"ფილადელფიამ" ზედიზედ სამი მატჩი მოიგო
პირველად 2013 წლის მარტის შემდეგ, "ფილადელფიამ" ზედიზედ სამი მატჩი მოიგო საკუთარ მოედანზე. ბრეტ ბრაუნის გუნდმა ტომპსონის იდეალური სროლის წყალობით 21 ქულით წინ გასვლა შეძლო, მესამე მეოთხედში კი მასპინძლების უპირატესობა 28 ქულას შეადგენდა. ბოლო 12-წუთეულში "დენვერმა" სცადა სასწაულის მოხდენა, მაგრამ ვერ შეძლო. "ნაგეტსმა" ბოლო 11 მატჩიდან 10 წააგო და ღრმა კრიზისში იმყოფება.

ფილადელფია-დენვერი 105:98

34:28, 27:12, 24:28, 20:30

ფ: ტომპსონი (23), კოვინგტონი (17+8 მოხსნა), კარტერ-უილიამსი (15+8 მოხსნა+12 პასი), სემპსონი (11), მაკდანიელსი (11), ნოელი (10+8 მოხსნა), მბა ა მუტე (4+10 მოხსნა).

დ: გალინარი (22), ჩენდლერი (19+6 მოხსნა), აფლალო (14), ნელსონი (10+4 ჩაჭრა), ლოუსონი (5+6 მოხსნა+14 პასი).

დი ჯეი ოგასტინი ჯერჯერობით კარგად ცვლის ბრენდონ ჯენინგსს. "მაიამისთან" საშინაო შეხვედრაში გამთამაშებელმა 25 ქულა დააგროვა, ბოლო ცხრა მატჩია კი საშუალოდ 9.2 შედეგიან გადაცემას ასრულებს. "ჰიტთან" მატჩში ყველაფერი, ფაქტობრივად, პირველ მეოთხედში გადაწყდა, რომელიც სტუმრებმა ჩააგდეს და მეტოქეს 25:1 გაქცევის საშუალება მისცეს.

დეტროიტი-მაიამი 108:91

33:12, 20:27, 32:28, 23:24

დ: ოგასტინი (25+13 პასი), კოლდუელ-პოუპი (18+3 ჩაჭრა), დრამონდი (14+14 მოხსნა), სინგლერი (13), მონრო (12+9 მოხსნა), მიქსი (10).

მ: ბოში (34), კ. ანდერსონი (12), უაიტსაიდი (11+10 მოხსნა+5 დაფარება), დენგი (10), გრეინჯერი (10).

ზედიზედ სამი წაგების შემდეგ "ბოსტონმა" გუშინ ნორმალური კალათბურთი აჩვენა. "კელტებმა" კარგი სტარტი აიღეს და 14:2 სასტარტო გაქცევა მოაწყვეს, რის შემდეგაც "ნიუ იორკი" ერთხელაც არ გასულა მატჩში წინ. მაქსიმუმი, რაც კარმელო ენტონიმ და მისმა თანაგუნდელებმა შეძლეს, მეოთხე მეოთხედში სხვაობის ოთხ ქულამდე შემცირება იყო, მაგრამ იქვე მეტოქემ კიდევ ერთხელ შეძლო გაქცევა.

ნიუ იორკი-ბოსტონი 97:108

19:26, 25:31, 28:23, 25:28

ნ-ი: ენტონი (21+6 მოხსნა), კალდერონი (17), ჰარდუეი (14), სმიტი (12+7 მოხსნა+5 პასი), ტომასი (11).

ბ: ბრედლი (26), სალინჯერი (22+9 მოხსნა+6 პასი), სმარტი (13), კრაუდერი (13), ბასი (12).

"პორტლენდს" გუშინდელ მატჩამდე ბოლო 10 შეხვედრიდან რვა ჰქონდა წაგებული. გარდა ამისა, საკუთარ მოედანზე ზედიზედ სამი მარცხი დაუგროვდა. ორეგონელებმა შეძლეს ამ სერიის შეწყვეტა, თუმცა ძალიან გაუჭირდათ ამის გაკეთება. ყოველთვის, როცა "პორტლენდი" ახერხებდა კომფორტული უპირატესობით დაწინაურებას, მაშინვე "იუტა" აბათილებდა ჩამორჩენას.

სტუმრები არც მაშინ დანებდნენ, როცა მეოთხე მეოთხედის ბოლოსკენ მეტიუზის ზედიზედ ორი სამქულიანით "ბლეიზერსი" 9 ქულით გავიდა წინ.

"ჯაზმენებმა" ამ შემთხვევაშიც შეძლეს სხვაობის მინიმუმამდე დაყვანა. ჰეივორდისა და ბერკის შორეულმა ტყორცნებმა დაძაბულობა კულმინაციამდე აიყვანა, მაგრამ ბოლოს გონივრული გადაწყვეტილება მიიღო დამიენ ლილარდმა, რომელმაც 0.4 წამით ადრე შეგნებულად ააცილა მეორე საჯარიმო, რითაც "ჯაზს" წაართვა ტაიმ-აუტის აღებისა და თამაშის გადარჩენის შესაძლებლობა. "ბლეიზერსმა" ზედიზედ მეხუთე მატჩი მოუგო "იუტას".

პორტლენდი-იუტა 103:102

27:23, 17:24, 28:23, 31:32

პ: ლილარდი (25+6 პასი), ოლდრიჯი (22+11 მოხსნა), მეტიუზი (21), ლოპესი (11+6 მოხსნა), ბატუმი (10+8 მოხსნა+6 პასი).

ი: ჰეივორდი (27+5 პასი), ფეივორსი (20), ბერკი (18+6 პასი), კანტერი (16+7 მოხსნა), გობერი (7+15 მოხსნა).

ზედიზედ მეორე სეზონია "გოლდენ სტეიტი" ოთხივე მატჩს უგებს "საკრამენტოს". "კინგზმა" კვლავ ვერაფერი მოუხერხა "მეომრების" შეტევას. ამასთან, სტუმრები თავდაცვაშიც კარგად მოქმედებდნენ. ყველაფერი მატჩის პირველ ნახევარში გადაწყდა, როცა სტივ კერის გუნდმა 24:0 გაქცევა შეძლო. ცხრა წუთის განმავლობაში "მეფეებმა" ერთი ბურთიც ვერ ჩააგდეს თამაშიდან. მესამე მეოთხედში სხვაობა 25 ქულამდე ავიდა და თამაშიც დამთავრებული იყო.

საკრამენტო-გ. სტეიტი 96:121

22:29, 20:34, 38:31, 16:27

ს: კაზინსი (26+11 მოხსნა+3 ჩაჭრა+4 დაფარება), გეი (20), კოლისონი (18+7 პასი), მაკლემორი (18+3 ჩაჭრა).

გ-ს: კარი (23+9 პასი+3 ჩაჭრა), სპეიტსი (17+8 მოხსნა), იგუოდალა (17), ტომპსონი (14), ბარბოზა (12+5 პასი+3 ჩაჭრა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ოლ სტარი - მიეცით ხმა ნებისმიერს
ESPN: დუაიტ ჰოვარდი "ლეიკერსიდან" მიდის!
სტივ კერი: "დალასთან" მატჩი უნიტაზში უნდა ჩავუშვათ
"გოლდენ სტეიტმა" ახალი არენა ანტირეკორდით გახსნა
სტეფ კარი "შარლოტში" გადასვლას აპირებს?
NBA.
ფაჩულიას დაწყებული "ღვთაებრივი კომბინაცია", რომელსაც საყოველთაო აღიარება მოჰყვა [VIDEO]
ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" "ლეიკერსს" სტუმრადაც მოუგეს [VIDEO]
შაკილ ო'ნილი: ფაჩულიას ვაჩვენებდი, რატომ ვარ მე "დიდების დარბაზში" და არა ის
"გოლდენ სტეიტის" მწვრთნელმა დონალდ ტრამპს დასცინა [PHOTO]
NBA: კვირის მოთამაშეები: ბატლერი და კარი
ფაჩულია ექიმებს 70-ზე მეტი კერძით დაეხმარა - "უორიორსში" კი ქველმოქმედება "მოდაში არაა"
ყველგან დაფასებული სტეფ კარი
სტივ კერი: ჯორდანის თანაგუნდელობა ძნელი იყო, მე ბევრი რამის უფლებას არ ვაძლევდი...
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: უესტბრუკის მე-40 სამმაგი