ESPN-ის პროგნოზით, მსოფლიოს თასის ფინალში მასპინძელი ახალი ზელანდია ავსტრალიის ნაკრებს დაამარცხებს
ახალი, 2011 წელი მსოფლიოს რაგბის თემისთვის გამორჩეული წელიწადია. სექტემბერში, ახალ ზელანდიაში მსოფლიოს რაგბის უდიდესი ფორუმი გაიმართება. მანამდე, თებერვლიდან დაიწყება ზე რაგბის გათამაშება, რომელიც სრულიად ახალი ფორმატით ჩატარდება და სადაც, თოთხემტი გუნდის ნაცვლად თხუთმეტი იასპარეზებს. ESPN-მა 2011 წლის მოვლენები იწინასწარმეტყველა. საინტერეოსოა, ამათგან რომელი ახდება?

ახალი ზელანდია მსოფლიოს თასს მოიგებს

ახალი ზელანდიის ნაკრები 1987 წლის შემდეგ მსოფლიოს თასს პირველად მოიგებს. "ოლ ბლექსი" ფინალში უძველეს კონკურენტ, ავსტრალიის ნაკრებს დაამარცხებს. ფინალი, მსოფლიოს თასზე ყველაზე პოპულარული ორი მორაგბის, ქუადე კუპერის (ავსტრალია) და სონი ბილ ვილიამსის (ახალი ზელანდია) დუელად გადაიქცევა.

ცხადია, მასპინძელთა გამარჯვებაში უდიდეს წვლილს ვეტერანები, რიჩი მაკქოუ და დენ კარტერიც შეიტანენ. თუმცა ფინალის გმირი მაინც ინგლისელი არბიტრი უეინ ბარნსი იქნება, რომელიც "თამამ" გადაწყვეტილებას მიიღებს და მატჩის ბოლო წუთებზე მასპინძლებს გამარჯვების მომტან საჯარიმოს აჩუქებს.

პომები ექვს ერზე დიდ სლემს შეასრულებენ

ინგლისის ნაკრები, რომელიც დღითი დღე პროგრესირებს, ექვსი ერის გათამაშებაში ხუთივე შეხვედრას მოიგებს და დიდ სლემს შეასრულებს. მეორე-მესამე ადგილისთვის ტრადიციულად საფრანგეთის, უელსის და ირალანდიის ნაკრებები იბრძოლებენ. თუმცა მათ დავაში შესაძლოა შოტლანდიაც ჩაერიოს. "სკოტები" საიდუმლო იარაღს, დენ პარქსის ფეხჩუბინობას აამოქმედებენ. იტალია, როგორც ყოველთვის, ნაბოლარა იქნება.

ოლ ბლექსი სამხრეთ ნახევარსფეროს მბრძანებელი

ახალი ზელანდიის ნაკრები სამი ერის ჩემპიონის ტიტულს შეინარჩუნებს. "ოლ ბლექსი" ორჯერ დაამარცხებს "ბოკეს" და ერთხელ "ვოლაბებს", თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდება, რომ სამი ერი მეთერთმეტედ მოიგოს. ყოველივე ეს მსოფლიოს თასის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მოხდება.

სიპრიანი მძიმე უღელს ეწევა

დენი სიპრიანის, რომელიც ზე რაგბის გათამაშებაში ახალი ავსტრალიური გუნდის, "მელბურნ რებლზის" კვართით იასპარეზებს, ტურნირის აღმოჩენად აღიარებენ. თუმცა ამას ინგლისის ნაკრების თავკაცი მარტინ ჯონსონი ვერაფრით შეამჩნევს, რასაც სატელიტური ანტენის დეფექტურად მუშაობას დააბრალებს.

სამაგიეროდ, ჯონსონის მეუღლეს, ჟურნალ "HELLO!"-ს მეშვეობით, კარგად ეცოდინება, რომ "სიპრის" ჩოგბურთში ავსტრალიის ღია ჩემპიონატის ფინალზე არმანის კოსტიუმი ეცვა და ავსტრალიაში #2 "ბეთჩელორსია".

ახალზელანდიელთა კაპიტულაცია

სონი ბილ ვილიამსი ახალი ზელანდიის ნაკრების თავკაც გრემ ჰენრის განარისხებს. სონი ბილს, მსოფლიოს თასის გათამაშების დაწყების წინ, ფრანგული "ტულონის" მულტიმილიონერი პრეზიდენტი მურად ბურჯელალი მაინც აცდუნებს და სარფიან კონტრაქტზე ხელს მოაწერინებს. ახალი ზელანდიის რაგბის კავშირს ეს ამბავი აიძულებს, "ოლ ბლექსის" ვარსკვლავებს ევროპაში თამაშის ნება დართოს.

მანამდე ვილიამსი კრივის რინგზე ასპარეზობასაც მოასწრებს. ის მეტოქეს მესამე რაუნდში დაამარცხებს, თუმცა ხელმოცარული მოკრივეს წარმომადგენლები დაიჩივლებენ, რომ მათ "ფალავანს" ორთაბრძოლის წინა დღეს საკვებში საწამლავი შეურიეს.

შეთქმულება ვილკოს წინააღმდეგ

გავრცელდება ინფორმაცია, რომ მსოფლიოს თასის მიმდინარეობისას, ინგლისის ნაკრების მგეზავ ჯონი ვილკინსონზე დაქირავებული მკვლელი ინადირებს. გამოძიება დაადგენს, რომ მავანთა განრისხება "ვილკოს" მიერ ფრანგულ "ტულონთან" გაფორმებულმა ხელშეკრულებამ გამოიწვია.

ინგლისის რაგბის კავშირი უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. ინგლისური რაგბის მამებმა გადაწყვიტეს, რომ 2011 წლის მსოფლიოს თასის შემდეგ, ეროვნულ ნაკრებში მხოლოდ ინგლისის ჩემპიონატში მოთამაშე მორაგბეები მიიწვიონ. მათ არ იციან, რა მოუხერხონ ვილკინსონს, რომელიც ასაკის მიუხედავად, შესანიშნავ ფორმაშია.

შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალს ისევ ჯონი მონახავს, ის განცხადებას გააკეთებს ეროვნულ ნაკრებში კარიერის დასრულების თაობაზე.

''თვითერმა'' დაღუპა

ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მარტინ ჯონსონი მსოფლიოს თასზე წარუმატებელ ასპარეზობას სოციალურ ქსელ "თვითერს" დააბრალებს. აღმოჩნდება, რომ ამ ქსელში მისი მორაგბეები დღე და ღამე დაძვრებიან და სხვა გუნდების მოთამაშეებთან "ჩეთაობენ".

კივების წელიწადი

ახალზელანდიური რაგბი მთელს პლანეტაზე დომინირებს. ზე რაგბის გათამაშებას ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზი" მოიგებს. "ოლ ბლექსის" ყოფილი მორაგბეები ჯერი კოლინზი და მარტი ჰოლი "მაგნერს ლიგის" გათამაშებაში გაიბრწყინებენ.

ახალზელანდიელთა ყოფილი ცხრა ნომერი ბაირონ კელეჰერი კი საფრანგეთის ჩემპიონის, "ტულუზის" საუკეთესო მორაგბე გახდება.

შერკინებასაც ეშველება

ერთწლიანი წარუმატებელი ექსპერიმენტის შემდეგ შერკინების მოწყობის ახალი წესი შეიცვლება. აღიარებენ, რომ მსაჯის ბრძანება, "Crouch-Touch-Pause-Engaage", სრულიად უსარგებლო და რაგბის თამაშის უწყვეტობის შემაფერხებელია. ეს განსაკუთრებით, ექვსი ერის გათამაშებაში, ირლანდიისა და იტალიის ნაკრებების დაპირისპირებისას გამოჩნდება, როცა შერკინება ერთ ადგილზე 18 წუთის განმავლობაში იდგება.

"შავი ლომი" - სამხრეთ აფრიკაში "ჩიტასთან" ორი ტესტისთვის
გიორგი მაისურაძე - ქალთა რაგბის ახალი მთავარი მწვრთნელი
რუსთავში ბავშვთა რაგბის აკადემიის მშენებლობა დაიწყო
ხავის "მანჩესტერ იუნაიტედის" გაწვრთნა სურს - ესპანელი "წითელი ეშმაკების" ჩაბარებაზე თანახმაა
ისრაელის ნაკრებსა და ქვეყნის კლუბებს საერთაშორისო შეჯიბრებიდან მოკვეთენ? - 48 სპორტსმენმა მოთხოვნას ხელი მოაწერა
Le Parisien: კვარაცხელია პსჟ-ს შეიძლება ბარსელონაში გაჰყვეს
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
პსჟ-ს მეკარე: ძნელია მოტივაციის შენარჩუნება
ბერნალს 382 დღე გაუცდა და "ბარსელონამ" კონტრაქტი გაუხანგრძლივა
კონტე: "მილანთან" დავმარცხდით და არა რომელიმე აუტსაიდერთან
"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს
საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
"ყველას უნდა ვაჩვენოთ, ვინ ვართ" - "კაირატის" მეკარე "რეალთან" მატჩამდე
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
[VIDEO] 55-ე წუთიდან კაცნაკლულმა "მილანმა" "ნაპოლის" მოუგო
პსჟ-სთან მატჩამდე "ბარსელონამ "სოსიედადი" დაამარცხა და გალიდერდა
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში