მახაჭყალის "ანჟის" ოფიციალური განცხადება
საქართველოს ნაკრებისა და მახაჭყალის "ანჟის" მცველი გია გრიგალავა სკანდალში გაეხვა. მას თავისივე კლუბი აკრძალული პრეპარატების მიღებაში ადანაშაულებს.

რუსულ მედიაში აგორებულ სკანდალს "ანჟი" ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა:

"2015 წლის 4 თებერვალს რუსეთის ფედერაციის დაღესტნის რესპუბლიკის ანტინარკოტიკულ ფედერალურ სამსახურში შევიდა ანონიმური ზარი. წყარო იტყობინებოდა, რომ "ანჟი არენის" ტერიტორიაზე დაფიქსირდა ნარკოტიკების გამოყენების ფაქტი, სავარაუდოდ, "ანჟი-2"-ის ფეხბურთელების მიერ.

ბიუროს თანამშრომლები ამ ფაქტის გადამოწმების მიზნით, "ანჟი არენაზე" მოვიდნენ. მათ მთავარი მწვრთნელის, რუსლან აგალაროვის და სპორტული დირექტორის, სერგეი კორაბლევის თანდასწრებით, გაისაუბრეს ფეხბურთელებთან. ასევე, მათ ამორჩევით დაიწყეს ფეხბურთელების სამედიცინო შემოწმება, რომელთა მიხედვითაც, ხუთი ფეხბურთელის ანალიზი საეჭვოდ ჩაითვალა.

ეჭვის დასადასტურებლად ან გასაფანტავად საჭირო გახდა ხელმეორე ექსპერტიზა. ოთხმა ფეხბურთელმა ნებაყოფლობით ჩააბარა ანალიზები. ერთ-ერთმა ეჭვმიტანილმა კი კატეგორიული უარი განაცხადა, დატოვა ტერიტორია და არ გამოდიოდა კონტაქტზე. ეს ფეხბურთელი იყო გია გრიგალავა. 4 თებერვალს მთელი დღის განმავლობაში მასთან დაკავშირება შეუძლებელი იყო.

5 თებერვალს შედგა რესპუბლიკის ნარკოლოგიური დისპანსერის დასკვნა, რომელიც პირველი ტესტის საფუძველზე ამტკიცებს გია გრიგალავას ორგანიზმში აკრძალული პრეპარატების კვალს. თავის მხრივ, "ანჟის" ერთხელაც არ დაუდანაშაულებია გია გრიგალავა ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენებაში და სანამ ეს ოფიციალური დასკვნა გამოქვეყნდებოდა, არც საჯარო გაუხდია ეს ინფორმაცია.

მედიაში გამოქვეყნებული ვერსია, თითქოს, გია გრიგალავა "ანჟის" სთავაზობდა დამოუკიდებელ ექსპერტიზას მოსკოვში, არ შეეფერება სინამდვილეს, რადგან ექსპერტიზაზე თანხმობა მიღებულია მხოლოდ მახაჭყალაში ანალიზების ჩაბარების შემდეგ, რაზეც გრიგალავამ კატეგორიული უარი განაცხადა. სხვათა შორის, ერთ-ერთმა ფეხბურთელმა უკვე მიიღო პასუხი განმეორებითი ექსპერტიზის მერე.

"ანჟი" აცხადებს, რომ კვლავაც ჯანმრთელი ცხოვრების წესის სადარაჯოზე რჩება. სოციალურ ქსელებში გაჩნდა პროვოკაციული განცხადებები, რომლებიც არ შეეფერება სინამდვილეს. ჩვენ ჭორებს არ ავყვებით, მხოლოდ ოფიციალური ფაქტებით ვხელმძღვანელობთ.

დათო45
დიდი სიცრუეე და უნიჭო დრამა.ყველა ვინც იცნობს მას,შეკითხვასაც არ სვამს ღმერთმა აპოვნინოს სამართალი უკიდეგანო და უსამართლო ქვეყანაში.
564
ქართულ კლუბებშიც ჩაატარეთ ასეთი ტესტები. შედეგები საინტერესო იქნება, მწეველები, რომ ყველა გუნდშია ეს ცნობილი ფაქტია, სხვა გამოჩნდება.........
z.m
თუ შეიძლება ჩაერიოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია? და დაეხმაროს ამ კაცს თუ მტყუანიოა აგოს პასუხი თუ არადა დავეხმაროთ.
ოფიციალური შეთავაზება გაკეთებულია - პრემიერ ლიგის გუნდი მიქაუტაძის სანაცვლოდ 45 მილიონს იხდის
"დანაშაული" და საჯელი? - ლუის ენრიკემ დემბელე დასასვენებლად გაუშვა
გიორგი აბურჯანია კარიერას ინდოეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
ფერგიუსონი ისტორიაში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა
კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის პლეი-ოფის მატჩზე
"იუვენტუსმა" მეკარე "პალერმოს" მიჰყიდა
პსჟ ნახევარმცველთან კონტრაქტის გასაწყვეტად მზადაა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
გიორგი ლორია "კრილია სოვეტოვში" დაბრუნდა და ახალი კონტრაქტი გააფორმა
რუსეთის ჩემპიონატში ქართველი მარტო გრიგალავა დარჩა - წავა თუ არა ისიც ამ ქვეყნიდან, რას ამბობს "ხიმკის" მწვრთნელი
გიორგი ლორია მახაჭყალის "ანჟიში" იჯარით სეზონის ბოლომდე ითამაშებს
"პირველივე რეისით ევროპაში მიდიან" - გრიგალავამ ქართველ ტალანტებსა და "კვარაზე" ისაუბრა
გია გრიგალავა "არსენალში" დაბრუნდა
ჯიმი ტაბიძის შეცდომა "უფას" "ანჟისთან" წაგებად დაუჯდა [VIDEO]
გია გრიგალავა "ხიმკიში" ჩაირიცხა
"გრიგალავა მას უყვიროდა და უცენზურო სიტყვებით მიმართავდა" - ქართველი მცველი რუსეთში ინციდენტში გაეხვა
ჯაბა ლიპარტია: თუ არ გჭირდებით, ავდგები და წავალ-მეთქი...
გრიგალავა და ჟირკოვი სეზონის განახლებისთვის ემზადებიან
გიორგი ლორია ტრავმირებულია და შესაძლოა საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმაროს
სამუელ ეტო'ო: მეგონა, "ანჟი" პსჟ-სავით სუპერკლუბი გახდებოდა და ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად იბრძოლებდა