ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა და იტალიურ სპორტულ პრესაში კლუბების მესვეურთა მიერ გაწეულ სამუშაოს აფასებენ
ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა და იტალიურ სპორტულ პრესაში კლუბების მესვეურთა მიერ გაწეულ სამუშაოს აფასებენ.

"გაძეტა დელო სპორტმა" ქულებიც კი დაწერა, საიდანაც ნათლად ჩანს თუ ვინ როგორ იმუშავა ბაზარზე. თუმცა, სანამ "გაძეტას" ნააზრევს გაგაცნობდეთ, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღის შედეგებს და ზოგადად, ყველაზე აქტუალურ თემებს გადავავლოთ თვალი...

სტურარო "იუვენტუსში"

"იუვენტუსმა" 21 წლის ნახევარმცველი სტეფანო სტურარო დაიბრუნა, რომელიც იჯარით "ჯენოაში" ასპარეზობდა. თავის დროზე, ტურინულმა გრანდმა ახალგაზრდა ტალანტში 5.5 მილიონი ევრო გადაიხადა და შემდეგ გაანათხოვრა, მასიმილიანო ალეგრის კი მისი სამსახური მიმდინარე სეზონში დასჭირდა. უკვე გაცხადდა, რომ სტურარო "იუვეში" 27 ნომრით იასპარეზებს.

აქვე ვთქვათ, რომ "იუვენტუსმა" "ემპოლიდან" დანიელე რუგანი გამოისყიდა და საამისოდ 3.5 მილიონი ევრო გადაიხადა. 20 წლის მცველის სატრანსფერო უფლებების ნახევარს ისედაც "ვეკია სენიორა" ფლობდა, ამიერიდან კი რუგანი 100%-ით "იუვეს" ეკუთვნის. ამასთან, მიმდინარე სეზონის ბოლომდე რუგანი "ემპოლიში" დარჩება და ტურინულ გუნდს ზაფხულში შეუერთდება.

ბორიელო "ჯენოაში"

მიმდინარე სეზონში, მარკო ბორიელო "რომას" განაცხადშიც ვერ ხვდებოდა და სრულიად ლოგიკურია, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას კლუბის გამოცვლა განიზრახა. 32 წლის ფორვარდის დამატების სურვილი "ჯენოამ" გამოთქვა და მხარეებმა საერთო ენა იოლად გამონახეს. სეზონის დარჩენილ ნაწილს ბორიელო გენუურ გუნდში გაატარებს.

"ჯენოა" ალესანდრო როზიმ დატოვა, თუმცა ამაზე ქვემოთ, "ფიორენტინას" სატრანსფერო სიახლეებში ვისაუბროთ.

დუმბია, იბარბო, სპოლი

"რომა" ბორიელოს დაემშვიდობა, მაგრამ "კატანიადან" ნიკოლას სპოლი დაიმატა. 31 წლის არგენტინელი მცველი სიცილიურ გუნდთან ერთად სერია B-ში ასპარეზობდა და, რა გასაკვირია, რომ დედაქალაქელთა შეთავაზებას ფიქრის გარეშე დათანხმდა.

"რომას" გულშემატკივრებისთვის უფრო საინტერესო ამბავი მაინც ვიქტორ იბარბოს გადაბირებაა, რომელიც "ჯალოროსიში" ნახევარწლიანი იჯარით გადავიდა და რომლის სანაცვლოდაც დედაქალაქელები 2.5 მილიონ ევროს გადაიხდიან. თუ "რომა" ზაფხულში 24 წლის თავდამსხმელის გამოსყიდვას მოისურვებს, 12.5 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. მიმდინარე სეზონში, იბარბომ "კალიარის" შემადგენლობაში 13 მატჩი გამართა და 2 გოლი გაიტანა.

"რომას" მთავარი შენაძენი კი მაინც სეიდუ დუმბია გახლავთ, რომელიც მოსკოვის ცსკა-დან გადაიბირეს. კოტდივუარელი რუსულ კლუბში 2010 წლიდან ასპარეზობდა და ამ ხნის განმავლობაში, 95 თამაშში 61 გოლი გაიტანა, რაც ბრწყინვალე შედეგია. რუდი გარსიას 27 წლის თავდამსხმელის ძალიან ეიმედება, რაზეც მისი კომენტარი მეტყველებს:

"დუმბიაზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი, რადგან მის შესახებ სტატისტიკა ყველაზე ნათლად მეტყველებს. უამრავ გოლს იტანდა ცსკა-ში და არც იქამდე დაუკლია, როდესაც შვეიცარიული "იანგ-ბოიზის" ღირსებას იცავდა. მჯერა, რომ დუმბია "რომაში" საუკეთესო თვისებებს წარმოაჩენს".

მუნიოსი "სამპდორიაში"

ესეკილ მუნიოსის გადაბირება "მილანს" სურდა, მაგრამ საბოლოოდ, 24 წლის არგენტინელი მცველი "სამპდორიაში" აღმოჩნდა. გენუურმა კლუბმა ესეკილი "პალერმოდან" 6-თვიანი იჯარით წაიყვანა და თუ მხარეები კმაყოფილნი დარჩნენ თანამშრომლობით, ზაფხულში გამოისყიდიან კიდეც.

სანამ "სამპა" მუნიოსის ტრანსფერს გვაუწყებდა, დანიელე გასტალდელო "ბოლონიაში" გაუშვა - ამ ამბავმა ბევრი გააკვირვა, რადგან დანიელე ხშირად ხვდებოდა გენუელთა ძირითად შემადგენლობაში და საიმედოობით გამოირჩეოდა. ამიერიდან, 31 წლის მცველი სერია B-ში იასპარეზებს, თუმცა დიდი შანსია, "ბოლონიასთან" ერთად ელიტაში აღზევდეს.

კიდევ ერთი სიახლე, რომელიც "სამპდორიას" უკავშირდება - გენუურმა კლუბმა "ინტერიდან" 17 წლის ფორვარდი ფედერიკო ბონაცოლი გამოისყიდა, რომელშიც 4.5 მილიონი ევრო გადაიხადა. ფედერიკო სეზონის ბოლომდე "ნერაძურიში" დარჩება, მომდევნო სეზონიდან კი "სამპდორიას" ღირსებას დაიცავს. ხელშეკრულებაში არის პუნქტი, რომლის მიხედვითაც, მილანელებს უფლება აქვთ, რომ "სამპდორიას" 9 მილიონი ევრო გადაუხადონ და ფეხბურთელი დაიბრუნონ.

მოკლედ, ბონაცოლი "სამპას" მოთამაშეა, მაგრამ ამ ეტაპზე, გენუური გუნდის გულშემატკივრებს უფრო სამუელ ეტო'ოს ამბავი აღელვებთ, რომელზეც ქვემოთ მოგითხრობთ...

მიხაილოვიჩი VS ეტო'ო

"სამპდორიას" მთავარი ვარსკვლავი დღეს სამუელ ეტო'ოა, რომელიც გუნდში სულ რამდენიმე დღის მისულია, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ გენუა დატოვოს და სხვაგან გადაბარგდეს. მართალია, ევროპაში სატრანსფერო ფანჯარა უკვე დაიხურა, მაგრამ 33 წლის კამერუნელს სხვა კონტინენტებიდან არაერთი შეთავაზება აქვს - მაგალითად, ჩინური "შანხაი შინხუადან", რომელიც ფეხბურთელს 2-წლიან კონტრაქტს და სეზონში 4 მილიონ ევროს სთავაზობს.

მაინც რა მოხდა და რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში? - როგორც "გაძეტა დელო სპორტი" იუწყება, ეტო'ოს და სინიშა მიხაილოვიჩს შორის კონფლიქტი ვარჯიშზე მოხდა, რის შემდეგაც კამერუნელმა წვრთნა თვითნებურად შეწყვიტა და შემდეგ ორი დღე არ გამოჩენილა. ამ თემაზე კომენტარი თავად მწვრთნელმა გააკეთა:

"სამუელმა უპატივცემულობა გამოიჩინა როგორც პირადად ჩემს, ისე თანაგუნდელთა მიმართ. ვარჯიში დატოვა, არც არაფერი გვითხრა და წვრთნაზე არც მეორე დღეს გამოცხადდა. სიმართლე გითხრათ, ასეთ რამეს არ ველოდი და გამოსავლის ძიებაში ვარ".

ვითარების განმუხტვა კლუბის პრეზიდენტმა მასიმო ფერერომ სცადა და განაცხადა, რომ მწვრთნელს და ფეხბურთელს შორის მცირე გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, რაც მოგვარებადია და ამის გამო კამერუნელი გუნდს არ დატოვებს. თუმცა, ფერერომ თქვა, რომ კონფლიქტი მოგვარებადია და არა მოგვარებული, რაც იმას ნიშნავს, რომ გაუგებრობა გრძელდება და რით დასრულდება ეს ყველაფერი, მხოლოდ დრო გვიჩვენებს.

"ფიორენტინამ" სალაჰი დაიმატა

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში, "ფიორენტინამ" ხუან კუადრადო დაკარგა და ნათელი იყო, რომ ფლორენციულ კლუბს მისი შემცვლელი უნდა ეპოვა. რთული სათქმელია, რამდენად სრულფასოვნად შეცვლის მოჰამედ სალაჰი კოლუმბიელს, მაგრამ ფაქტია, რომ 22 წლის ეგვიპტელი გარემარბი კარიერას "ვიოლაში" გააგრძელებს. სალაჰი უკვე ტოსკანაშია და კლუბთან საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა.

მოჰამედ სალაჰმა შვეიცარიულ "ბაზელში" თამაშით გაითქვა სახელი, რის შემდეგაც "ჩელსიში" მოხვდა, თუმცა პრემიერლიგაში თავის გამოჩენის შანსი, პრაქტიკულად, არ მისცემია. მიმდინარე სეზონში, სალაჰმა "ჩელსის" მაისურით მხოლოდ 33 წუთი ითამაშა.

"ფიორენტინამ" "ჯენოადან" 27 წლის ნახევარმცველი ალესანდრო როზი გადაიბირა, რომელმაც მიმდინარე სეზონში გენუური გუნდის მაისურით 9 მატჩი გამართა. ამ შემთხვევაშიც, კონტრაქტი საიჯაროა, სურვილის შემთხვევაში კი ფლორენციელები ფეხბურთელს 5 მილიონ ევროდ გამოისყიდიან.

მილანელებმა იპირველეს

ამასობაში, "გაძეტა დელო სპორტმა" სატრანსფერო ბაზარზე ყველაზე აქტიური კლუბები გამოავლინა და უპირატესობა მილანელებს მიანიჭა. 10-ბალიანი შკალით, "მილანმა" და "ინტერმა" 8 დაიმსახურეს, საუკეთესო ხუთეულზე კი ქვემოთ:

მილანი (8)

6 ახალი ფეხბურთელი: სუსო, ალესიო ჩერჩი, მატია დესტრო, გაბრიელ პალეტა, ლუკა ანტონელი და სალვატორე ბოკეტი. კლუბის ვიცე-პრეზიდენტ ადრიანო გალიანის ტრანსფერებისთვის ფული არ ჰქონდა, მაგრამ ძველ ხერხს მიმართა და ან თავისუფალი აგენტები დაიმატა, ან საიჯარო ხელშეკრულებები გააფორმა. ასეა თუ ისე, "მილანი" გაძლიერდა და თანაც, პრაქტიკულად, ყველა რგოლში.

ინტერი (8)

წესით და რიგით, ლუკას პოდოლსკიმ და ჯერდან შაჩირიმ გუნდის შეტევითი პოტენციალი მკვეთრად უნდა გაზარდონ, დავიდე სანტონი კი დაცვაში მშვენიერი შენაძენია. არც ახალგაზრდა და ნიჭიერი ხორვატი ნახევარმცველი მარსელო ბროზოვიჩი უნდა გამოგვრჩეს, რომლის გადაბირება არაერთ გრანდს სურდა. გამოდის, რომ "ინტერიც" ყველა რგოლში გაძლიერდა.

ნაპოლი (7)

"ნაპოლიმ" "სამპდორიადან" მანოლო გაბიადინი გადაიბირა, რაც შეტევის აშკარა გაძლიერებაა. მანოლო "სამპდორიას" ერთ-ერთი ლიდერი იყო და ნეაპოლურ გუნდს აშკარად წაადგება. ამასთან, სამხრეთელებმა დაცვაც გააძლიერეს და მარცხენა ფრთა 27 წლის ხორვატ ივან სტრინიჩს ჩააბარეს.

სამპდორია (7)

"სამპდორიამ" ლუის მურიელი და სამუელ ეტო'ო დაიმატა, რაც შეტევის გაძლიერებაა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს მანოლო გაბიადინის გასხვისება. რომ არა მანოლოს წასვლა, გენუელთა სატრანსფერო კამპანია, ალბათ, საუკეთესოდ შეფასდებოდა.

სასუოლო (6)

მართალია, "სასუოლომ" მხოლოდ რამდენიმე ნაკლებად ცნობილი ფეხბურთელი დაიმატა, მაგრამ რადგან წამყვანი ფეხბურთელები შეინარჩუნა, "გაძეტა დელო სპორტისგან" საკმაოდ მაღალი შეფასება დაიმსახურა. სიმონე ძაძას დაბრუნება "იუვენტუსს" სურდა, დომენიკო ბერარდის მილანური გუნდები უმიზნებდნენ, ნიკოლა სანსონეს წაყვანა კი "ფიორენტინას" სურდა, მაგრამ პატარა კლუბმა სამივე ფორვარდი თავისთან დაიტოვა. შესაბამისად, სატრანსფერო ბაზარზე "სასუოლოს" მესვეურთა საქმიანობა წარმატებულად შეფასდა.

სხვები

"იუვენტუსმა" ალესანდრო მატრი და სტეფანო სტურარო დაიმატა, რისთვისაც მხოლოდ 4 ქულა დაიმსახურა. 5 ბალი მიიღო "რომამ", რომელსაც სეიდუ დუმბია კი შეუერთდა, მაგრამ მატია დესტრო წავიდა. "ფიორენტინაც" 5-ბალიანია, რადგან რამდენიმე საინტერესო შენაძენი ხუან კუადრადოს წასვლამ დააბალანსა. "ლაციომ" ლისაბონის "სპორტინგიდან" მაურისიო გადაიბირა, რაც 4.5 ქულისთვის იყო საკმარისი; ჩამოთვლილ ამბიციურ კლუბებს კი "ატალანტამ" გადაასწრო, რომელმაც მაურისიო პინილია დაიმატა და 5.5 ქულაც დაიმსახურა. ვნახოთ, როგორ გაამართლებენ ახალწვეულები მიმდინარე სეზონის დასკვნით ნაწილში...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს
"იუვენტუსი" ზედიზედ მეშვიდედ გახდა იტალიის ჩემპიონი [VIDEO]
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ფიორენტინამ" "ინტერს" 101-ე წუთზე გაუთანაბრა ანგარიში - 3:3 [VIDEO]
სამი ფრის შემდეგ - ლობოტკამ "ნაპოლის" გამარჯვება მოუპოვა
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უდინეზე" "რომასთან" დამარცხდა
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
ბრწყინვალე მორეირა, მიჯრით მე-8 წაუგებელი დერბი და ზედიზედ მე-4 გამარჯვება - მილანი კვლავ შავ-წითელია!
"იუვენტუსმა" "ლაციოსთან" მოგება ხელიდან 95-ე წუთზე გაუშვა [VIDEO]
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
"იუვენტუსმა" "სამპდორია" 3:0 დაამარცხა და "ნაპოლი" 6 ქულით ჩამოიტოვა [VIDEO]
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
"ფიორენტინამ" თასის 1/4 ფინალში "რომა" გაანადგურა - 7:1 [VIDEO]
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
სატრანსფერო ციებ-ცხელება
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
"სამპდორიას" მწვრთნელი თვლის, რომ მსაჯმა "იუვენტუსს" გამარჯვება აჩუქა
"ფიორენტინას" ახალი მწვრთნელი ეყოლება - გროსო ფლორენციაში მიდის
"არსენალი" სერბის სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
ცეცხლი "ოლიმპიკოზე" - ჩხუბი, ტირილი, ბარათების წვიმა და გოლები [VIDEO]
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
იმობილემ "ლაციო" 96-ე წუთზე დააწინაურა, საპონარამ "სამპდორიას" ფრე 99-ე წუთზე მოუპოვა
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
რანიერი იტალიური ფეხბურთის ისტორიაში დარჩება - მწვრთნელი, რომელიც დერბის არ აგებს
კვერნაძე არ ათამაშეს - "ფროზინონე" თასიდან გამოვარდა
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
"იუვე" 4 ფეხბურთელს იტალიის ნაკრების შემტევის სანაცვლოდ ჩამოდის
[VIDEO] "ბარსელონამ" "ასტონ ვილა" დაამარცხა, "ბაიერნმა" "ატლეტიკო" - "მანჩესტერ იუნაიტედმა" "რომას" თამაში შემოუტრიალა
99-ე წუთზე "ლაციოს" კარში გოლის გატანის შემდეგ საპონარას ტრუსი ჩახადეს
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"ჩელსი" რეგულონისთვის იბრძოლებს
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
სერია A. XVII ტური: "მილანი" დამარცხდა და გატუზოს წყალი შეუდგა [VIDEO]
"ფიორენტინას" ამერიკელი მილიარდერი ყიდულობს
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
სათადარიგო გოგლიჩიძე და "მონცას" ნანატრი გამარჯვება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
8 გოლი, 3 წითელი ბარათი და ნამდვილი დრამა "სტადიო ოლიმპიკოზე" [VIDEO]
"Ciao Bella"-ს სიმღერის გამო "ლაციოს" ფანები ახალწვეულს დაუპირისპირდნენ [VIDEO]
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
კვერნაძეს გატანილი არ ჩაუთვალეს, არც პენალტი დაუნიშნეს - "ფროზინონემ" "სასუოლოს" მოუგო
"ფიორენტინამ" ვანოლი გაუშვა და მალე გროსოს დანიშნავს
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო