"ზანკტ პაულის" ყოფილმა ფეხბურთელმა რენე შნიტცლერმა მაფიოზისგან ფულის აღება აღიარა, მანიპულაციები კი უარყო

ბოხუმის პროკურატურა ყველა დროის ყველაზე დიდი საფეხბურთო სკანდალის გამოძიებას აგრძელებს. ბოხუმელებს ამ დღეებში გამოძიების ახალი დეტალები არ გაუხმაურებიათ, სამაგიეროდ, გერმანულ ჟურნალ „შტერნში“ გამოქვეყნდა ინტერვიუ „ზანკტ პაულის“ ყოფილ ფეხბურთელთან, 25 წლის რენე შნიტცლერთან, რომელიც აღიარებს, რომ მაფიისგან 100 000 ევრო აიღო, რის სანაცვლოდაც მას მეორე ბუნდესლიგის ხუთი მატჩის მანიპულირებაში უნდა მიეღო მონაწილეობა.

მისი თქმით, მაფიოზებმა შნიტცლერს „მაინცთან“ (ორი თამაშის), „ჰანზასთან“, „აუგსბურგთან“ და „დუისბურგთან“ თამაშების მანიპულირება მოსთხოვეს. ფეხბურთელი ამბობს, რომ ფული აიღო, მაგრამ მაფიის მოთხოვნა არ შეასრულა. არის თუ არა ეს სიმართლე, ამას გამოძიება გაარკვევს, ფაქტი კი ის არის, რომ ხსენებული ხუთი თამაშიდან სამში მას მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია და მხოლოდ ერთ შეხვედრაში ითამაშა 90 წუთი.

შნიტცლერი აცხადებს, რომ ფული მას ვინმე „პაულმა“ გადაუხადა. „შტერნის“ ინფორმაციით, ეს არის ჰოლანდიელი მაფიოზი პაულ რ., რომელიც ბოხუმის პროკურატურის გამოძიებაშიც ფიგურირებს. ხსენებული ჟურნალის ინფორმაციით, პაულ რ. სკანდალის ერთ-ერთი უმთავრესი ფიგურაა. შნიტცლერს „შტერნისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მხოლოდ ამაზე არ უსაუბრია. ის აღნიშნავს, რომ მანიპულაციებსა და ტოტალიზატორში საკუთარი გუნდის მატჩებზე ფულის დადებაში არაერთი თანაგუნდელი თუ სხვა ფეხბურთელი ჰყავს შემჩნეული.

„ცხადია, ძალიან ბევრ ფეხბურთელს ვიცნობდი და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 70-80 პროცენტი მუდმივად ტოტალიზატორში თამაშობდა. ისინი ფულს არა მარტო თავიანთი გუნდების თამაშებზე დებდნენ, არამედ ფსონებს რომელიღაც ლიგების რომელიღაც თამაშებზეც ჩადიოდნენ და სხვათა შორის, ძალიან ხშირად იგებდნენ, - აცხადებს „ზანკტ პაულის“ ყოფილი ფეხბურთელი და იქვე დასძენს, - ფეხბურთელები აზარტული თამაშებით ისე ერთობოდნენ, რომ ბოლოს ეს ყველაფერი დიდ კომედიას დაემსგავსა. მაგალითად, „ლევერკუზენში“ ყოფნისას, ერთმა მოთამაშემ ვარშავის „ლეგიასთან“ მატჩის წინ თქვა, მოდი, ხუთას-ხუთასი ევრო ჩამოვიდეთ და აეროპორტში ვისი ჩემოდანიც პირველად გამოჩნდება, ჯეკ-პოტი იმან აიღოსო. ჯეკ-პოტმა დაახლოებით 10 000 ევრო შეადგინა და ეს ფული ერთ-ერთმა ფეხბურთელმა, რომლის გვარსაც არ დავასახელებ, მართლაც მოიგო.“

შნიტცლერი ბოლოს ნორდ-რაინ-ვესტფალენის ლიგის წარმომადგენელ „ვეგბერგ-ბეეკში“ თამაშობდა და ერთი მატჩი პირველ ბუნდესლიგაშიც აქვს ჩატარებული (მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ მაისურით), „ზანკტ პაულიში“ თავის დროზე იმედები ვერ გაამართლა და გუნდიდან მალევე გაუშვეს. შნიტცლერი თვითონვე ამბობს, ერთხელ „ზანკტ პაულის“ მთავარმა მწვრთნელმა ჰოლგერ სტანისლავსკიმ მითხრა, პოტენციალით ბუნდესლიგის ფეხბურთელი ხარ, მაგრამ იმდენად უტვინო ხარ, რომ კრაისლიგაშიც ვერ ითამაშებო. დღეს შნიტცლერი უგუნდოდაა...

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა