მარიო გომესს ვეღარ აჩერებენ
"ლაციოს" შემდეგ იტალიის თასის ნახევარფინალური საგზური "ფიორენტინამ" მოიპოვა. ვინჩენცო მონტელას შეგირდებმა გზად "რომა" ჩამოიცილეს და თანაც, მეტოქე მისსავე მოედანზე დაამარცხეს.

დიახ, "სტადიო ოლიმპიკოზე" ფლორენციელებმა მასპინძლებს შანსი არ დაუტოვეს, ორი უპასუხო გოლი გაუტანეს და განაგრძობენ ბრძოლას ტიტულისთვის. დუბლის ავტორი მარიო გომესია, რომელიც ბოლო დროს ბრწყინვალედ ათამაშდა და გოლს გოლზე იტანს.

ექსპერიმენტებს ორივე მწვრთნელი მოერიდა, რაც სრულიად ბუნებრივია - "ფიორენტინას" ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება ძალიან გაუჭირდება, ევროპის ლიგაზე გასვლა კი იტალიის თასის მოგებითაც შეიძლება და ასეთ შემთხვევაში, სერია A-ში პოზიციის დათმობაც არ იქნება საგანგაშო.

რაც შეეხება "რომას", რუდი გარსიას გუნდმა მკვეთრად მოუკლო, ლიდერს გვარიანად ჩამორჩა და რადგან სკუდეტოს მოგების შანსი ძალიან მცირეა, იტალიის თასს მეტი ფასი დაედო - ამასთან, "ჯალოროსის" გულშემატკივრებს დღემდე მწარედ ახსოვთ "ლაციოსთან" ფინალში წაგებული თასი და გულშემატკივართა თვალწინ რეაბილიტაცია იყო საჭირო.

თუმცა, "რომას" ჩავარდნა აქვს და "ფიორენტინასთან" მატჩმა ეს კიდევ ერთხელ ცხადყო. მონტელას შეგირდებმა დაჯაბნეს მეტოქე და სრულიად დამსახურებულად გაიკვლიეს გზა ნახევარფინალში.

რუდი გარსია (რომას მწვრთნელი): "პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ გამარჯვებისთვის ეს საკმარისი არაა. ბოლო თამაშებში ბევრ გოლს ვუშვებთ და შეტევაშიც გვაკლია სიმწვავე, რაზეც სამუშაო გვაქვს. ჩავარდნა სახეზეა და ეს უნდა ვაღიაროთ, მაგრამ ვპირდები გულშემატკივრებს, რომ სწორ რეაგირებას მოვახდენთ. უახლოეს შეხვედრაში "კალიარი" უნდა დავამარცხოთ და კრიზისი დავძლიოთ".

ვინჩენცო მონტელა ("ფიორენტინას" მწვრთნელი): "მეტოქეზე უკეთ ვითამაშეთ და დამსახურებულად მოვიგეთ. ჩვენთვის იტალიის თასი ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ტიტული მოვიგოთ. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ხუან კუადრადოს წასვლა უკვე დავიწყებულია. კოლუმბიელს წარმატებას ვუსურვებ, ის დიდ კლუბში მოხვდა, მაგრამ ჩვენც ამბიციური გეგმები გვაქვს და წინ ძალიან საინტერესო ბატალიები გველის".

მარიო გომესი (ფიორენტინა): "რთული პერიოდი გამოვიარე, ერთი წელი ტრავმის გამო გამიცდა და შემდეგ ოპტიმალურ ფორმაში შესასვლელად კიდევ დიდი დრო იყო საჭირო. საკუთარი თავის ყოველთვის მჯეროდა და ბედნიერი ვარ, რომ გოლების გატანა დავიწყე. მთლიანად გუნდმა ითამაშა კარგად და მომდევნო ეტაპზე გასვლაც დავიმსახურეთ. იმედია, იტალიის თასის ფინალში ვითამაშებთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლევანი
მარიო გომესი - თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ფორვარდი. ნამდვილი ცხრიანი "მკვლელის ინსტინქტით". იგი იმ კასტიდანაა, საიდანაც გერდ მიულერი, იურგენ კლინსმანი, ფილიპო ინძაგი, დევიდ ტრეზეგე... ანუ, ტიპიური საჯარიმოს ფორვარდი, მომენტის კაცი. "ფიორენტინაზე" ბევრად დიდ გუნდს იმსახურებს გერმანელი, მაგრამ ხდება ეგეთებიც... როგორ მინდოდა მარიო "იუვეში" მეხილა. არც აწია გვიან!
"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
მონტელა: ძლიერ მეტოქესთან ნებისმიერი სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ
მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა
დაბრუნება სამშობლოში? - დიბალას ცნობილი არგენტინული გუნდი ეპატიჟება
"ფიორენტინამ" "ინტერს" 101-ე წუთზე გაუთანაბრა ანგარიში - 3:3 [VIDEO]
34 წლის ასაკში - გომესი ფეხბურთიდან ღირსეულად წავიდა
"ფიორენტინამ" თასის 1/4 ფინალში "რომა" გაანადგურა - 7:1 [VIDEO]
მონტელა: საქართველოს ნაკრებთან დაპირისპირება რთულია
[VIDEO] ფრე "რომასთან" - "მილანი" 21 მატჩში დაუმარცხებელია
"არსენალი" სერბის სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
"ის გენიოსია! ჩემი აზრები წაიკითხა" - მარიო გომესმა "ჩელსისთან" პენალტების სერია გაიხსენა და პეტერ ჩეხზე ისაუბრა
მონტელა: გაძევების შემდეგ ინიციატივა დავკარგეთ - საქართველოს ნაკრებმა დიდი განვითარება გაიარა
მონტელა: ისევ საქართველო შეგვხვდა - მესამე კალათიდან ყველაზე მძიმე მეტოქე
მარიო გომესი სამკურნალოა
გარსიამ მადრიდში ჩააკითხა - კურტუა ბელგიის ნაკრებში დაბრუნდა
"ნაპოლიდან" დათხოვნილ რუდი გარსიას სამწვრთნელო საქმიანობის სანაკრებო დონეზე გაგრძელების ვარიანტი გამოუჩნდა
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
"ნაპოლიდან" გათავისუფლებული მწვრთნელი ბელგიის ნაკრებს ჩაიბარებს
"იუვე" 4 ფეხბურთელს იტალიის ნაკრების შემტევის სანაცვლოდ ჩამოდის
"ამ სიახლემ შოკში ჩამაგდო" - რუდი გარსია
"როდესაც "კვარას" ვცვლიდი და უკმაყოფილებას გამოხატავდა, არავინ მიცავდა, დე ლაურენტისი? ფეხბურთის საერთოდ არაფერი ესმის" - გარსიამ "პარტენოპეიში" გატარებული პერიოდი გაიხსენა
ვის აქვს ყველაზე მეტი ჰეთრიკი 21-ე საუკუნეში?
მარიო გომესი "შტუტგარტს" დაუბრუნდა
[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა
ბუნდესლიგა. VI ტურის წინ: როგორ ასცდნენ ერთმანეთს მარიო და "ბაიერნი"
სერია A. XVII ტური: "მილანი" დამარცხდა და გატუზოს წყალი შეუდგა [VIDEO]
"ფიორენტინას" ამერიკელი მილიარდელი ყიდულობს
"ფანტასტიური ფეხბურთელია... ხვიჩას ამის გასაანალიზებლად დრო სჭირდებოდა" - რუდი გარსიამ კვარაცხელიაზე ისაუბრა
არეულობა თურქეთის ნაკრებში? - აქთურქოღლუს განცხადების გამო თანაგუნდელები აღშფოთდნენ, ფეხბურთელს მონტელა შეხვდება
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება