"არმიადან" თსუ-ში გადასული უნივერსალი სეზონის განახლებას იმედიანად ხვდება
სუპერლიგის პირველი წრე 29 დეკემბერს დასრულდა და წამყვანი კლუბებიც სატრანსფერო ბაზარზე გამოჩნდნენ. საწყისი 10 მატჩის შემდეგ ყველამ დაინახა, რა შეუძლია და პლეი ოფში წარმატებისთვის რა ცვლილებებია საჭირო.

29 დეკემბერს თსუ "ქუთაისთან" დამარცხდა, მეტოქეს ფარქვეშ სათანადოდ ვერ დაუდგა, რადგან ხელის ტრავმის გამო რიჩარდ მათიაშვილი აკლდა, ხოლო წელმტკივანი ილია ლონდარიძე ბოლომდე ვერ დაიტვირთა.

თსუ-მ "ქუთაისს" ვერც პერიმეტრიდან ტყორცნებში აჯობა. მოკლედ, გუნდს სჭირდებოდა უნივერსალი კალათბურთელი, რომელასც ფარქვეშაც შეუძლია თამაში და სამქულიანების ტყორცნაც კარგად ეხერხება. ასეთებს თსუ-ში სხვადასხვა დროს უთამაშიათ: გიგი ბარბაქაძეს, დათო ბარბაქაძეს, მიხეილ ბერიშვილს...

მიშა გასულ სეზონში "არმიას" ღირსებას იცავდა, საშუალოდ 9 წუთს თამაშობდა. ცხადია, ასეთი დრო პროგრესზე მოფიქრალ კალათბურთელს არ დააკმაყოფილებდა. ეს კარგად იცოდა თსუ-ს მწვრთნელმა, ნუგზარ ჭეიშვილმა და მიხეილ ბერიშვილს სტუდენტთა რიგებში დაბრუნება შესთავაზა.

- პირველი წრის დასრულების შემდეგ სამი გუნდიდან დამიკავშირდნენ, თსუ-დან, "ქუთაისიდან" და "სამედიცინოდან". როცა ქუთათურებმა და "მედიკოსებმა" წინადადება შემომთავაზეს, თსუ-ს წარმომადგენლებთან უკვე მოლაპარაკებული ვიყავი და ამიტომაც უარი ვუთხარი, - აღნიშნა მიხეილ ბერიშვილმა.

- ახალ გუნდთან ვარჯიშს როდიდან შეუდგები?

- პირველ ვარჯიშს 4 იანვარს ჩავატარებ. იმედი მაქვს, თამაშიც საკმარისად მომიწევს და გუნდსაც წარმატების მიღწევაში დავეხმარები.

- თსუ-ში აქამდეც ირჯებოდი.

- უმაღლეს ლიგაში დებიუტი სწორედ თსუ-ში მქონდა: 16 წლისა ვიყავი, როცა მამუკა ტურაშვილმა მიმიწვია. პირველი სეზონი ურიგოდ არ ჩამიტარებია. შემდეგ გუნდში მთავარ მწვრთნელად დავით უსტიაშვილი დაინიშნა, თუმცა მას ნახევარფინალებში ვერ დავეხმარე, რადგან ტრავმირებული ვიყავი. თსუ-დან "ვითაში" გადავედი, შემდეგ "აგრარულში'' ვითამაშე, ხოლო გასული სეზონი ესპანურ "არიდანეში" გავატარე.

- ესპანეთიდან "არმიას" მიაშურე, თუმცა პირველი წრის მერე არმიელებიც დატოვე. რა იყო ამის მიზეზი?

- დრო. სათამაშო დრო. ნებისმიერ კალათბურთელს სურს მატჩში 10-ზე მეტი წუთი ითამაშოს. რაც შეეხება, თავად გუნდს, მასში შესანიშნავი ატმოსფეროა, შემადგენლობაც ძლიერია და ამიტომაცაა სატურნირო ცხრილის სათავეში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა