასანოს "სამპდორიადან "მილანში" გადასვლას თუ არ ჩავთლით, ყველაზე ხმაურიანი ტრანსაფერი ჯერჯერობით "ინტერმა" განახორციელა. მილანური გრანდის მესვეურებმა "ჯენოადან" ანდრეა რანოკია გადაიბირეს და მასში 12.5 მილიონი ევრო გადაიხადეს. ახალგაზრდა ნიჭიერმა მცველმა "ბარიში" ასპარეზობით გაითქვა სახელი, შემდეგ "ჯენოაში" აღმოჩნდა და შესანიშნავი თამაშით რაფაელ ბენიტესის ყურადღება დაიმსახურა.

მართალია, ესპანელი უკვე მოხსნეს დაკავებული თანამდებობიდან, მაგრამ რანოკიას ტრანსფერზე მასიმო მორატიმ უარი აღარ თქვა. ახალგაზრდა მცველზე ლეონარდოც დიდ იმედებს ამყარებს და მიაჩნია, რომ დაშავებული ვალტერ სამუელის შეცვლა ყველაზე უკეთ სწორედ მას შეუძლია. თავად ფეხბურთელი სიხარულისგან მეცხრე ცაზეა:

"თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ოცნება ამიხდა - ბავშვობიდან "ინტერის" ქომაგი ვარ და დღეს, ამ გუნდის ნაწილად ვითვლები. ეს ფანტასტიკური შეგრძნებაა, რომელსაც ვერაფერი შეედრება. "ჯენოაში" თავს კომფორტულად ვგრძნობდი და გული მწყდება, გუნდი რომ დავტოვე, მაგრამ ასეთ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი. დიდი ფეხბურთელების გვერდით მომიწევს თამაში და ვეცდები, მათგან რაც შეიძლება ბევრი ვისწავლო. მსურს "ინტერის" მდიდარ ისტორიაში ჩემი კვალი დავტოვო და ამისთვის თავს არ დავზოგავ".

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა