ატლეტიკო, სევილია თუ ვალენსია?

ჯეფერსონ ფარფანმა მთელი გელზენკირხენი გაანაწყენა - „შალკეს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მშობლიურ გაზეთს უთხრა, რომ გელზენკირხენული კლუბიდან წასვლა უნდა და რომ საკმაოდ საინტერესო შეთავაზებები აქვს. „შალკედან“ აუცილებლად წავალ, რადგან ძალიან კარგი შემოთავაზება მაქვს,“ - განუცხადა 26 წლის ფარფანმა პერუულ გაზეთ „ლიბეროს“.

ფარფანი პერუდან გელზენკირხენში გუშინ, დაგვიანებით დაბრუნდა და „შალკეს“ პირველ ვარჯიშზე არ გამოჩენილა. ჩვენი გერმანელი კოლეგების მტკიცებით, მას „ხუმარების“ მთავარ მწვრთნელ ფელიქს მაგათთან შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი. ფარფანმა არც ჩვენს გერმანელ კოლეგებთან საუბრის დროს დამალა, რომ „შალკედან“ წასვლა უნდა: „ფელიქს მაგათს ყველაფერზე გულახდილად დაველაპარაკები. იმასაც ვეტყვი, რომ ძალიან საინტერესო შემოთავაზება მაქვს. გელზენკირხენში ჩამოსვლაც სწორედ ამიტომ დამაგვიანდა,“ - თქვა პერუელმა გარემარბმა.

„შალკეს“ ფეხბურთელს, რომელიც გელზენკირხენელ ქომაგებს ძალიან უყვართ, არ დაუკონკრეტებია, რომელი კლუბი ეპატიჟება - ჯერ ძალიან ადრეა იმის თქმა, თუ სად მინდა გადასვლაო. ჩვენი გერმანელი კოლეგების აზრით, საუბარია ან მადრიდის „ატლეტიკოზე“, ან „სევილიაზე“ და ანაც „ვალენსიაზე“. ფარფანის გადაბირების სურვილი სწორედ ამ ესპანურ კლუბებს აქვთ. აღსანიშნავია ისიც, რომ ზაფხულში ფარფანის გადაბირება „ვოლფსბურგს“ უნდოდა.

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა