ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

სამედიცინოს კანდელაკი გაწვრთნის

სამედიცინოს კანდელაკი გაწვრთნის

"სამედიცინო უნივერსიტეტის" ხელმძღვანელობამ შედეგებიდან გამომდინარე, გუნდში კარდინალური ცვლილება განახორციელა
სხვა კლუბების პარალელურად პირველი წრე შეაჯამა "სამედიცინო უნივერსიტეტის" ხელმძღვანელობამ და გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგებიდან გამომდინარე, კარდინალური ცვლილება განახორციელა: შეიცვალა მთავარი მწვრთნელი - სერგო იშხნელის ადგილი ნუგზარ კანდელაკმა დაიკავა. გუშინ, ამ ფაქტთან დაკავშირებით სამედიცინო უნივერსიტეტში პრეზენტაცია გაიმართა, სადაც კიდევ ერთი სიახლე დაგვხვდა - მეორე წრეს მედიკოსთა რიგებში ჩაატარებს მეფარე აკაკი დვალიშვილი, რომელიც ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია.

პირველ წრეში გუნდის თამაში არადამაკმაყოფილებლად შეაფასა "სამედიცინოს" პრეზიდენტმა გია აბესაძემ:

- ჩვენი გუნდი სუპერლიგაში ფინანსური თვალსაზრისით საუკეთესო ოთხეულშია, თუმცა სატურნირო ცხრილში შესაბამისი ადგილი არ უკავია: სამ კლუბთან ერთად მეშვიდე-მეცხრე ადგილებს ვინაწილებთ. საყურადღებოა, რომ პირველ წრეში დავმარცხდით უმაღლესი სასწავლებლების ყველა გუნდთან. გვსურს, რომ გუნდი უკეთესად იყოს მომზადებული როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. გვერდს ვერ ავუვლით სატრანსფერო პოლიტიკას. ვერც ამ მხრივ ვართ კმაყოფილნი. იყო მატჩები, როცა მთელი დატვირთვა 5-7 კალათბურთელზე მოდიოდა. გუნდში უნდა იყვნენ ის მოთამაშეები, რომლებსაც მწვრთნელი ბოლომდე ენდობა, რადგან დღეს ამა თუ იმ მატჩის მოგებისთვის აუცილებელია 9-10 კალათბურთელის სათანადოდ გამოყენება. სწორედ ამ გარემოებათა გათვალისწინებით გადავწყვიტეთ გუნდის სამწვრთნელო შტაბის შეცვლა. ბატონ სერგო იშხნელისადმი მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. მან გუნდისთვის ბევრი გააკეთა. ახლა მის საქმეს ნუგზარ კანდელაკი განაგრძობს.

"სამედიცინოს" პრეზიდენტმა გაგვახსენა, რომ კანდელაკი სდასუ-ში მუშაობდა, "ბასკოსთან" ერთად საქართველოს ჩემპიონატი მოიგო, ხოლო "დასავლეთ უნივერსიტეტს" აზერბაიჯანის ჩემპიონობა მოაპოვებინა. იგი ბოლოს საქართველოს ჩემპიონატში "ნტდ-თბილისს" ხელმძღვანელობდა. ამ სეზონის დასაწყისში ბატონი ნუგზარი უკრაინაში მიიწვიეს, სადაც იუჟნის "ხიმიკს" უნდა ჩადგომოდა სათავეში, თუმცა ბოლო მომენტში კლუბის პრეზიდენტმა გუნდის საჭე ადგილობრივ მწვრთნელს ჩააბარა. აქვე შეგახსენებთ, რომ იგი სხვადასხვა დროს საქართველოს ახალგაზრდულ და ეროვნულ ნაკრებებში (მთავარი მწვრთნელის ასისტენტად) მუშაობდა. "სამედიცინოში" ნუგზარ კანდელაკს თენგიზ ფიცხელაური დაეხმარება.

ახალი მწვრთნელის პირველი სიტყვა ასეთი იყო:

- გუნდში ჩემი დანიშვნის საკითხი 31 დეკემბერს გადაწყდა. მადლობელი ვარ, რომ "სამედიცინოს" ხელმძღვანელობამ ჩემი კანდიდატურა განიხილა. ვარჯიშს ხვალიდან შევუდეგბით. ჩვენი მთავარი მიზანი შეკრული გუნდის ჩამოყალიბება იქნება. ეს აუცილებელია საერთო მიზნის მისაღწევად - მოსაგებად. იყო მატჩები, როცა "სამედიცინო" ძალიან დაბალ ტემპში თამაშობდა და დაცვაში არასათანადოდ გამოიყურებოდა. მოედანზე ის იქნება, ვინც დაცვაში კარგად ითამაშებს, რადგან ამის გარეშე წარმატებაზე ფიქრი წარმოუდგენელია. კლუბის ხელმძღვანელობამ მითხრა, რომ ზოგიერთი კალათბურთელის დათხოვნას აპირებდა, თუმცა ვთხოვე ამ ნაბიჯისგან თავი შეეკავებინა, რადგან ყველას საქმეში ხილვა მაინტერესებს.

კლუბის პრეზიდენტს სამომავლო ტრანსფერებზეც ვკითხეთ.

- სატრანსფერო ფანჯარა 17 იანვარს დაიხურება. მანამდე ამ მიმართულებით ვიმუშავებთ, - გვითხრა ბატონმა გიამ და დასძინა:

- გადაწყვეტილია, რომ გუნდი იანვარში შეკრებას ბათუმში გაივლის. ვიმედოვნებთ, რომ ქორქია-საკანდელიძის მემორიალსა და საქართველოს თასს სათანადო კონდიციებში შეხვდება.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ახალწვეულ აკაკი დვალიშვილს "სამედიცინოში" გადასვლა მივულოცეთ.

- სამი თვე ესპანეთში გავატარე, სადაც კანარების აკადემიაში ვთამაშობდი. დეკემბრის ბოლოს რუსთავში დავბრუნდი და "ენერჯიში" ორი მატჩიც ჩავატარე, თუმცა სატრანსფერო ბაზარი რომ გაიხსნა, "სამედიცინოდან" საინტერესო წინადადება მივიღე და ამ გუნდში თამაში გადავწყვიტე. ვფიქრობ, სწორი ნაბიჯი გადავდგი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის